სპანჯ ბობი ყველაზე მსუქანი კატაა მსოფლიოში, მისი წონა 14, 9 კილოგრამია. ის ცხოველთა მზრუნველობის ცენტრშია ნიუორკში და რამოდენიმე თვეა დიეტაზეა რამაც შედეგი უკვე გამოიღო და ის დამოუკიდებლად ახერხებს სიარულს. 9 წლის მამრობითი კატის გასუქების მიზეზად პატრონის დაუდევრობა სახელდება, როგორც ირკვევა სპანჯბობს მზრუნველობას მოხუცი ქალი უწევდა, რომელსაც ხშირად მისთვის საკვების მიტანა ეზარებოდა ამიტომ ერთიანად უყრიდა საჭმელს.