x
უსახლკარო ჰაკერი რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დაცული საიტები გატეხა (ვიდეო)
image ადრიანა ლამო ამერიკაში ყველაზე ცნობილი ჰაკერია. მან მოახერხა და მსოფლიოში ყველაზე დაცული საიტები გატეხა როგორიცაა: Yahoo, Microsoft, Excite@Home, AT&T Telecom, MCI WorldCom, Intel, Bank of America, CityBank, Cisco და Google. როდესაც მას კითხეს თუ რა პრინციპით ირჩევდა მსხვერპლს, ადრიანომ უპასუხა, რომ მან მსოფლიოში ყველაზე დაცული საიტების რეიტინგ გადახედა და მის მიხედვით ირჩევდა მსხვერპლს. უსახლკარო ჰაკერი სარგებლობდა უფასო ინტერნეტით. ფუქსავატური ცხოვრების მიუხედავად, ის ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი პიროვნება იყო.

23 წლის იყო, როდესაც მასზე დოკუმენტური ფილმი Hackers Wanted გადაიღეს. ფილმში მის ქმედებებზე ყვებიან სტივ ვოზნიაკი, Apple–ის თანადამფუძნებელი, ლეო ლაპორტე, Digg–ის დამაარსებელი და IT–ინდუსტრიის სხვა ვეტერანები.

ლამოს მიზანი არასდროს ყოფილა საიტზე მუშაობა შეეფერხებინა, ის ვებგვერდზე შეღწევის შემდეგ მფლობელებს წერდა, რომ მათი საიტი დაუცველი იყო და ურჩევდა გაეძლიერებინათ ის, შემდეგ კი გამოდიოდა მათი ქსელიდან. საიტის მეპატრონეთა აზრი ორად იყოფოდა, ერთი მათგანი მადლობას უხდიდა და მუშაობის დაწყებას თავაზობდა, ხოლო ზოგიერთისგან აგრესიას იმკიდა.

2002 წელის ადრიანო NBC გადაცემაში სტუმრად მიიწვიეს სადაც ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მას ტელევიზიის საიტის გატეხვა. ლამოს 5 წუთი დასჭირდა რათა შეეღწია მათ ვებგვერდზე.


დღეს ის მუშაობს იურიდიულ კომპანიაში, კითხულობს ლექციებს და მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი უსაფრთხოების კომპანიის, @Stake–ის კონსულტანტია.

5
968
4-ს მოსწონს
ავტორი:ბექა.აია
ბექა.აია
968
  
2012, 1 დეკემბერი, 20:58
ვაა მაგარიაა..
2012, 27 ნოემბერი, 19:49
რა კარგი ბიჭია :))
2012, 26 ივნისი, 14:19
მშურს ამ კაცის,ვაფასებ ასეთ ნიჭს.
2012, 25 ივნისი, 19:38
ვაა საღოოლ ძმაო
0 1 5