სხვა ტურისტმა სელფის გადაღების დროს XVIII საუკუნის სტატუა გატეხა 2016, 14 ნოემბერი, 19:06 ![]() ლისაბონში ანტიკური ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში ბრაზილიელი ტურისტი ცდილობდა სელფისთვის კარგი რაკურსის შერჩევას, რის დროსაც ვეღარ გამოთვალა მანძილი, დაეჯახა XVIII საუკუნის, არქიანგელოზი მიქაელის სტატუას და გატეხა.ამის შესახებ იუწყება Daily Mail-ი. სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ სტატუას აღდგენა შეუძლებელია.მუზეუმმა დიდი ზარალი ნახა. "ჩემი ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე ასეთი რამ არასდროს მახსოვს, რომ მომხდარიყო მუზეუმში, ექსპერტების განცხადებით სტატუას წაქცევის შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია."-განაცხადა მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ხოსე კარვალომ(Jose Carvalho) ![]() აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი წელს, მაისის თვეში ისევ პორტუგალიაში მოხდა.ახალგაზრდა მამაკაცი ლისაბონის ვაგზალზე ცდილობდა სელფის გადაღებას პორტუგალიის მეფის სებასტიან I-ის(მეფობდა XVI ს.) სტატუასთან, რომელიც 126 წლის იყო.იგი აძვრა კვარცხლბეკზე, რომ კარგი კადრი აერჩია, შედეგად დაეჯახა სტატუას და გატეხა. ![]() ![]() 160 8-ს მოსწონს
|