თევზეული მედიკოსებმა თევზის ყველაზე სასარგებლო სახეობები დაასახელეს (+ თევზის 6 კლიარის და ნივრის სოუსის რეცეპტები) 2019, 1 თებერვალი, 9:50 ომეგა–3-ის შემცველობის მიხედვით, სუპერმარკეტებში და სხვა სავაჭრო ქსელებში, გაყიდვაში არსებულ თევზს შორის, ლიდერი ჩრდილოეთის ორაგულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასარგებლო ოკეანის თევზია, ხოლო სპეციალურ ფერმებში გაზრდილი თევზი ხარისხი, ამ მხრივ, უფრო დაბალია – მიზეზი კი, კომბინირებული საკვები და ხელოვნური გარემო არის. ექსპერტების თქმით, ხელოვნურ წყალსაცავში გამოზრდილ ორაგულზე უფრო მეტად სასარგებლო, ორაგულისებრთა ოჯახში შემავალი თევზის სხვა სახეობებია, რომლებსაც ხელოვნურად არ ამრავლებენ და ველურ ბუნებაში იჭერენ. მათ შორის: ჩავიჩა, კეტა, ღურწკანა, ნერკა და კიჟუჩი. დასახელებული თევზების გარდა, ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყარო, შედარებით იაფიანი თევზი შეიძლება იყოს: მაგ., კონსერვირებული სარდინი, ცხიმოვანი მჟავებით ასევე მდიდარია ქაშაყი, ანჩოუსი (ქაფშია) და ცქიმურა. თევზმა მეტი სარგებელი რომ მოგვიტანოს, ის ახლად დაჭერილი, ან ახლად გაყინული უნდა იყოს, ხოლო თევზის კერძებს შორის, ყველაზე სასარგებლო, ღუმელში გამომცხვარი თევზია. 6 რეცეპტი გემრიელი თევზის კერძის მოსამზადებლად1. თევზი ყველის კლიარით ინგრედიენტები:
2. თევზი კარტოფილის კლიარით ინგრედიენტები:
3. შემწვარი თევზი რძის კლარით ინგრედიენტები: თევზის ფილე – 1, 5 კგ. რძე – 400 მლ. კვერცხი – 6 ცალი მარილი – გემოვნებით ზეთი – შესაწავად
4. ლუდის კლიარით გამომცხვარი თევზი ინგრედიენტები: თევზის ფილე – 500 გრ. ფქვილი – 100 გრ. კვერცხი – 1 ცალი ლუდი (ღია) – 150 მლ. ზეთი – 2 ს. კ. (+ ზეთი შესაწვავად)
5. წითელი თევზი ჩინური კლიარით ინგრედიენტები: წითელი თევზის ფილე – 500 გრ. კვერცხი – 1 ცალი სიმინდის სახამებელი – 2 ს. კ. მარილი – გემოვნებით ზეთი – შესაწავად
6. თევზი ცილის კლიარით ინგრედიენტები: კვერცხის ცილა – 4 ცალი მარილი – გემოვნებით ფქვილი – 3 ს. კ. წყალი – 1 ჩ. კ. ზეთი – შესაწავად
ნებისმიერი კლიარით მომზადებულ თევზთან ერთად, სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ ნივრის სოუსი, რომელიც შემდეგნაორად მზადდება: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს მაიონეზი და არაჟანი (150 – 150 მლ.) > დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი (2 კბილი), მწვანილი (კამა და ოხრახუში), მსხვილ სახეხზე გახეხილი კიტრის მწნილი (2 ცალი), მარილი და პილპილი (გემოვნებით) > ყველაფერი კარგად შეირიეთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:თევზეული – 10 საუკეთესო და მარტივი რეცეპტიბურექი თევზის კონსერვით შემწვარი თევზის ფილე «კოტლეტი» 748 6-ს მოსწონს
|