x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135655
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510011
ეშმაკის ზღვა და მსოფლიო ოკეანეს სხვა იდუმალი გამოცანები
image


ზოგი ამბობს, რომ სამყაროს შესახებ, ჩვენი ცოდნის ზღვარი კოსმოსზე გადის. მაგრამ, ეს ასე ნამდვილად არ არის — ჩვენი ცოდნის საზღვარი, ჯერ კიდევ დედამიწაზეა, რადგან მსოფლიო ოკეანე, კვლავაც, ბუნების ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებას წარმოადგენს. ბევრი ჩვენგანი ოკეანეს, თავისთავად იღებს, მაგრამ ის უზარმაზარი, ძლევამოსილი და თითქმის უსასრულოა... ხოლო, მის სიღრმეებში, შეიძლება, რაღაც წარმოუდგენელი იყოს დამალული.

აქ კი, მსოფლიო ოკეანის, ჯერ არ ამოხსნილ, 10 საიდუმლოს გაგაცნობთ:


10. ბიმინის გზა
image


ბიმინი — ბაჰამის კუნძულების არქიპელაგს ერთ–ერთი კუნძულია, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობს აშშ–ს სანაპიროსთან. სწორედ მის სიახლოვეს, 1968 წელს აღმოაჩინეს საოცარი ნაგებობა — უფრო სწორედ, ფილები, რომლითაც, დაახლოებით, 200 მ. სიგრძის გზა არის დაგებული. თითო ფილის სიგრძე კი, საშუალოდ 6 მ-ია. მას ადგილობრივებმა "ბიმინის გზა" შეარქვეს და ის, უკვე მრავალი წლის მანძილზე, მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. ზოგი თვლის, რომ ის ბუნებრივად ჩამოყალიბდა, ზოგიც — რომ ადამიანებმა შექმნეს... და მეორე თეორიის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ როგორც გაირკვა, გზის უზარმაზარი ბლოკები, ერთმანეთზე უცნობი შემადგენლობის ნაზავით არის შეწებებული. კვლევის დროს, ასევე აღმოჩნდა, რომ ის მრავალდონიან სტრუქტურულ ნაგებობას წარმოადგენს, რომლის საფუძველს ქვის საყრდენები ქმნის. ამასთან, ზოგიერთ ქვას ნახვრეტიც აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მასზე, თოკების მეშვეობით, რაღაცას ამაგრებდნენ. ყველაზე საინტერესო კი, ამ ბლოკების შემადგენლობაა. როგორც გაირკვა, ბლოკები 2 კომპონენტისგან — კირქვის და სილიციუმის ფიქლისგან შედგება, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე არ მოიპოვება. ზოგიერთი მეცნიერი კი, იმასაც ამტკიცებს, რომ ეს ქვები კი არა, უძველეს დროში, ერთგვარი ბეტონისგან ჩამოსხმული უზარმაზარი ბლოკებია.


9. «რძიანი ზღვა»image


«რძიანი ზღვის» ეფექტი მაშინ იქმნება, როდესაც ოკეანის გარკვეულ რაიონში, თითქოს მთელი წყალი ფერს იცვლის და რძისფერი თეთრი და ღია ცისფერი ხდება. ეს საკმაოდ საშიში მოვლენაა; ბევრი მეზღვაური და მოგზაური, როდესაც მსგავს სიტუაციაში ხვდება, თავს სრულიად დეზორიენტირებულად გრძნობს. ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს მოვლენა ბაქტერიების აქტივობით არის გამოწვეული. თუმცა, ბაქტერიები რომლებსაც მთელი დღის, ან რამდენიმე დღის მანძილზე, წყლის ფერის შეცვლა შეუძლია, აღმოჩენილი არ არის. გარდა ამისა, ასეთ მოვლენას ადგილი დრო და დრო აქვს და არა გარკვეულ პერიოდებში ან სეზონებში.


8. იონაგუნის პირამიდები
image


ეს უძველესი პირამიდები იაპონიის სანაპიროსთან აღმოაჩინეს, კონკრეტულად კი, იონაგუნის კუნძულის მახლობლად. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ნაგებობები, შეიძლება, ეგვიპტის პირამიდებზე უფრო ძველიც კი იყოს! ამ პირამიდების შესახებ, ფაქტობრივად, არაფერია ცნობილი — ვინ და რატომ ააშენა, ხმელეთზე ააშენეს და შემდეგ დაიფარა წყლით, თუ პირდაპირ წყალშია აშენებული?..


7. წყალქვეშა ჩანჩქერები
image


ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრს გაუჩნდება კითხვა: თუ როგორ შეიძლება, რომ წყალქვეშ ჩანჩქერი არსებობდეს, თუ ირგვლივ წყალია? თუმცა, წყალქვეშა ჩანჩქერები არსებობს და შეიძლება ძალიან საშიშიც კი იყოს. მაგ., მის მახლობლად წარმოქმნილ დინებებს, გემის განადგურებაც კი შეუძლია. ჯერ–ჯერობით, მხოლოდ შვიდი ასეთი ჩანჩქერია აღმოჩენილი. მათ შორის, ყველაზე მაღალი დანიის სრუტესთან მდებარეობს და მისი სიმაღლე, დაახლოებით, 4 000 მ-ია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წყალქვეშა ჩანჩქერი ისე არ ფუნქციონირებს, როგორც, ჩვენთვის კარგად ცნობილი, ხმელეთის ჩანჩქერები. წყალქვეშა ჩანჩქერის მამოძრავებელი მექანიზმი, ოკეანის სხვადასხვა დონეებზე, წყლის ტემპერატურას და მარილიანობას შორის სხვაობა არის — შედარებით მაღალი სიმკვრივის მქონე წყალი ფსკერისკენ ეშვება, ხოლო ნაკლები სიმკვრივის მქონე წყლის მასები - ზევით მიიწევს. წყლის ტურბულენტობას, ფსკერის რელიეფიც ემატება და ყველაფერი ბევრად უფრო რთული და სანახაობრივი ხდება.



6. წყალქვეშა «წრეები მინდვრებზე»
image


«წრეები მინდორზე» — იდუმალებით მოცული ნახატებია, , რომლის შესახებ, საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ის ამო–მ მიწაზე დაშვების ადგილზე დატოვა. მაგრამ, მსგავსი წრეები წყალქვეშაც არის. მაშინ რა გამოდის, უცხოპლანეტელებისთვის სულერთია სად დაეშვებიან — ხმელეთზე, თუ ოკეანის ფსკერზე?! მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ასეთი კვალი თევზის ერთ-ერთი სახეობის შეჯვარების რიტუალის შემდეგ რჩება. თუმცა, ეს მოსაზრება, მხოლოდ თეორიის დონეზეა.


5. ბერმუდის სამკუთხედი
image


ოდესღაც, ადამიანებს მართლაც აწუხებდათ, ამ ზონაზე ფრენის, ან მისი გადაცურვის აუცილებლობა. «ეშმაკის სამკუთხედი» — ასე ეძახდნენ მას. ახლა კი, ბერმუდის სამკუთხედზე, ისე ხშირად აღარ საუბრობენ, რადგან ამის მიზეზს თავად ეს ზონა აღარ იძლევა. მაგ., წინა საუკუნეში, აღნიშნულ ზონაში არაერთი გემი და თვითმფრინავი დაიკარგა, უფრო სწორედ, უკვალოდ გაქრა... ზოგიერთები ამბობენ, რომ იქ სხვა სამყაროში გასასვლელი პორტალია! შესაძლოა, ეს სიმართლე არ არის, მაგრამ რა საჭიროა ბედის გამოცდა?


4. კუბის წყალქვეშა ქალაქი
image


ამ სიაში ყველა ობიექტი ნამდვილი იდუმალებით არის მოცული, მაგრამ კუბის წყალქვეშა ქალაქი — ის არის, რაც დაფიქრებას გვაიძულებს... კუბის სანაპიროს მახლობლად, არსებული ნაგებობები, იძლევა ვარაუდობს საფუძველს, რომ შესაძლოა, მითი ატლანტიდის შესახებ, რეალურ ფაქტებზე იყო დაფუძნებული! ეს არის წყალქვეშა ქალაქი, რომელშიც გიგანტური პირამიდები და სფინქსის ქანდაკებებია. ზოგიერთები თვლიან, რომ ქალაქის ასაკი 10 000 წელზე მეტია და ის მიწისძვრის დროს ჩაიძირა. სხვა ახსნის მოძებნა, მართლაც რომ შეუძლებელია.


3. ეშმაკის ზღვა
image


ეშმაკის ზღვა — არის ზონა, რომელიც ტოკიოდან 100 კმ–ში, კ. გუამის ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს. ბევრ მეზღვაურს ამ წყლებში შესვლისაც კი ეშინია, რადგან იქ უამრავი გემი ჩაიძირა. ძლიერი ქარიშხალი და შტორმი ამ რაიონში, შეიძლება, მოწმენდილ ცაზე წარმოიქმნას. გარდა ამისა, ამ წყლებში, არც თევზია და არც დელფინი, ან ვეშაპი.


2. მანათობელი და მბრუნავი წყალქვეშა წრეებიimage


ოკეანის კიდევ ერთი, ნამდვილი გამოცანა — იდუმალი წრეებია, სპარსეთის ყურის მახლობლად, რომლებიც ანათებენ და ბრუნავენ. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს მანათობელი პლანქტონია, მაგრამ მკვლევართა უმეტესობა, ამას არ ეთანხმება.


1. ამო ბალტიის ზღვაში
image


ამ სენსაციურმა კადრმა მსოფლიო შემოიარა, რადგან ის რაც მასზეა აღბეჭდილი, ნამდვილად რომ გასაოცარია... ბალტიის ზღვის ფსკერზე არის რაღაც, რაც უცხოპლანეტელების ხომალდს ძალიან ჰგავს!

უცნაური ობიექტი შემთხვევით აღმოაჩინეს. პროფესიონალი მყვინთავების გუნდი, დენის ასბერგის მეთაურობით, ჩაძირულ გემს იკვლევდა და როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, შვედეთსა და ფინეთს შორის ყურეში, მოულოდნელად, მათმა მოწყობილობამ უცნაური სიგნალების გამოცემა დაიწყო.

ტერიტორიის შესასწავლად, იმ ადგილზე, მყვინთავების ახალი ჯგუფი გაგზავნეს. როდესაც მათ, მიზანს თითქმის, მიაღწიეს, რატომღაც, ელექტრონული მოწყობილობები გაეთიშათ და ნათურებიც კი გადაიწვა. გაგრძელება >>>

image

არხის სხვა სიახლეები:


* მაღაროელებმა ქვანახშირის 300 მილიონი წლის ფილაში ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს

* ნეაპოლის მახლობლად 24 მეტრიანი ადამიანი–გიგანტის ნაშთი აღმოაჩინეს, რომლის ნახვა ადგილობრივ მუზეუმში შეგიძლიათ

* ერთი შეხედვით, მარტივი გამოცანებია, თუმცა... (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0