სისხლის სამართალი თურქეთში ქართველმა მომვლელმა, 84 წლის თურქი ქალი მოკლა! 2016, 13 ნოემბერი, 0:22 თურქეთში ქართველმა ქალბატონმა, რომელიც მომვლელად მუშაობდა 84 წლის ქალბატონი მოკლა. როგორც ცნობილია, ქართველმა მომვლელმა, სახელად ლია კოკორაშვილმა, თავის უფროსს თავში ჯერ მძიმე ნივთით დაარტყა და ბოლოს ბალიშით დაახრჩო. ამ ყველაფრის შემდეგ, სახლიდან აიღო ყველანაირი ძვირფასეულობა და ბანკიდანაც ფული მოხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ქართველი ქალბატონი ავტობუსში ქალაქ ქირკალეში დააკავა. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
თურქეთის ქალაქ აიდინში, ყოფილი ქალაქის მერის მეუღლე, 84 წლის ბიგულ ესინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გაირკვა მოხუცი ქალი, საქართველოს მოქალაქემ, ლია კოკორაშვილმა მოკლა. ღამის საათებში, როდესაც ბიგულ ესინს მეზობლები მობილურზე ურეკავდნენ, დაკავშირება ვერ მოახერხეს. თავდაპირველად ქართველმა მომვლელმა უპასუხა ტელეფონს და მოახსენა იმის შესახებ, რომ ქალბატონ ესინს არ ეცალა სალაპარაკოდ. დაეჭვებულ მეზობლებმა 1-2 საათის შემდეგ, თავად გადაწყვიტეს ბიგულ ესინთან სტუმრობა, როდესაც მეზობელთან შევიდნენ, შოკისმომგვრელი ფაქტის მომსწრენი გახდნენ. 84 წლის ესინი მკვდარი დახვდათ.
მეზობლებმა დაუყონებლივ პოლიციაში დარეკეს. ექსპერტიზის დასკვნით, 84 წლის თურქ ქალბატონს ჯერ თავში მძიმე ნივთით ჰქონდა დარტყმული, შემდეგ კი ბალიშით იყო დამხრჩვალი. ეჭვმიტანილი, თურქეთის პოლიციამ ქალაქ ქირკალელიში დააკავა, როდესაც ავტობუსით საქართველოში მიემგზავრებოდა.
დაკავებულ ლია კოკრაშვილის ტანსაცმელებიდან ამოიღეს ის ძვირფასეულობა, რომელიც მოკლულ ბიგულ ესინს ეკუთვნოდა. ეჭვმიტანილი იზმირის პოლიციაში გადაიყვანეს, სადაც ასევე დაკითხეს. ნახეთ რას ამბობს ლია კოკორაშვილი: "ამა წლის ზაფხულში დავიწყე მომვლელად მუშაობა, თვეში 1 500 თურქულ ლირას ვიღებდი. ძალიან ხშირად გვიწევდა კამათი, რადგან თურქული ენა არ ვიცოდი კარგად. უბედური შემთხვევის ღამეს სამზარეულოს ფაჯარა დამრჩა ღიად, საიდანაც წვიმის წვეთები შემოდიოდა ოთახში, ამის გამო თმებში წამწვდა და თავში რამოდენიმეჯერ ჩამარტყა. ძალიან გავბრაზდი და თავში კარის სტოპერი ჩავარტყი, დაიწყო წივილი, რის გამოც ბალიში პირზე ავაფარე. რაც შეეხება 5 000 თურქულ ლირას, რომელიც საბანკო ანგარიშიდან მოვხსენი, ეს იყო ჩვენი შეთანხმება, მე ხელფასს არ ვიღებდი თვიურად, ბოლოს უნდა ამეღო ერთბაშად და როგორც დავიანგარიშე 5 000 თურქული ლირა გამოდიოდა. " ამ ეტაპზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. რა ბედი ელის ლია კოკორაშვილს ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუ რაიმე სიახლე იქნება ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად ინფორმირებული იქნებით! იხილეთ ასევე:
2 - საზარელი ისტორია: რა ემართებოდათ ქალებს ღამის საათებში?! 3 - 10 უცნაური რამ, რის გაკეთებაც მხოლოდ რომის ყველაზე გიჟ იმპერატორს, კალიგულას შეეძლო!!! 4 - შოკისმომგვრელი ფაქტი შვედეთში: რატომ დააძინა გარყვნილმა ექიმმა პაციენტი და სად წაიყვანა იგი?!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1696 13-ს მოსწონს
|