სხვა "უნახავმა თურქებმა ქართველი ქალი ნახეს სანაპიროზე" - ასე ასათაურებს თურქი ჟურნალისტი ბოდრუმის სანაპიროზე მომხდარ ფაქტს! 2016, 22 აპრილი, 13:12 ტემპერატურის მომატებასთან ერთად, თურქეთის კურორტულ ქალაქ ბოდრუმში
ტურისტები და ადგილობრივები ნელ-ნელა სანაპიროებისკენ მიიწევიან, მაგრამ
ტურისტების მიმართ თურქი მოზარდების საქციელი პაპარაცებს არ გამორჩენიათ.
ბოდრუმში ზღვის წყლის ტემპერატურამ გუშინ(21.04.2016) 19 გრადუსს მიაღწია, ხოლო ჰაერის ტემპერატურამ 30-ს. ძალიან ბევრი ადგილობრივი მოქალაქე და ტურისტი სანაპიროებს მიადგა, ასე რომ ვთქვათ, "საბანაო სეზონიც" გაიხსნა. მაღალი სიცხიდან გამომდინარე დამსვენებლებს ზღვიდან ამოსვლის სურვილიც არ ჰქონდათ და ყველა კარგ ხასიათზე იყო...მაგრამ პაპარაცებმა ყურადღება მიაქციეს ერთ საინტერესო ფაქტს, სადაც თურქი მოზარდები და მამაკაცები ქართველ ტურისტ ქალს "თვალებით ჭამდნენ". არასერიოზული და უკულტურო საქციელებით შეწუხებულ ქართველ მანდილოსანს გარუჯვის სურვილი უკვე დაკარგული ჰქონდა. აშკარად ეტყობოდა რომ ძალიან შეწუხდა თურქების ამ საქციელით. მას მალ-მალე ფოტოებს უღებდნენ, აღვირახსნილ სიტყვებს "ურტყავდნენ" და არც ზღვაში შესვლისას ასვენებდნენ. ერთ-ერთ თურქ ჟურნალისტმა მოახერხა ამ ფაქტის დაფიქსირება და დღეს დილით თურქულ ჟურნალების გარეკანები დაამშვენა ამ სიახლემ. ასე ასათაურებს ჩვენი წყარო ამ ფაქტს: "უნახავმა თურქებმა კავკასიელი ქალი ნახეს სანაპიროზე"... წარმოგიდგენთ ჟურნალისტის მიერ დაფიქსირებულ კადრებს... ბოდრუმი - თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, ასევე არის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ 50 სანაპიროს შორისაც. მდებარეობს მუღლის პროვინციაში, ანტალიიდან დაახლოებით 300 კმ-ის დაშორებით. ბოდრუმი ითვლება ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ყველაზე ლამაზ ქალაქად და ტურიზმისა და დასვენების პოპულარულ ცენტრად. ბოდრუმის სანაპიროზე საკმაოდ ბევრი საშუალებაა იმისათვის, რომ კარგად დაისვენოთ და სურვილის შემთხვევაში აქტიურად გაატაროთ თქვენი თავისუფალი დრო, დაკავდეთ დაივინგით და სხვადასხვა გასართობი საშუალებებით. ბოდრუმი საუცხოო ადგილია თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ფიჭვნარი, ფორთოხლის ხეებიანი მინდვრები, ულამაზესი მთები და ფერდობები, თბილი და სუფთა ზღვა საუცხოო პირობებს ქმნის ნებისმიერი ტურისტისათვის. ამ ულამაზეს ადგილში სეზონის ასე ცუდად დაწყება, ნამდვილად იმოქმედებს ტურისტებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ბოდრუმს ესტუმრებიან. ტურისტულ კომპანიებმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს, ხოლო კულტურის მინისტრის განცხადებით, 2016 წელს თუ ვინმე გაბედავს ტურისტის შეწუხებას ზედმეტად, დაეკისრება ფულადი ჯარიმა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 8866 12-ს მოსწონს
|