x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეამოწმეთ საკუთარი ლოგიკა – 10 გამოცანა (პასუხები აქვს)

ლოგიკის განსავითარებლად ბევრი სავარჯიშოა, რომელიც შეგიძლია, როგორც დამოუკიდებლად, ისე თანამოაზრეთა ჯგუფთან, მაგ., მეგობრებთან ერთად ამოვხსნათ. შეგვიძლია, არასტანდარტული პრობლემები გადავჭრათ, რომლებიც ბიძგს მისცემს ჩვენს აზროვნების პროცესებს, ხელს შეუწყობს სტრესის დონის შემცირებას და კონცენტრაციის გაზრდას.

აქ სწორედ მსგავს გამოცანებს წარმოგიდგენთ, რომელიც მხოლოდ გონებას კი არ აფხიზლებს, ლოგიკური აზროვნების უნარის შემოწმების საშუალებასაც მოგცემთ.


1. თქვენს წინ 4 ჭიქა დგას. პირველში მაჯის საათი დევს, მეორეში – ქაღალდის სამაგრი, მესამეში – მაკრატელი, მეოთხეში – სანტევიკი. ამასთან, წყლის დონე ყველა ჭიქაში ერთნაირია. რომელი ჭიქაში ასხია ყველაზე მეტი წყალი?


image


2. კაფეში 4 ადამიანი შევიდა. პირველმა 3 ბურგერი შეიძინა და 60 ლარი გადაიხადა. მეორემ 1 ბურგერი და 2 კარტოფილი ფრი, – გადაიხადა 40 ლარი. მესამემ 2 ნაჭერი პიცა და 1 კარტოფილი ფრი და 16 ლარი გადაიხადა. რამდენს გადაიხდიდა მეოთხე მყიდველი, რომელმაც 1 ბურგერი, 1 ნაჭერი პიცა და 1 კარტოფილი ფრი იყიდა?


image


3. ბინაში შინაური ცხოველები ცხოვრობენ. მათ შორის, მხოლოდ ერთი არ არის ძაღლი და ერთი არ არის კატა. რამდენი შინაური ცხოველი ცხოვრობს ბინაში?image


4. თინუსი, ვირთევზა, ვეშაპი, ქაშაყი, კალმახი – ამ ჩამონათვალიდან, რომელია ზედმეტი?


5. ჩამოთვალეთ ზედიზედ 5 დღე, რიცხვის, ან კვირის დღეების სახელების გამოყენების გარეშე.


6. თქვენს წინ 2 სათლი დგას. ერთი 5 ლ. წყალს იტევს, მეორე – 3–ს. როგორ არწყავთ 7 ლ. წყალს, ამ სათლების გამოყენებით?


image


7. სამ ყუთში თეთრი და შავი ბურთულები აწყვია: ერთში – 2 შავი, მეორეში - 2 თეთრი, მესამეში – შავი და თეთრი. ყუთების სახურავზე კი აწერია: "2 შავი", "2 თეთრი", "შავი და თეთრი". მაგრამ ცნობილია, რომ არც ერთი წარწერა არ შეესაბამება რეალობას. თქვენ, ნებისმიერი ყუთიდან, მხოლოდ 1 ბურთის ამოღება შეგიძლიათ. როგორ უნდა მიხვდეთ, რომელ ყუთში რა ფერის ბურთულებია.


image


8. სამი კოლეტი გაქვთ შესაწვავი. ტაფაზე კი, ერთდროულად, მხოლოდ 2 ეტევა. ამასთან, ერთი გვერდის შეწვას 1 წუთი სჭირდება. როგორ უნდა შეწვათ 3 კატლეტი, 3 წუთში?



image


9. ამ რიცხვებიდან რომელია ზედმეტი?image


10. სამი ქათამი, სამ დღეში, სამ კვერცხს დებს.

რამდენ კვერცხს დადებს 12, ასეთივე ქათამი, 12 დღეში?

imageპასუხები:


1. ქაღალდის სამაგრი ყველაზე ნაკლებ ადგილს იკავებს. შესაბამისად, ამ ჭიქაში მეტი წყლის ჩასხმა შეიძლება.
2. სამი ბურგერი – 60 ლ, ე. ი. თითო 20 ლ. ღირს; 1 ბურგერი + 2 კარტოფილი = 40 ლ, ანუ 1 კარტოფილი 10 ლ. ღირს; პიცის 2 ნაჭერი + 1 კარტოფილი = 16 ლ, ე. ი. პიცის ნაჭერი 3 ლარი ღირს; ამრიგად, მეოთხე მყიდველმა გადაიხადა 33 ლ. (1 ბურგერი (20 ლ.) + 1 კარტოფილი (10 ლ.) + 1 პიცა (3 ლ.) = 33 ლ.).
3. 1 კატა და 1 ძაღლი.
4. ზედმეტი ვეშაპია, რადგან ის ძუძუმწოვარია, დანარჩენი კი – თევზი.
5. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.
6. მთლიანად უნდა აავსოთ დიდი სათლი. გადავასხათ წყალი მეორე სათლში. ანუ, 5 ლ. – 3 ლ. – დიდი სათლში დარჩება 2 ლ. წყალი. გადავღვაროთ პატარა სათლიდან წყალი და ჩავასხათ დიდ სათლში დარჩენილი 2 ლ. წყალი. ამის შემდეგ, ავავსოთ დიდი სათლი და მივიღებთ 7 ლ.
7. ყუთიდან, რომელსაც აწერია "შავი და თეთრი", ერთი ბურთულა უნდა ამოიღოთ. თუ ის თეთრი აღმოჩნდა, – ე. ი. ყუთში 2 თეთრი ბურთულაა, შესაბამისად, ყუთში – "2 თეთრი" – 2 შავი ბურთულაა, ხოლო, ყუთში, რომელსაც აწერია "2 შავი" – თეთრი და შავი ბურთულა.

თუ ყუთიდან ამოღებული ბურთულა შავი აღმოჩნდა, – ე. ი. ყუთში 2 თეთრი ბურთულაა, შესაბამისად, ყუთში – "2 შავი" – 2 თეთრი ბურთულაა, ხოლო, ყუთში, რომელსაც აწერია "2 თეთრი" – თეთრი და შავი ბურთულა.
8. I წუთი: იწყებთ 2 კატლეტის შეწვას. II წუთი: ამოიღებთ 1 კატლეტს, გადააბრუნებთ მეორეს და ტაფაში დებთ უმი კატლეტი. III წუთი: ტაფიდან გამოიღებით ორივე გვერდიდან შემწვარ კატლეტს, გადავაბრუნოთ მეორეს და ჩადებთ ტაფიდან ამოღებულ კატლეტს. ასე შეიძლება ტაფაში, რომელშიც 2 კატლეტი ეტევა, 3 წუთში, 3 კატლეტის შეწვა. 9. ზედმეტი არის 34, რადგან ის ერთადერთი რიცხვია, რომელიც 3–ზე არ იყოფა.
9. ზედმეტი არის 34, რადგან ის ერთადერთი რიცხვია, რომელიც 3–ზე არ იყოფა.

10. თუ ერთი ქათამი, ერთ კვერცხს 3 დღეში ერთხელ დებს. 12 დღეში, ერთი ქათამი 4 კვერცხს დადებს. ამიტომ, 12 ქათამი, 12 დღეში, 12-ჯერ 4–ს, ანუ 48 კვერცხს დადებს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ანაკონდა – "სიკვდილის მანქანა", თუ შინაური ცხოველი? (+ ვიდეო)

* სენსაციური აღმოჩენა, რომელიც ადამიანების და დინოზავრების ერთ ეპოქაში ცხოვრების ფაქტს ადასტურებს

* როგორ გავიგოთ, ადამიანი ჭკვიანია, თუ არა? – მეფე სოლომონის "ტესტი"

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0