სხვა საიდუმლო აპლიკაციები, რომლებიც თქვენს მობილურს აქვს და არ იცოდით 2016, 10 ნოემბერი, 9:15 მობილური ტელეფონები დღეს მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებას არ წარმოადგენენ, მათი მეშვეობით შეგვიძლია ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმს თუ კლიპს, ვითამაშოთ, ვიყოთ სოციალურ-ქსელებში, წავიკითხოთ სიახლეები და ა.შ. თუმცა არსებობს კიდევ ისეთი ფუნქციები, რომელთა კომბინაციის საშულებით შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მოახდინოთ თქვენს ტელეფონის ფუქნციებში ცვლილებები.
1. *#06#. არკვევს IMEI-ს უნიკალურ ნომერს ბენისმიერ სმარტფონსა და აიფონში. 2. *#21#. იდეალური საშუალებაა ზარის, შეტყობინებისა და სხვა მონაცემების გადასამისამართებლად. 3. *#62#. ამ ბრძანების მეშვეობით შეგიძლიათ გაარკვიოთ შემოსული ზარების გადამისამართება, როდესაც მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან. 4. ##002#. ამ აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ზარის გადამისამართების შეზღუდვას ახდენთ. 5. *#30#. შემოსული ზარების ინფორმაციას იძლევა. 6. *#33#. გაჩვენებთ დაბლოკილი გამავალი ზარების, SMS-სა და სხვა მონაცემების ინფორმაციას. 7. *#43#. ზარის ლოდინის ინფორმაციას გაჩვენებთ. 8. *3001#12345#*. მას "ჯეიმს ბონდის" მენიუს ეძახიან, რადგან გაწვდით სიმ-ბარათის ინფორმაცის, მიღების დონეს ქსელში, გაწვდით შეტყობინებას (სიგნალს) სიხშირის მიღების შემთხვევაში და ყველა ეს ფუნქცია ავტომატურად ნახლდება. 9. *#*#3646633#*#*. საინჟინრო მენიუ ანდროიდ-სმარტფონებისთვის MTK ჩიპით. ასევე საიდუმლო კოდები Samsung-სმარტფონებისთვის. 10. *#0*#. ეკრანის, ხმის, პიქსელების და ფერების გადამოწმება. 11. *#1234#. Galaxy S4-ის სამართავი ვერსიები. 12. *#0228#. ელემენტის ტემპერატურა, დატვირთვა, მოცულობა. 13. *#12580*369#. Samsung Galaxy S4-ის მთავარი ინფორმაცია. იხილეთ აგრეთვე: აი რატომ ჯდება თქვენი " სმარტფონები " ასე მალე 38312 25-ს მოსწონს 2-ს არა
|