x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სიყალბე,რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში ვრცელდება-"მაცხოვრის საფლავს ქვა ახსნეს და ზეციდან საყვირების ხმა გაისმა"

image

რამდენიმე დღეა ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო
"მაცხოვრის საფლავს ქვა ახსნეს და ზეციდან საყვირების ხმა გაისმა“,
რომელსაც "ფეისბუქზე" 200 000 ნახვაზე მეტი აქვს, ხოლო "იუ ტუბზე" ორ დღეში
70 000 ნახვა დააგროვა უამრავი კომენტარებით, მოწონებით და ლოცვით "დიდება
უფალს" და ა.შ.


ვიდეო რამდნიმე დღის წინ გაავრცელა "ფეისბუქზე" ვინმე ხათუნა ნარიმანიშვილმა და თითქოს მაცხოვრის საფლავის გახსნის დროს გაისმა ეს უცნაური ხმები ზეცაში.

"მეგობრებო, შოკი მაქვს, სულ ვკანკალებ. ეს ვიდეო ჩემი მათეს ნათლია _
დედა ნატალიამ მომაწოდა რამდენიმე დღის წინ. მაცხოვრის საფლავს ქვა ახსნეს
და ზეციდან საყვირების ხმა გაისმა. თვითონ ეპისკოპოსის გადაღებული
კადრებია. დიდება შენდა უფალო!!!“-წერს ნარიმანაშვილი სოციალურ ქსელში.



პირველი ის, რომ სინამდვილეში მაცხოვრის საფლავი გახსნეს 27 ოქტომბერს ( იხილე:მაცხოვრის საფლავი გახსნეს პირველად 500 წლის შემდეგ)

და მეორეც, ამ ვიდეოს ორიგინალი ატვირთულია 4 ოქტომბერს, რომელიც ისრაელში ახალი წლის დადგომას შეეხება.ვიდეოს კომენტარი ახლავს:"ახალი 5777 წლის დადგომას ზეიმობს მთელი ისრაელი და იერუსალიმში გაისმის საყვირების ხმა..."


(ორიგინალი:"Tahun 5777 baru mengumumkan kedatangan
dengan sangkakala dari langit di Yerusalem hari ini di mana semua orang
Yahudi merayakan tahun baru..."


1
1416
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1416
  
2016, 10 ნოემბერი, 20:58
ღრუბლებიც საახალწლოდ გააკეთეს ხო ეგრე? :))
0 1 1