![შოკი! ასე გამოიყურება ზღარბი ეკლების
გარეშე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110719155576410.jpg)
რთული წარმოსადგენია ზღარბი ეკლების გარეშე და ალბათ ბავშვობაში ბევრ თქვენგანს ექნებოდა სურვილი დაენახა ასეთ მდგომარეობაში. ამ არსებას ჰქვია ნელსონი და მას არ აქვს არცერთი ეკალი. ბუნებაში ის ვერ იცხოვრებს, როგორც სხვა მისი წინაპრები. ალბათ არცერთ ჩვენთაგანს არ ძალუძს იზრუნოს ასეთ არსებაზე, რადგან მას განსაკუთრებული მოპყრობა ჭირდება.
![შოკი! ასე გამოიყურება ზღარბი ეკლების
გარეშე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110719162576410.jpg)
სრულიად მელოტი ზღარბი ცხოვრობს ცხოველთა დაცვის ცენტრში "фоксы лодже" დიდ ბრიტანეთში. ადამიანის დახმარების გარეშე მისი სიცოცხლე საეჭვოა, ამიტომ იგი სულ დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
![შოკი! ასე გამოიყურება ზღარბი ეკლების
გარეშე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110719164376410.jpg)
იგი შეგუებულია თავშესაფარში ცხოვრებას, ალბათ იმიტომ, რომ იგი მომვლელისგან იღებს მუდმივ სპა-პროცედურებს, მკურნალობს და იკეთებს მასაჟს ნატურალური ზეთით.
![შოკი! ასე გამოიყურება ზღარბი ეკლების
გარეშე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110719165776410.jpg)
"არავინ არ იცის, სად და როდის დაკარგა მან საკუთარი ეკლები" - განმარტავს ტონი გარნერი, თავშესაფარის მენეჯერი. "ის - პატარა სასწაულია, მაგრამ, მან, რომ ბუნებაში, იარსებოს აუციელებელია ჰქონდეს ეკლები. მისი ჯანმრთელობა იდეალურია, იმის მიუხედავად, რომ ის სრულიად მელოტია".
![შოკი! ასე გამოიყურება ზღარბი ეკლების
გარეშე image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201611/2016110719171476410.jpg)
თავშესაფარის მოხალისეები თვლიან, რომ ნელსონის გამელოტება გამოწვეულია, გარკვეულ სტრესთან, რომელიც მან მიიღო ველურ ბუნებაში. ეკლები გაცვივდა და არანაირი ნიშნაი არ არსებობს იმისა, რომ ისინი ახლიდან ამოეზარდოს მას.
მომუშავე პერსონალს, მაინც დიდი იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც ისინი დაინახავენ ნელსონის ტანზე ეკალს. ყოველ დღე, მომსახურე პერსონალი, მას ნუშის ზეთის მასაჟს უკეთებს, რომელიც ასტიმულირებს მის კანს, მაგრამ დღემდე, გაწეული სამუშაო უშედეგოა.
თუმცა, მუშებს არ შეუძლიათ უარი თქვან ყოველდღიურ მასაჟზე, მათ მიაჩნიათ, რომ ეს სასარგებლოა ზღარბისთვის. სპა-მკურნალობები შეუნარჩუნებს მას სითბოს, ხოლო მის დანაოჭებულ კანს ის უფრო რბილს და ხავერდოვანს გახდის.