მსოფლიო მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორობიდან გადადგა 2016, 7 ნოემბერი, 17:30 ოდესის ოქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გადადგა.პრეს-კონფერენციაზე, რომლის ტრანსლიაციაც მისი 'ფეისბუქის" გვერდიდან გადაიცემოდა სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ პოროშენკო კორუფციას მხარს უჭერს. "ოდესა განვითარება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კიევი განთავისუფლდება კორუფციონერებისაგან, რომელიც პირდაპირ მფარველობს და ბანდიტიზმს და უკანონობას, მათ შორის ოდესის ოლქში. აქედან გამომდინარე, ამ სიტუაციაში, მე გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დავიწყო ბრძოლის ახალი ეტაპი, მე არ დავნებდები, და არც დავიღლები. ამის იმედი არც ჰქონდეთ. "-განაცხადა სააკაშვილმა. მან დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ოდესის ოლქში კორუფციული კლანების პირადად მხარდაჭერაში. "პოროშენკო მხარს უჭერს ორ კლანს ოდესაში:ეს არის ტრუხანოვის და ურბანოვის კლანები.მთელი ძალაუფება მათ და სეპარატისტებს გადასცეს"-დასძინა სააკაშვილმა. მისი თქმით, კორუმპირებულმა ძალამ უკრაინული რევოლუციის იდეას უღალატა და მისი ერთადერთი მოტივაცია - გამდიდრება, საკუთარი კლანის გაძლიერება და უკრაინის საბოლოო გაძარცვა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როდესაც დეპუტატების და ჩინოვნიკების ელექტრონულ დეკლარაციებს გაეცნო, სადა მათი მრავალმილიარდიანი ქონებაა მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ერთდროულად მატერიალურ დახმარებასაც იღებს. "მე ვარ ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც იქამდე მიდის, სანამ შეუძლია. მერე იქამდე, სადამდეც საჭიროა. რამდენიც სჭირდება საბოლოო გამარჯვებამდე. ვიბრძოლებ, რომ გავათავისუფლო უკრაინა ამ საზიზღრობებისგან და ამ კორუფციული ჭუჭყისგან, რომელმაც უღალატა უკრაინის რევოლუციურ იდეას.რომლისთვისაც არსებობის მთავარი მიზანი ჯიბეების გასქელებაა. ვიბრძოლებ რამდენიც საჭირო იქნება სრული გამარჯვებისთვის უკრაინის კორუფციული სიბინძურიდან გასათავისუფლებლად, "- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 189 10-ს მოსწონს 1-ს არა
|