სისხლის სამართალი ბრიუსელში აფრიკელ მიგრანტს უცნობმა პირმა თვალები დასთხარა 2016, 7 ნოემბერი, 16:32 უცნობი მამაკაცი თავს დაესხა 33 წლის აფრიკელ მიგრანტს და ორივე თვალი გამოსთხარა.ამის შესახებ იუწყება Derniere heure.
შემთხვევა მოხდა კვირას 6 ნომბერს გვიან ღამით დედაქალაქის ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ კომუნა ისკელში. დამნაშავემ ჯერჯერობით დაუდგენელი ინსტრუმენტით თვალები დასთხარა მიგრანტს აფრიკიდან და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო დახმარებას და პოლიციას შემთხვევით გამვლელმა გამოუძახა. სამართლადმაცავებმა დათხრილი თვალები შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა გადარჩა.როგორც ბელგიის პოლიცია აღნიშნავს, მსგავსი შემზარავი ფაქტი ბრიუსელში არასოდეს მომხდარა. დაზარალებულმა უკვე მისცა პირველი ჩვენება და აღწერა დამნაშავე, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ბრალდებული დაეკავებინათ.გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის შესაძლოა დანაშაული რასობრივი ნიადაგზე იყოს ჩადენილი. 187 7-ს მოსწონს 1-ს არა
|