კულტურა მსოფლიო ისტორიის ყველაზე ცნობილი 10 მოღალატე! (ნაწილი II) 2016, 7 ნოემბერი, 16:03 მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ ძალიან ბევრ მოღალატეს აღმოვაჩენთ. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მოღალატეების რაოდენობა არანაკლებია. ღალატის
1. მარკუს ჯუნიუს ბრუტუსი
რომაელი სენატორი და იულიუს კეისრის ერთ-ერთი მკვლელი. რესპუბლიკური ტრადიციების დამცველი, ღრმად განსწავლული ფილოსოფიასა და ისტორიაში. ის ბრძოლობდა ოპტიმეტისთან ერთად ცეზარის წინააღმდეგ, ამ ბრძოლაში, ცეზარმა ბრძანა იმის შესახებ, რომ ბრუტუსისთვის ზარალი არ მიეყენებინათ. 44 წელს კეისარი მოკლეს ამის შემდეგ ბრუტუსმა რომი დატოვა და კასიუსთან ერთად სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკელების ბრძოლას მეორე ტრიუმვირატის (ანტონიუსი, ოქტავიანე, ლეპიდუსი) წინააღმდეგ, დაეუფლა საბერძნეთს, მაკედონიას, მცირე აზიასა და სირიას. ფილიპის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ მარკუს ბრუტუსმა თავი მოიკლა. 2. ვანგ ჯინგვეი
ჩინეთის ნაციონალისტური პარტიის წევრი-ვანგ ჯინგვეი, რომელიც რესპუბლიკური მმართველობის პერიოდში ქვეყნის ერთგული მსახური იყო. ის იყო სუნ იატ სენის საუკეთესო მეგობარი, თუმცა სუნის გარდაცვალების შემდეგ ის არამხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკური განხრითაც შეიცვალა. 1937 წელს უღალატა სამშობლოს და იაპონელთა ოკუპაციის ერთ-ერთი მონაწილე გახდა. ის ეხმარებოდა იაპონელებს თითქმის ყველაფერში, რაც ჩინელებს მიწასთან გაასწორებდა. 1944 წელს, იაპონიის უკან დახევასთან ერთად გარდაიცვალა ვანგ ჯინგვეი. ის ჩინეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოღალატეა!
3. ვიდკუნ ქვისლინგი
ნორვეგიელი ბიოროკრატი ვიდკუნ ქუისლინგი, ქვეყანაში თავდაცვის მინისტრი იყო. 1993 წელს ეროვნული გაერთიანების სახით ფაშისტური ორგანიზაცია შეკრა, 1940 წელს, როდესაც ფაშიატებმა დაიწყეს ნორვეგიის ოკუპაცია, ვიდკუნ ქვისლინგის თაოსნობით, ეროვნულ გაერთიანების საბჭომ სამშობლოს ოფიციალურად უღალატა. 1945 წლის 8 მაისს, როდესაც გერმანია დამარცხდა ომში, დაკავებულ იქნა ყველა მოღალატე. 1945 წლის 9 მაისს ვიდკუნ ქვისლინგი დასაჯეს სიკვდილით.
4. მირ ჯაფარი
ბენგალელმა მირ ჯაფარმა, 1757 წელს ინგლისის მმართველობაში მყოფ ინდოეთის ერთ-ერთი ძლიერი კომპანიის თანამშრომელთან შეთანხმდა. ეს იყო რობერტ კლაივი. შეთანხმების თანახმად, პერიოდის ლიდერი უნდა ჩამოეგდოთ და მის სანაცვლოდ ბენგალის ახალი მმართველი მირ ჯაფარი უნდა ყოფილიყო, ამასთან ერთად ინგლისი, ბენგალს მაქსიმალურ დაცვას პირდებოდა. ასეც მოხდა, მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ხელშეკრულებაში იყო დაგეგმილი. მოგვიანებით მირ ჯაფარი მიხვდა, რომ ინგლისელბს მთლიანად ინდოეთის დაპყრობა უნდოდა, ამიტომ დანიის სამეფოსთან დაიწყო ურთიერთობა, თუმცა ინგლისელებმა შეიტყვეს რა, ეს ამბავი და მირ ჯაფარი ტახტიდან ჩამოაგდეს. 1765 წელს მირ ჯაფარი გარდაიცვალა. ინგლისმა დაიპყრო მთელი ინდოეთი, მას შემდეგ ინდოელთა თვალსაზრისით, მირ ჯაფარის დამსახურებით მოხდა ინდოეთის დაპყრობა, მას ინდოეთის ყველაზე წარჩინებულ გამყიდველსაც ეძახიან! 5. რობერტ ჰანსენი
იხილეთ ასევე: მსოფლიო ისტორიის ყველაზე ცნობილი 10 მოღალატე! (ნაწილი I) სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
757 11-ს მოსწონს
|