x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ბრენდების პირველი ავტომობილები(ნაწილი 2)
1)Honda T360 (1963)-ამ ცნობილი ბრენდის პირველი ავტომობილი გახლდათ პაწია მოცუცქნული სატვირთო.30 ც/ძ-ით და მაქსიმალური სიჩქარე 62 კმ/სთ-ში.


image




2)Hyundai Pony (1975)-სამხრეთ კორეა ავტომობილების წარმოებით დაინტერესდა 60-იან წლებში, თავიდან ლიცენზირებულ ინგლისურ ავტომობილებს ამზადებდნენ, შემდეგ გადაწყვიტეს საკუთარი პროდუქცია დაემზადებინათ.უნდა აღინიშნოს, რომ კორეული პირმშო Hyundai Pony თავიდანვე ძალზე პოპულარული გახდა, სიიაფის და საიმედოობის გამო.



image




3)Jeep CJ-2 (1945)-"ჯიპის" დაბადების თარიღად 1941 წელის ითვლება, მაშინ მას Willys MA-ეწოდებოდა, თუმცა სამხედრო ყველგანმავალს ოფიციალურად "ჯიპი" მხოლოდ 1945 წლიდან ეწოდა-Willys CJ-2(Civilian Jeep.)და გამოსვლისთანავე მთელს მსოფლიოში უაღრესად პოპულარულ ავტომობილად იქცა.


image


1948 წელს ინჟინერ მორის უილკს გაუფუჭდა თავის სამხედრო Willys CJ-2, რომელსაც გამუდმებით სჭირდებოდა ბაღის ნაკვეთებში სამუშაოდ, მაშინ დაებადა იდეა უილკს, რატომ არ შეიძლება თვითონვე აეწყო ავტომობილი?ასე დაიბადა Willys Jeep-ის ბაზაზე აგებული პირველი-Land Rover Mk.1 (1948).


image




5)Mazda R360 (1960)-იაპონური კომპანია 30-იან წლებში ტრიციკლებს ამზადებდა, პირველი ავტომობილი, მცირელიტრაჟიანი, ორადგილიანი ავტომობილი, რომელიც კოხტა სათამაშოს უფრო მოგვაგონებდა 1960 წელს დამზადდა.


image



6)Mercedes 35 h.p. (1901)-ვილჰელმ ვაიბახის და დაიმლერის პირმშო კონვეირიდან 1901 წელს გადმოვიდა, რომელსაც ამ უკანასკნელის ქალიშვილის სახელი-"მერსედესი" დაარქვეს.სპორტული და კომერციული წარმატების შემდეგ Daimler Motoren Gesellschaft-მა ამის შემდეგ გადაწყვიტა ყველა მომდევნო მოდელისთვის "მერსედესი" დაერქვა.


image



7)MItsubishi Model A (1917)-შორეულ 1917 წელს გემთმშენებელმა ფირმა Mitsubishi Kobe Dockyard Works მა გადაწყვიტა ისე საცდელად ავტომობილი დაემზადებინა, რომელიც FIAT Tipo 3-ის ასლი იყო, დამზადდა სულ 20 ავტომობილი, თუმცა მის ყიდვას არც არავინ აპირებდა..იმ დროს იაპონიაში იმპორტირებული ავტომობილები უფრო იაფი იყო.


image



8)Nissan Model 70 (1937)-პირველი ავტომობილი, რომელიც ამ ბრენდის სახელით გამოვიდა კომპანია Jidosha Sezo Co ltd-მ დაამზადა, რომელიც Datsun-ს ეკუთვნოდა.იგი იყო ამერიკული სედანი Graham Paige Special Six-ის ასლი იყო.მოგვიანებით Jidosha Sezo Co ltd. გადაიქცა Nissan Motor-ად.ბოლოს დავძენთ, რომ ასეთი ჩახლართული და არეულ-დარეული ისტორია არც ერთ საავტომობილო ფირმას არა აქვს, როგორც "ნისანს".

image



9)Opel Lutzmann (1899)-XX საუკუნის მიწურულს ოპელების ოჯახმა, რომელიც ველოსიპედებს ამზადებდა გადაწყვიტა თავიანთი ბიზნესის გაფართოება, ავტომობილის შექმნა დაავალეს Daimler-Benz-ის ინჟინერს ფრიდრიხ ლუტცმანს.თუმცა ავტომობილს ფაქტიურად არავინ ყიდულობდა.ორ წელიწადში მხოლოდ 31 ავტომობილი გაყიდეს.ამის შემდეგ ოპელმა კონტრაქტი შეუწყვიტა ლუტცმანს და თვითონ დაამზადეს ავტომობილი, რომელიც უფრო წარმატებული გამოდგა.


image



10)Peugeot Type 2 (1890)-აღსანიშნავია, რომ მანამდე Peugeot Type 1 იყო გამოსული, თუმცა ის ორთქლის ძრავაზე მუშაობდა.ლეონ სარპოლემ Type 2 უკვე შიდაწვის ძრავაზე დაამზადა, რომელიც Daimler-ისგან იყო ლიცენზირებული.


image



11)Renault Voiturette Type A (1898)-ლუი რენოს ოჯახური ბიზნესი ღილების დამზადებით იყო დაკავებული, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია საკუთარ სახელოსნოში აეწყო ეს პაწია მანქანა.სხვათა შორის ერთცილინდრიანი ავტომობილი იმ დროისთვის საკმაოდ სხარტად დადიოდა, იგი პარიზის გამოფენაზე აჩვენეს და შეკვეთებმაც არ დააყოვნა.რენომ ერთდროულად 60 ავტომობილის შეკვეთა მიიღო.


image



12)Rolls Royce 10 hp (1904)-მდიდარ მანჩესტერესლ მეწარმეს ჰენრი როისს ერთ დღესაც მობეზრდა საპორტო ამწეების დამზადება და გადაწყვიტა თავის ფრანგული ავტომობილ Decauville-სი გადაეკეთებინა, მხოლოდ ისე, რომ უფრო საიმედო და მძლავრი ყოფილიყო...


1904 წელს მისმა პარტნიორმა ჩარლზ როლსმა პირველად გაისეირნა ამ მანქანით ლონდონის ქუჩებში.ასე დაიბადა "როლს-როისი".

image




13)Toyota A1 (1935)-პირველ ოთხკარიან სედანში ახალი და რევოლუციური არაფერი იყო.დიზაინი Chrysler Airflow-დან იყო მოპარული, ხოლო ძალოვანი აგრეგატები Chevrolet-იდან.ასეა თუ ისე, დღესდღეობით ამ ბრენდის ავტომობილები ყველაზე გაყიდვადია მსოფლიოში.


image



14)Volkswagen Type 1 (1938)-ჰიტლერის მიზანი იყო შეექმნათ ნამდვილი სახალხო ავტომობილი. ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა ფერდინარდ პორშემ.მარტივი და გენიალური კონსტრუქცია, შესანიშნავი დიზაინით, რომელიც მთელს მსოფლიოში იქცა სინონიმად "ავტომობილი ყველასთვის".


image



პირველი ნაწილი:ცნობილი ბრენდების პირველი ავტომობილები

1
382
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
382
  
2016, 7 ნოემბერი, 15:42
აჰააა
0 1 1