სხვა იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქე ხდება 2016, 6 ნოემბერი, 12:28 ![]() Comedy Club-ის მონაწილე, მსახიობი და მომღერალი ალექსანდრე რევა აცხადებს, რომ ორნელა მუტიმ უკვე მოამზადა შესაბამისი დოკუმენტები. "ორნელა მუტი უკვე არის რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი და ამზადებს საბუთებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის, მან ამის შესახებ ერთობლივი კლიპის"როგორც ჩელენტანო"(Как Челентано) პრემიერის დროს განაცხადა"-აღნიშნა ალექსანდრე რევამ. რევას მუსიკალურ ვიდეოში, კლიპის გმირი არტურ პიროჟკოვი განასახიერებს ადრიანო ჩელენტანოს, ხოლო ორნელა მუტი საკუთარ თავს თამაშობს. ![]() შეგახსნებთ, 3 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რის მიხედვითაც ჰოლივუდის მსახიობს და პროდიუსერს სტივენ სიგალს რუსეთის მოქალაქეობა გადაეცა.სხვათა შორის სიგალის წინაპრებიც რუსეთიდან ემიგრირებულები არიან. 395 6-ს მოსწონს 1-ს არა
|