სისხლის სამართალი მანიაკმა,რომელსაც 2 თვე კონტენიერზე ქალი ჰყავდა მიბმული,კიდევ 7 მკვლელობა აღიარა 2016, 6 ნოემბერი, 11:38 ფერმერმა სამხრეთ კაროლინიდან ტოდ კოლჰეპმა რომელსაც ორი თვის წინ დაკარგული ქალი კონტეინერზე ჰყავდა მიბმული (ნახე:ამერიკაში მანიაკს ორი თვის წინ დაკარგული ქალი ძაღლივით ჰყავდა მიბმული კონტეინერზე)კიდევ 7 მკვლელობა აღიარა. შაბათს მანიაკმა აღიარა, რომ ის იყო უცნობი მსროლელი, რომელმაც 2003 წელს მოტოციკლების მაღაზიაში მოკლა ოთხი ადამიანი დაბა ჩიზნიში, რომელიც თავის ფერმის სიახლოვეს არის. მანიაკმა სამართალდამცავებს მის მიერ მოკლული კიდევ ორი ადამიანის დამარხვის ადგილი მიუთითა.ამის შესახებ ოლქის შერიფმა სპარტანბურგ ჩაკ რაიტმა განაცხადა. რაც შეეხება 30 წლის კალა ბრაუნის ბოიფრენდს ჩარლი კარვერს, რომელიც ბრაუნთან ერთად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, კოლჰეპმა აღიარა, რომ იგი კალა ბრაუნის თვალწინ მოკლა. 190 9-ს მოსწონს 1-ს არა
|