x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მრისხანება, შიში, მწუხარება, ეჭვიანობა... რა გავლენას ახდენს უარყოფითი ემოციები ორგანიზმზე

ადამიანი — ემოციური არსება არის და როგორც წესი, გრძნობა და ემოცია ყოველთვის უფრო ძლიერია ვიდრე ლოგიკა. სწორედ ემოციები განსაზღვრავენ ჩვენს ხასიათს, ურთიერთობის ჩვევებს, კეთილდღეობა და ავადმყოფობებსაც კი.
ყველამ ვიცით, რომ სტრესი და აგრესია უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული ემოციები, განსხვავებულ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე.
ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველა ავადმყოფობა ნერვიულობისგან მოდის…

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, თუ როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე 10 უარყოფითი ემოცია:

image

image

1. მრისხანება

imageმრისხანებამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანის აზროვნების უნარზე და გაზარდოს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი.

«სცემე ან გაიქეცი» – ეს არის რეაქცია, რომელსაც აღნიშნული ემოცია იწვევს, რაც თავის მხრივ სტრესის ჰორმონების — ადრენალინის, ნორადრენალინის და კორტიზოლის გამოყოფას იწვევს. შედეგად, ნუშისებრი სხეული (პასუხისმგებელია ემოციებზე) არაადეკვატურად რიაგირებს, ავსებს სისხლით შუბლის წილს (აზროვნებაზე პასუხისმგებელი) და ადამიანი სწორედ განსჯის უნარს კარგავს.
ამის გარდა, მრისხანება იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას – რაც ჰიპერტონიაში ვლინდება, გულის აჩქარებას და სუნთქვის რიტმის დარღვევას. ეს თუ ხშირად ხდება, არტერიების კედლები ცვდება.
ბოლო კვლევების თანახმად, მრისხანება 40% ანელებს ჭრილობის შეხორცებას, კორტიზოლის მაღალი დონის გამო. და კიდევ, მრისხანება ამაღლებს ციტოკინების დონეს (იმუნური მოლეკულები, რომლებიც ანთებას იწვევს), რაც თავის მხრივ, ზრდის ართრითის, დიაბეტის და სიმსივნის რისკს.


2. მღელვარება

image
ქრონიკულმა მღელვარებამ შეიძლება სხვადასხვა სახის დაავადება გამოიწვიოს.
მღელვარება ზეგავლენას ახდენს ელენთაზე და ასუსტებს კუჭს. ის ფუნქციებს უცვლის ნეირომედიატორებს, განსაკუთრებით სერატინინს. ამიტომ, როდესაც ადამიანი ნერვიულობს, ორგანიზმი გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც ფაღარათს იწვევს.
მღელვარება და აკვიატებული აზრები, რომელიმე პრობლემასთან დაკავშირებით, იწვევს ღებინებას, მუცლის ტკივილს და სხვა ქრონიკულ მოშლილობებს. გარდა ამისა, მეტისმეტი მღელვარება იწვევს ტკივილს მკერდის არეში, ჰიპერტონიას, იმუნიტეტის დაქვეითებას და ნაადრევ სიბერეს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მუდმივი მღელვარება კუჭის კუნთების დაჭიმვას და მის სპაზმებს იწვევს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მღელვარებას, ხშირ შემთხვევაში, მუცლის ტკივილი ახლავს!


3. მოწყენილობა და მწუხარება

image
მოწყენილობა და მწუხარება ასუსტებს ფილტვებს, რაც დაღლილობას და ქოშინს იწვევს.

ეს ემოცია არღვევს სუნთქვას, იწვევს რა ბრონქების და ბრონქიოლების შეკუმშვას, რამაც შეიძლება ასთმური შეშტევა გამოიწვიოს.
აკუპუნქტურაში ითვლება, რომ მოწყენილობა გულიდან გამოდის, აზიანებს ფილტვებს და უკან ბრუნდება, რომ გული დააზიანოს. თუ ფილტვები სერიოზულად არის დაზიანებული, ეს ისეთ სიმპტომებში ვლინდება, როგორიც არის: ხველება, ქოშინი დაღლილობა...
გარდა ამისა, დეპრესია და მელანქოლია აზიანებს კანს და ამცირებს ჟანგბადის დონეს სისხლში. დეპრესიაში მყოფი ადამიანები მარტივად იმატებენ ან იკლებენ წონაში და ძალიან ადვილად ექცევიან ნარკოტიკების და სხვა მავნე ნივთიერებების გავლენის ქვეშ.


4. სტრესი

image

image

დიდი სტრესი წნევის აწევას, ასთმას და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის იწვევს.
გარდა ამისა, სტრესი — გულ-სისხლძარღვთა დაავადების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. სტრესი ზრდის არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონის.
გარდა ამისა, სტრესი ხშირად ხელს უწყობს ცუდი ჩვევები განვითარებას — მოწევას, უმოძრაობას და ღორმუცელობას. ეს ფაქტორები აზიანებს არტერიების კედლებს და შეიძლება გულის პათოლოგიებიც განავითაროს.
სტრესი ისეთ სიმპტომებში ვლინდება, როგორიც არის შაკიკი, კბილების კრაჭუნი, გულის აჩქარება, დაღლილობა, უძილობა და მადის გაზრდა ან დაქვეითება.


5. მარტოობა

image
მარტოობამ ადამიანი შეიძლება ტირილამდე მიიყვანოს და ღრმა მელანქოლია გამოიწვიოს. ეს არღვევს ჰარმონიას ფილტვებში და აფერხებს ორგანიზმში სისხლისა და ჟანგბადის მოძრაობას.
მარტოობა შეიძლება უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე მოულოდნელად გამოვლენილი მრისხანება. როდესაც ადამიანი მარტოა, მისი ტვინი სტრესის ჰორმონს (მაგ., კორტიზოლი) გამოიმუშავებს, რომელსაც თავის მხრივ, დეპრესიის გამოწვევა შეუძლია. ეს კი, აუცილებლად ჰპოვებს ასახვას სისხლის წნევაზე და ძილის დარღვევაზე.
მარტოობა ფსიქიკის და გულის მუშაობის გართულებებს წვევს. მას ასევე შეუძლია იმუნური სისტემის დაქვეითება.



6. შიში

image
შიში — არის ემოცია, რომელსაც შეუძლია ერთიანად გაანადგუროს საკუთარი თავისადმი რწმენა, ბრძოლისუნარიანობა, მომავლის იმედი და ბედნიერება. შიში იწვევს განგაშს, რომელიც ფიტავს და ანადგურებს თირკმელებს, თირკმელზედა ჯირკვლებს და ხანდახან რეპროდუქტიულ სისტემასაც კი.

შიშის ზეგავლენით, ყველაზე მეტად, თირკმელები ზიანდება. ეს იმიტომ ხდება, რომ შიშის დროს ცუდად მუშაობს ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია თირკმელების მუშაობაზე. შედეგი შეიძლება იყოს თირკმელების მწვავე უკმარისობა.
ძლიერი შიში, ხშირ შემთხვევაში, იწვევს თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, წელის და შარდსადენების ტკივილს. ბავშვებში ეს შარდის შეუკავებლობაში ვლინდება — სიმპტომში, რომელიც მჭიდრო კავშირშია შფოთთან და დაუცველობის განცდასთან.


7. შოკი

image


მოულოდნელი შოკი არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ წონასწორობას, იწვევს ძლიერ მღელვარებას და შიშის განცდას. ამ დროს ნერვული სისტემაც კი «ამუხრუჭებს».
შოკი განსაკუთრებით მავნებელია თირკმელების და გულისთვის. ორგანიზმის ტრამვული რეაქცია თირკმელზედა ჯირკვლებისის მიერ ჭარბი რაოდენობით ადრენალინის გამოყოფაში ვლინდება. შედეგი — გულის აჩქარება, უძილობა, სტრესი და განგაშია.
ემოციური შოკის ფიზიკური გამოვლინებებიდან შეიძლება აღინიშნოს სისუსტე, ფერმკრთალობა, სუნთქვის გართულება, გულის აჩქარება, ძილისა და კვების დარღვევები, სექსუალური დიდფუნქცია და ქრონიკული ტკივილები.


8. მოუთმენლობა და სიძულვილი

image
მოუთმენლობამ და სიძულვილმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავების და გულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც გულისცემის აჩქარებაში, ჰიპერტონიაში და მკერდის არეში ტკივილებში გამოიხატება.
ბოლო დროინდელი კვლევების თანახმად, მოუთმენელ ადამიანებში ნაადრევი ბიოლოგიური დაბერების ალბათობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მშვიდებში.
გარდა ამისა, მოუთმენლობა უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. ხოლო უჯრედების შეკუმშვა, რომელიც სიძულვილის სიტყვიერ გამოხატვას ყოველთვის ახლავს, შეიძლება ღვიძლი და ნაღვლის ბუშტის დააზიანენის მიზეზი გახდეს.


9. ეჭვიანობა და შური

image
შური, იმედგაცრუება და ეჭვიანობა პირდაპირ თავს ესხმის ტვინს, ნაღვლის ბუშტს და ღვიძლს.
ეჭვიანობა სტრესის სიმპტომებს – განგაშის და დეპრესიის იწვევს, რის გამოც სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინის და ნორადრენალინის ჰორმონები ხვდება.
თავის მხრივ, ორგანიზმში დიდი რაოდენობით ჰორმონების გამომუშავება სისხლის სტაგნაციას იწვევს ღვილში, რაც ნაღვლის დაუბალანსებელ გამომუშავებაში ვლინდება. შედეგად, ტოქსინების გამოდევნის შენელება და იმუნური სისტემის დაქვეითება ხდება. გარდა ამისა, ამ ემოციების გავლენით, ადამიანს უძილობა, ჰიპერტონია, ტაქიკარდია ემართება. ორგანიზმში მატულობს ქოლესტერინის დონე. ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება.
ეჭვიანობა ანადგურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც გულის ცემის აჩქაერებას და არტერიული წნევის გაზრდას იწვევს.


10. განგაში

image
განგაშისთვის ისეთი ფიზიკური სიმპტომებია დამახასიათებელი, როგორიც არის ტკივილი, გულის რევა, ქოშინი, უმიზეზო სისუსტე და თავბრუსხვევა. გარდა ამისა, ამ ემოციას, ხშირად თან ერთვის მუცლის შებერილობა, ტკივილი მუცლის არეში და ფაღარათი.
განგაშით გამოწვეულ დარღვევებს შეუძლია ორგანიზმში ქრონიკული დაავადებებიც გამოიწვიოს. განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს თირკმელებზე, იწვევს ქრონიკული დაავადებების განვითარებას. მაგ., მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უარყოფითი ემოციები ხელს უწყობს გულის იშემიური დაავადების განვითარებას. ისინი ამბობენ, რომ განგაში — ყველაზე გავრცელებული მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადების ჩამოყალიბებისას. და მრისხანებაც კი, არ იწვევს ისეთ დატვირთვას გულზე, როგორსაც განგაში.


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


რა გავლენას ახდენს ლანძღვა და ჩხუბი ადამიანის ჯანმრთელობაზე



2
984
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
984
  
2016, 9 ნოემბერი, 11:13
სულ უნდა ვიმხიარულოთ.. რომ ჯანმრთელები ვიყოტ :):)):
2016, 9 ნოემბერი, 10:54
ზუსტად ასეა, რამოდენიმეს ჩემს შემთხვევაში ვეთანხმები :(( ძალიან საინტერესო იყო ლალი
0 1 2