სხვა სექსი ყუთში-"გახრწნილი დასავლეთის" ყველაზე სკანდალური ტელეშოუები 2016, 5 ნოემბერი, 10:28 თანამედროვე ტელევიზიები ყოველმხრივ ცდილობენ სექსის თემა წინა პლანზე წამოწიონ თავიანთ პროგრამებში და რაც შეიძლება ბევრი მოშიშვლებული სხეული წარმოგვიდინონ, თუმცა ამასთანავე მსხვილი ტელევიზიები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან საზოგადოებრივი შეზღუდვები და ეთიკის წესები.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ბოლო დროის 5 დასავლურ ტელეშოუს, რომლის შემქმნელებმაც აშკარად გადააჭარბეს აკრძალულ ნორმებს. 1)გახდა(Undressed)-იტალიური ტელეშოუ, რომელიც ძალზე პოპულარული გახდა და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.მაგალითად ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში. გადაცემაში წყვილები ბრმა პაემანის მეშვეობით ხვდებიან ერთმანეთს, ამის შემდეგ მონაწილეებმა ერთმანეთი უნდა გახადონ და ბოლოს ლოგინში ერთად ჩაწვნენ. მაგრამ მანამდე მათ ნახევარი საათის განმავლობაში კითხვებს უნდა გასცენ პასუხი, რომელიც მათ სასიყვარულო ვნებებს, წინანდელ ურთიერთობებს, პოზებს და სხვა საკითხებს შეეხება.ბოლოში წყვილმა სათითაოდ უნდა თქვას "კი" ან "არა"...თუ ორივემ თქვა "კი", მაშინ ისინი ლოგინში წვებიან. 2) შიშვლების პაემანი(Dating Naked)-ამერიკული შოუ, რომელიც VH1 -ტელეარხზე 2014 წელს გამოჩნდა.შოუს მონაწილეები მიემგზავრებიან რომელიმე ეგზოტიკურ ადგილზე, სადაც მათ უნდა "ააწყონ სიყვარული"(პირველ სეზობი პანამაში გადაიღეს, მეორე-ფილიპინებში, ხოლო მესამე ბორა-ბორაში). სხვა მსგავსი პროგრამებისგან განსხვავებით შოუს მონაწილეები მთლიანად შიშვლები ურთიერთობენ ერთმანეთთან, თუმცა ცენზურა დაცულია და მათი გენიტალიები დაბინდულია. თუმცა პირველ სეზონში ერთხელაც სატელევიზიო ტრიუკმა არ იმუშავა და შოუს ერთ-ერთი მონაწილის, წაკუზული ჯესი ნაიზვიტცის გენიტალიები მილიონობით მაყურებელმა იხილა. ჯესიმ შოუს სასამართლოში უჩივლა და მოითხოვა 10 მლნ.დოლარი, თუმცა დაავიწყდა ხელმოწერილი კონტრაქტი, სადაც თავიდანვე ავალდებულებდა არ შეეტანა მსგავსი საჩივარი. სასამართლომ მისი საქმე არ განიხილა. 3)იყიდე შიშველმა(Buying Naked)-ამ ამერიკულ შოუს არა მარტო გასართობი, არამედ განმანათლებელი დანიშნულებაც აქვს.შოუ გვაცნობს ნუდისტთა ცხოვრების წესს. ტელეშოუს წამყვანი ჯეკი იანგბლადი ნუდისტებს ეხმარება ბინის შეძენაში, განსხვავება ისაა, რომ ეს ბინები ნუდისტებით დასახლებულ რაიონში იყიდება და ბინები გათვალისწინებულია მხოლოდ იმათთვის, ვისაც სურვილი აქვს იქ დასახლდეს(ქალაქი ტამპა, ფლორიდა). საინტერესო ისაა, გადაღებები განსაკუთრებული რაკურსით მიმდინარეობს. შოუს მონაწილეების გენიტალიებს ინტერიერის სხვადასხვა ნივთები ფარავს. 4)შიშვლები და შეშინებულები(Naked and Afraid)-ამ შოუს დანიშნულება რომანტიული ურთიერთობა არაა. ქალი და კაცი მიემგზავრება რომელიმე უკაცრიელ ველურ ადგილზე, ტანსაცმლის, საკვების და ინვენტარის გარეშე (მათ აქვთ უფლება წასაღებად აირჩიონ მხოლოდ ერთი ინვენტარი) და უნდა გაუძლონ 21 დღე ველურ პირობებში ცხოვრებას. წყვილს დასდევს ოთხკაციანი გადამღები ჯგუფი, რომლებსაც მკაცრად ეკრძალებათ ჩაერივნენ მათ საქმიანობაში, თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა. პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ Discovery-იმ გადაწყვიტა ორი წლის შემდეგ ჩაეშვა ახალი პროექტი "Naked and Afraid-XL", სადაც უკვე 12 მონაწილეა(6 კაცი, 6 ქალი) და ველურ ბუნებაში უნდა იარსებონ არა 21, არამედ 40 დღე. 5)სექს-ყუთი(Sex Box)-ეს ბრიტანული შოუ თავის გარყვნილებით ნამდვილად აღემატება ყველა ზემოთ ჩამოთვლილს, სტატისტიკის თანახმად ყოველი მეხუთე ბრიტანელი ამ შოუს ყურების დროს ან სხვა არხზე რთავს ტელევიზორს ან თიშავს. შოუს მონაწილეები არიან ის ადამიანები, რომელბსაც სექსუალური პრობლემები აქვთ.ისინი ღიად საუბრობენ ამის შესახებ ექსპერტ სექსოლოგების თანდასწრებით, რომლებიც თავის მხრივ რჩევებს აძლევენ. ამის შემდეგ წყვილები შედიან სპეციალურად დამზადებულ ყუთში, სადაც ახალ ცოდნას იძენენ, შემდეგ კი გამოდიან იქედან აქოშინებულები და მაყურებლებს და ექსპერტებს უზიარებენ განცდილს. 4308 6-ს მოსწონს 1-ს არა
|