სხვა "აი ამას ჰქვია მეხის დაცემა" - წარმოგიდგენთ ულამაზეს კადრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან! 2016, 5 ნოემბერი, 10:42 ელვის(მეხის) დაცემა არის ბუნებრივი მოვლენა. გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა. უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი — ზემოთ, დედამიწისზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვებს. ბურთისებრი ელვა ძალზე იშვიათია, ნელა გადაადგილდება და დედამიწასთან შეხებისას ხშირად ფეთქდება. მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული. ბრტყელი ელვა წარმოადგენს განმუხტვას, რომელიც მოიცავს ღრუბლის მნიშვნელოვან ნაწილს. ელვის დარტყმამ (მეხის დაცემა) შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ლითონის გადნობა, ხანძარი, ადამიანის მსხვერპლი. დედამიწაზე საშუალოდ ყოველ წელს 10 ადამიანი კვდება ელვის დაცემით. ეს არის ერთ-ერთი საშინელი ბუნებრივი მოვლენა, თუმცა გადარეულ ფოტოგრაფებმა მოახერხეს საუკეთესო ელვის(მეხის) დაცემის ფოტოების გადაღება მსოფლიო მასშტაბით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში თქვენც გაეცნობით. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონებათ! ტაუერის ხიდი - ლონდონი(ინგლისი) ეიფელის კოშკი - პარიზი(საფრანგეთი) ეგვიპტის პირამიდები - ეგვიპტე CN-ის კოშკი - ტორონტო(კანადა) თავისუფლების ქანდაკება - ნიუ იორკი(აშშ) წმინდა პეტრეს ტაძარი - ვატიკანი ბურჯ ხალიფა - დუბაი(გაერთიანებული არაბთა საემიროები) დასავლეთის მარგალიტის კოშკი - პუდონგი(ჩინეთი) ვაშინგტონის ძეგლი - ვაშინგტონი(აშშ) ელვის დაცემა ნიუ იორკში - ნიუ იორკი(აშშ) მსოფლიოს ახალი სავაჭრო ცენტრი - ნიუ იორკი(აშშ) ქრისტეს ქანდაკება - რიო დე ჟანეირო(ბრაზილია) საკურაჯიმას ვულკანი - იაპონია ეიფელის კოშკი - პარიზი(საფრანგეთი) ოქროს კარიბჭის ხიდი - სან ფრანცისკო(აშშ) ელვის დაცემა კასაბლანკაში - მაროკო კადრი სარდინიიდან - იტალია ზღვის ნიავის ხიდი - ფლორიდა(აშშ) ტრიესტი - იტალია მელბურნი - ავსტრალია ტეხასის შტატი - აშშ ოუკედინი - სამხრეთ აფრიკა რედჰიდის სანაპირო - ავსტრალია სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 495 7-ს მოსწონს
|