სხვა სად არის მატარებლების სასაფლაო? რას უშვრებიან გამოუყენებელ მატარებლებს?! 2015, 28 ოქტომბერი, 12:10 მატარებლები სად მიდიან??? ყველგან... მაგრამ გამოუყენებელი მატარებლები
სად მიჰყავთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლიათ ნიუ-იორკის მეტროს
ვეტერანებს. მათი განცხადებით მატარებლების და ვაგონების სასაფლაოდ
მიჩნეულია ოკეანის ფსკერი.
ინდუსტრიული ფოტოგრაფი სტივენ მელონი, 3 წელია იღებს მატარებლების და მათი ვაგონების ოკეანის ფსკერში გაგზავნას. "ვაგონების ოკენის ფსკერზე გაშვება არ ნიშნავს გარემოს დაბინძურებას! პირიქით სასარგებლოა ოკეანისთვის. სანამ რაიმეს იტყოდეთ ყოველთვის ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ...გემი, თვითმფრინავი, მატარებელი და სხვადასხვა დიდი ზომის ტექნიკა ოკეანეს არაფერს ავნებს, ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ამას კანონიც აკრძალავდა!" -ასეთ განცხადებას აკეთებს ნიუ-იორკის მეტროს ერთ-ერთი ვეტერანი. ეს "მწვანე" მოძრაობა დაიწყო 10 წლის წინ და დღესაც გრძელდება... ფოტოგრაფი, სტივენ მელონი თავს აღწერს ინდუსტრიულ ფოტოგრაფად. ის იღებს გემების, მატარებლების და თვითმფრინავების ნამსხვრებეს... ფოტოგამოფენა სახელწოდებით: "Next Stop, Atlantic"აქვეყნებს მიტოვებულ და გამოუყენებელ ვაგონების დასასრულის ფოტოებს... ამ ფოტოებს იღებს თავად სტივენ მელონი. ოკეანეში მცურავი, მიტოვებული ვაგონები ძალიან ირრეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნიუ-იორკში, Brooklyn Rail-ის გაზეთის გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ მიტოვებული მატარებლების ოკეანის ფსკერზე გაშვებისას, არცერთ ფოტოში არ ჩანს ადამიანები... მატარებლებზე ლოგოები კვლავ არის, მაგრამ არ ჩანს არანაირი სულიერი არსება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ეს მატარებლები მიტოვებულები არიან და მათ არსებობასაც აზრი არ აქვს. "რათქმაუნდა უკეთესია, ამ გამოუყენებელი ვაგონების ოკეანის ფსკერზე გაშვება, რადგად იქ წყალმცენაარები და თევზები ამ გამოუყენებელ ვაგონებს საცხოვრებელ ადგილად გამოიყენებენ"- ამბობს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც მუშაობს მატარებლების ოკეანის ფსკერზე ჩაგდებაზე..... პროექტი დაიწყო 10 წლის წინ და დღემდე უკვე 3 000 მატარებელი და გემია ჩაშვებული ოკეანის ფსკერზე. პროექტი ასევე ხელს უწყობს ჯანსაღ საზღვაო ჰაბიტატიზაციას. მეთევზეები ხშირ შემთხვევაში თევზაობენ ისეთ ადგილას სადაც "მწვანე" პროექტს ჩაგდებული აქვს მატარებლის ვაგონი, რადგან ასეთ ადგილებზე ძალიან ბევრი თევზი მოძრაობს... ექსპერტების თქმით, ატლანტიკის ოკეანის ფსკერის 95 % დაფარულია ქვიშით, რაც ნაკლებათ იზიდავს თევზებს. ამიტომ ასეთ ადგილებში გამოუყენებელი მატარებლების, გემების და თვითმფრინავების ჩაყრა ასევე თავშესაფარი იქნება თევზებისთვის... ოკეანეში გაშვებულ ვაგონებს, გაშვებამდე კარგად ასუფთავებენ. ვაგონების დასუფთავება მთავრობას 80 000 დოლარი უჯდება... ვინაიდან ამ სტატიაში ვსაუბრობთ მატარებლებზე, აქვე მინდა გაჩვენოთ "მოძრავი ქარხანა" ავტომატური რკინისგის საფარის დაყენების მანქანა მნახველებს აოცებს.... ამ ავტომატურ მანქანას შეუძლია ძველი ლიანდაგების მოხსნა და პარალელურად ახლების დაყენება... 175 მეტრიანი ავტომატური მანქანა, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს... არ არის საჭირო არანაირი რკინიგზის მუშაკი...ის ყველაზე ჭკვიანია... ამ აპარატს საათში 200 მეტრის ლიანდაგების და ბალასტების განახლება შეუძლია... ნახეთ ფოტოები... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 786 14-ს მოსწონს
|