სისხლის სამართალი ამერიკაში მანიაკს ორი თვის წინ დაკარგული ქალი ძაღლივით ჰყავდა მიბმული კონტეინერზე 2016, 4 ნოემბერი, 14:24 როგორც დაზარალებული აცხადებს, იქვე მიწის მონაკვეთზე მანიაკს ოთხი გვამი ჰყავს დამარხული. აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში მამაკაცს ორი თვის განმავლობაში კონტეინერში ჯაჭვით დაბმული ჰყავდა 30 წლის კალა ბრაუნი. ქალი ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში უგზოკვლოდ დაიკარგა თავის ბოიფრენდთან, 32 წლის ჩარლი კარვერთან ერთად. როგორც ტელეარხი WYFF -ი იუწყება პოლიცია ჩხრეკას ატარებდა სულ სხვა საქმეზე ერთ-ერთ სოფლის სიახლოვეს, როდესაც მოესმათ კაკუნი ერთ-ერთი სატვირთო კონტეინერიდან. პოლიციელებმა გახსნეს ანგარის კლიტე და "შიგნით აღმოაჩინეს ძაღლივით ჯაჭვზე გამობმული ახალგაზრდა ქალი". როგორც დაზარალებულმა განაცხადა, იგი უკვე ორი თვეა ჯაჭვით მიბმულია კონტეინერზე, მანვე განაცხადა, რომ აქვე ახლოს მიწის მონაკვეთში დამარხულია ოთხი გვამი. მიწის მონაკვეთის მფლობელი დააკავეს, იგი აღმოჩნდა 45 წლის ტოდ კოლჰეპი, როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს კოლჰეპი ჯერ კიდევ 1987 წელს არიზონას შტატში დააკავეს სექსუალური ძალადობის ნიადაგზე და 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი თავის მსხვერპლებს ეცნობოდა, როგორც უძრავი ქონების აგენტი. ამჟამად მიმდინარეობს მასობრივი ჩხრეკა ბრალდებულის სახლში თუ მიწის ნაკვეთზე მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.უცნობია ბრაუნის ბოიფრენდის ბედიც, სავარაუდოდ კოლჰეპმა იგი მოკლა. 449 9-ს მოსწონს 1-ს არა
|