მუსიკა ლეგენდარული ფრანგული ჯგუფი SPACE -ი ფილიპ კირკოროვს პლაგიატისთვის უჩივის 2016, 2 ნოემბერი, 19:21 ცნობილი ფრანგული ჯგუფი Space-ი და მისი ლიდერი დიდიე მარუანი უჩივის ფილიპ კირკოროვს და კომპოზიტორ ოლეგ პოპკოვს სიმღერისთვის "Жестокая любовь". ფრანგულმა მხარემ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ კირკოროვის ჰიტი, სიმღერა Symphonic space dream-ის გადამღერებაა. თავად ოლეგ პოპკოვი აღნიშნავს, რომ სიმღერის შავი მონახაზი ჯერ კიდევ 1996-98 წლებში შექმნა, ხოლო რუსეთის საავტორო საზოგადოებამ დაარეგისტრირა 2000 წელს.სიმღერა შევიდა ალბომ "Незнакомка"-ში. "სიმღერა ჯერ კიდევ 1999 წელს შეასრულა ჯგუფმა "Чудо-остров"-მა პეტერბურგის რესტორან "Академия"-ში-დასძინა პოპკოვმა. თავიანთი კომპოზიცია კი Symphonic Space Dream ჯგუფმა Space-მა პირველად 2001 წელს შეასრულა კიევში. "მე მოვისმინე ჯგუფ Space -ის კომპოზიცია, მისამღერი მართლაც ჰგავს ერთმანეთს, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს მისამღერი ძალიან ხელოვნურად არის მიბმული, კიდევ საკითხავია ვინ ვის მოჰპარა"-დასძინა პოპკოვმა. მოსარჩელე მხარე მოპასუხე მხარეს სიმღერა Жестокая любовь-ის რადიოში, ტელევიზიითა და ინტერნეტით გაშვებას უკრძალავს. ასევე, ზარალის ანაზღაურების სახით 75.34 მილიონი რუსული რუბლის ანაზღაურებას ითხოვს. სასამართლოში მოპასუხე მხარედ დაბარებულები არიან მუსიკოსი ოლეგ პოპკოვი, Филипп Киркоров продакшн-ისა და Sony Music Entertainmentის წარმომადგენლები. დიდიე მარუანის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს იგორ ტრუნოვი, მისივე განცხადებით ექსპერტების დასკვნით ამ ორი სიმღერის თანხვედრა 43, 27%, -ია. ამ ორი კომპოზიციის კვლევა ჩატარდება სასამართლო ექსპერტიზის კვლევის ცენტრში, რის შემდეგაც დაიდება დასკვნა.სწორედ ექსპერტიზის დასკვნით იხელმძღვანელებს სასამართლო. 188 12-ს მოსწონს 1-ს არა
|