სასარგებლო პროდუქტები კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2016, 2 ნოემბერი, 16:38 კურკუმა ეკუთვნის ბალახისებრთა სახეობის მცენარეთა რიგს. ის იზრდება დაახლოებით 1 მეტრამდე, არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება იმბირისებრთა (კოჭას) ოჯახს. კურკუმას სხვაგვარად ეძახიან ყვითელი იმბირი ( ყვითელი კოჭა ), ყვითელი ფესვი, ინდური შაფრანი, ინგლისურად - tumeric.
კურკუმა იზრდება აზიის ტროპიკულ რეგიონებში, მოსწონს ცხელი და ტენიანი კლიმატი და მსუბუქი ნიადაგი. გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და ასევე სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში. კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანა არის ინდოეთი. ის შედის ინდოეთის ყველაზე მოხმარებადი სუნელების ხუთეულში. ინდოეთში გარდა სუნელისა მას ასევე იყენებენ როგორც სამკურნალო მცენარეს. ამას განაპირობებს მისი მდიდარი და უნიკალური შემადგენლობა. ინდოელები კურკუმას უკვე რამდენიმე ათასი წელია რაც იყენებენ თავის რაციონსა და აფთიაქში.
ტაილანდში ჩატარებული კვლევების შედეგად, აღმოჩნდა რომ ერთი გრამი კურკუმა ეფექტურია დიაბეტის წინააღმდეგ და აუმჯობესებს მეხსიერებას! კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 60 წლის ზევით მამაკაცებმა და ქალებმა. მეცნიერებებმა კურკუმის მეხსიერებაზე მოქმედება შეისწავლეს, პირველივე ტესტირებიდან ყველამ დადებითი შედეგი მიიღო, რაც ერთ გრამ კურკუმას დამსახურება იყო.
დიეტურია, დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში! მასალები: 4-5 კოვზი უცხიმო იოგურტი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ჩანჯაფილის ფხვნილი. შემდეგ: 4-5 კოვზიან უცხიმო იოგურტში ავურევთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მასალას. ეს ყველაფერი ცოტა ფართე ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს. დამზადების შემდეგ ეს საოცარი საკვები, დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში. ყოველდღე ჭამის წინ 1-2 საათით ადრე, უნდა მიირთვათ. შედეგს თავად ნახავთ!
კიბოს წინააღმდეგ ეფექტურია! როგორც დიეტური, ასევე ეფექტურია კიბოს წინააღმდეგაც, ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში რადგან ის არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. აქედან გამომდინარე, ინდოეთში ყოველდღე, საშუალოდ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილს იყენებს თითოეული ოჯახი.
კურკუმის კიდევ სხვა სასარგებლო თვისებებია: კარგად ასუფთავებს სისხლს, წნევას არეგულირებს, ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას, ხსნის რევმატიზმების ტკივილს, ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, იცავს მომნელებელ სისტემას, კურკუმა მდიდარია რკინით ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს და ასევე საკმაოდ ეფექტურია ღვიძლის დაავადებების წინააღმდეგ!
შეიცავს : ვიტამინებს - B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K მინერალებს - ცინკი, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი
არ დაგავიწყდეთ! კურკუმა არის შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებას! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 15569 13-ს მოსწონს
|