სხვა იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი? 2016, 1 ნოემბერი, 9:26 შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. როგორც ჩვენს დაბადების წელსა თუ თვეს, ასევე სახელობით დღეებს აქვს თავისი ახსნა, ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რიცხვს, რომელშიც ჩვენ დავიბადეთ, ჩვენი დახასიათება შეუძლია. ბევრი ფიქრი აღარ ჭირდება იმას, რომ წაიკითხოთ უბრალოდ ის ტექსტი, რომელ რიცხვშიც თქვენ ხართ დაბადებული. 1. ნომერი პირველი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანი არის ძალიან შემოქმედებითი, ორიგინალური და დამოუკიდებელი. თუმცა თვითკმაყოფილების ორ კატეგორიად იყოფა: ერთის მხრივ საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულები არიან და სამსახურს უწევენ სხვებსაც; მეორეს მხრივ კი ინდივიდუალისტები და ეგოისტები არიან, რომლებიც არ ითვალისწინებენ სხვის აზრებს. ძლიერი სულის გამო, რომელიც მათ აქვთ, ხშირად არიან ლიდერები და ინიციატორები. ამბიციების გამო კი მზად არიან ბესმიერი სურვილი აისრულონ რისკების სანაცვლოდ. უარყოფითი თვისებები: იმპულსურობა, ქედმაღლობა და სიჯიუტე. 2. ორ რიცხვში დაბადებული ადამიანები ჰიპერმგრძნობელობით გამოირჩევიან და არ შეუძლიათ უყურადღებოდ დატოვონ თუნდაც უცნობი ადამიანის თხოვნა. არიან შესანიშნავი ბიზნეს პარტნიორები, კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები. შესანიშნავი დიპლომატები არიან, ასევე პატიოსანი, განათლებული, მგრძნობიარე, მხატვრული და რომანტიული ბუნებით. კარგად გამოსდით გუნდური მუშაობა, თუმცა არ უყვართ ინიციატივა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. უარყოფითი თვისებები: მგრძნობიარე სამყარო, რაც ხშირად აგდებს მას დეპრესიაში. 3. რიცხვი სამი მხატვრული ფანტაზიის, კომუნიკაციის, შემოქმედებითი და თანაგრძნობის უნარის ნიშანია. ეს არის სიმბოლო ნეიტრალიტეტის და თანამშრომლობის, ვინც იცის რა არის ბედნიერება და რა სარგებელი მოუტანოს ცხოვრებამ. დაჯილდოებულია დიდი ინტუიციით, რომლის მეშვეობითაც სრულყოფილად შეუძლია იდენტიფიცირება ყველაზე მნიშვნელოვანი აზრებისა და იდეების. შეუძლია მარადიული სიყვარული და გამოირჩევა იუმორის გრძნობით. უარყოფითი თვისებები: ასევე მგრძნობიარე სამყარო, რომლის გამოც უმნიშვნელო წვრილმანზეც კი შუიძლება ჩავარდეს დეპრესიაში. 4. ამ რიცხვში დაბადებულები არიან პასუხისმგებელი, კეთილსინდისიერი, სერიოზული და სანდო ადამიანები, რომელთაც არ ეშინიათ გამოწვევების და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იზრუნონ უსაფრთხოებაზე. ბრწყინვალე საქმიან რეპუტაციას ფლობენ, საკუთარი ძალისხმევით შეუძლიათ ბევრ მიზანს მიაღწიონ. ფხიზლად ხვდება წარუმატებლობას, რადგან იცის რომ ნებისმიერი მარცხი ცხოვრების გამოცდილებას შესძენს. საკუთარ შეცდომებზე შეუძლიათ სასარგებლო დასკვნების გამოტანა. ნებისმიერი დაბრკოლება თუ სირთულე უფრო უღვივებს მიზნის მიღწევის აზარტს და ყველა ძალას იხმარს ის ამისათვის. 5. რიცხვი ხუთი თავისუფლების სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულმა ადამიანებმა კარგად იციან თუ როგორ განკარგონ და გამოიყენონ დანიშნულება მიზნისთვის. ძალიან კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და მრავალმხრივი ადამიანები არიან, რომელთაც უყვართ ტურისტები და ავანტიურისტები. აქვთ მიდრეკილება მისტიკისკენ და ამიტომ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი და ამოუცნობი. უარყოფითი თვისებები: მოუთმენელი ბუნება ხშირად ხდება მიზეზი სწრაფი არასწორი დასკვნების და გადაწყვეტილებებისა, რასაცც უიღბლობა და წარუმატებლობა მოყვება შედეგად. 6. სიყვარული და გაგება, პატიოსნება და ერთგულება, ოჯახი და მეგობრობა- აი რა არის ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი. ძალიან მაღალ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, მხატვრული ნიჭი, ჰუმანიტარული სურვილები აქვთ. მათ კეთილშობილური ბუნების გამო სხვების დახმარება, პრაქტიკული რჩევები და ხშირად ფულის გაცემა უყვართ. ძალიან სანდო მეგობარია თუნდაც ყველაზე ინტიმური საიდუმლოსი. უარყოფითი თვისებები: მესაკუთრე და ავადმყოფურად ეჭვიანი, პირფერი, ინტრუზიული და ჯიუტია. 7. სიბრძნის და გონებამახვილობის ნიშანია, უყვართ იმ რაღაცის ძიება და ახლის კითხვა, რაც მათ ინტელექტზე მოახდენს დადებით გავლენას. აქვთ მეცნიერებისა და გამომგონებლის ძლიერი პოტენციალი. უარყოფითი თვისებები: დავა, სარკაზმი, სიჯიუტე, გაღიზიანებადობა. 8. ეს სიმბოლო ხასიათდება პატრონაჟით, აღმასრულებლის ძალაუფლებითა და კონტროლით. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების მოწოდებაა პოლიტიკა, ექპერტთა და კორპორაციული სამმართველო სფერო. მატერიალური წარმატება მისი თანამგზავრია, რაც ხშირად აფუჭებს მის პიროვნებას. უარყოფითი თვისებები: ეგოცენტრიკები დიდების და აღიარების მომხრენი არიან. 9. რიცხვი ცხრა ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური წარმომადგენელია. თავდადებული მეგობარია, რომანტიული ცხოვრების პარტნიორისთვის და დაინტერესებული ბიზნეს პარტნიორისთვის. კეთილი და ნიჭიერია. ადვილად პატიობს ყველას და უღალატოა. უარყოფითი თვისებები: მისი ერთდაერთი უარყოფითი თვისებაა, რომ არ აკონტროლებს საკუთარ ფინანსებს, ნებისმიერი დასახელების თანხას შეუძლია წამში გაქრეს მისი ხელიდან. 10. ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ეს არის კომბინაცია ორი უპირატესობისა- "ყველაფერი ან არაფერი". მიზნისთვის უარყოფენ ყოველგვარ ინტრიგას და მხოლოდ ჭეშმარიტ გზას ირჩევენ. სუფთა სული და დიდი გული აქვთ, რის გამოც გამოირჩევიან მეგობრებში. უარყოფითი თვისებები: ძალიან მეოცნებეა, ამიტომ მოგიწოდებთ მოახდინეთ მიზნების ვიზულიზაცია და განხილვა, რაც მათი ასრულებით აუცილებლად დამთავრდება. 11. ერთ-ერთი ძლიერი ნიშანია, რომელიც ღრმა ბავშვობიდანვე მიმართულია შინაგან განვითარებისა და ქველოქმედებისკენ. მატერიალურ მხარეზე უკანასკნელ პუნქტში დარდობენ, მათთვის უპირველესი სულიერებაა. მათი აზრების მოსმენა ნამდვილად ღირს, რადგან ექსტრასენსული ნიჭი აქვთ. 12. ამ რიცხვში დაბადებული, ენერგიული და ცხოვრების მიმართ დადებითად განწყობილი ადამიანია. შინაგანი ჰორმონისა და ძალთა ბალანსის გავლენით ბრწყინვალე ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარი გააჩნია. საკრალური რიცხვია, რომელიც დიდი უპირატესობით სარგებლობს კაცობრიობაში, რადგან ათასზე მეტი წლის წინ ის აირჩიეს დღე-ღამის გამყოფ და დროის განმსაზღვრელ "ერთეულად", ასევე წელიწადში თვეების განმსაზღვრელად. ამიტომ მათი მისია არასდროს არ არის შემთხვევითობა, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცხოვრება შეცვალონ უკეთესობისკენ. 13. ეს რიცხვი ტრანსფორმაციის განმსაზღვრელია და დღემდე იწვევს შიშს საზოგადოებაში, თუმცა ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩევიან, რომლებიც სულ რაღაც ახლის შექმნით არიან დაკავებულები. სიტყვა- სტაბილურობა კი მათ ლექსიკას არ შეესაბამება. უარყოფითი თვისებები: მისი ერთადერთი ნაკლია შეუწყნარებლობა, დიდი ჩხუბის შემდეგ თუნდაც იმსახურებდეთ, მისგან მეორე შანსს არ უნდა ელოდოთ. ასევე არიან ზამრაცები, რაც ხშირად უშლით ხელს მიზნის მიღწევაში. 14. თავისუფლება შეზღუდვების გარეშე, სწორედ ამ რიცხვში დაბადებული ადამიანებისთვისაა. არ შეეცადოთ მათი რამით შეზღუდვა, თორემ წამში გაგაქრობენ საკუთარი ცხოვრებიდან. გაშმაგებული აბსოლიტურად უკონტროლო ხდება, რაზეც შემდეგ სინანულს გამოხატავს. სიყვარულში მგზნებარე და ვნებიანია, წარმატებული ურთიერთობის მიუხედავად, რეზერვში მაინც ყავს მეორე პარტნიორი. ხშირად განიცდის მარცხს ბიზნესში. 15. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები უამრავი ნიჭით გამოირჩევიან- ინჟინერი, პოეზია, გამომგონებელი, ფართო ფანტაზია. თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დროს ხშირად არ ყოფნით შინაგანი დისციპლინა. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მტკივნეულად რეაგირებენ მცირე კრიტიკაზეც კი და ასევე ძალიან კარგად გრძნობენ სხვის ტკივილს. 16. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ღრმა ანლიტიკური აზროვნებით. არიან პასუხისმგებელი, განათლებული, მგრძნობიარე, გულუხვი, იდუმალი და დამოუკიდებელი ადამიანები. აქვთ დიდი ინტუიცია. პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობას 200% -ით გრძნობენ. სძულს ზედაპირულობა, ამიტომ როდესაც მასთან ურთიერთობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ის სერიოზული, ძლიერი, მგრძნობიარე და ერთგულია გრძნობებში. 17. ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები ძალიან ამტანები არიან როგორ სულიერად, ასევე ფიზიკურად. თუ გინდათ მის გულს მიუახლოვდეთ, გაიღეთ მეტი სითბო და სიყვარული, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. არ შეეგუებიან სიცრუესა და თვალთმაქცობას. ძალიან რთულად იღებს უარყოფას- სიტყვა "არა" მყისიერად ხდება მათი გაბრაზებისა და აგრესიულობის მიზეზი. თუ რაღაცის ღრმად სჯერა, თუნდაც ცდებოდეს, მის გადარწმუნებას ვეღარ მოახერხებთ. გაგრძელება იქნება.... P.S. როგორც ხედავთ ძალიან ბევრია საწერი, ამიტომ სტატია ორ ნაწილად გავყავი და თუ არ მიწყენთ, მომდევნო ნახევარს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. 13273 23-ს მოსწონს
|