x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ამოირჩიეთ ვაშლი და აღმოაჩინეთ თქვენი თვისებები
ვაშლი ჩვენი სამყაროსავით უძველესია. ის ასევე ნახსენებია ბიბლიაში როგორც სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ნაყოფი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეძლებს ის თქვენს პიროვნულ თვისებებზე საუბარს. უბრალოდ დააკვირდით სურათს და წაიკითხეთ იმ ვაშლზე დართული ტექსტი, რომელსაც შეჭამდით.


image


1. პირდაპირი და პატიოსანი ადამიანი ბრძანდებით, არასოდეს არ ნიღბავთ სიმართლეს, არ გაგაჩნიათ საიდუმლოები და ცუდი განზრახვები. თქვენთვის უდიდესი ბედნიერება მხოლოდ წვრილმანებშია, ამიტომაც ამოირჩიეთ უბრალო ხრაშუნა ვაშლი, რომელიც თითქოს ეს ესაა ხიდან მოწყვიტეთ.




2. თქვენ ენერგიით აღსავსე მერყევი ხასიათის ადამიანი ბრძანდებით. მოწყენა თქვენი დაუძინებელი მტერია, სწორედ ამიტომაა თქვენი ცხოვრება სავსე თავგადასავლებით, მათი ძიება ხომ თქვენი კრედოა. შეჭამდით ვაშლს კარამელითა და ნიგვზით.





3. საინტერესო ადამიანი ბრძანდებით და გარშემომყოფნიც ასევე ფიქრობენ, თუმცა თქვენ ასე არ მიიჩნევთ. თქვენ გაქვთ თანდაყოლილი– ოპტიმიზმი, ფანტაზიის უნარი და სილამაზის შეგრძნება, რაც მიმზიდველს და საინტერესოს გხდით. ინატრებდით სახლში მომზადებულ ვაშლის ღვეზელს, რომელიც თბილ და ტკბილს გემოს ტოვებს პირში.




4. თქვენ იშვიათი ხარისხის ბალანსირებადი აზრები, გრძნობები და ქმედებები გახასიათებთ. თავშეკავებული და მორცხვი ხართ, ამიტომ ბევრს ისმენთ, ვიდრე საუბრობთ. სწორი და საიმედო ხასიათი კი გაძლევთ უფლებას ცეცხლიც იყოთ და წყალიც. თქვენი დელიკატესი იქნებოდა ახალი ვაშლის წვენი, რომელსაც სიმშვიდესა და მყუდროებაში მიირთმევდით.




5. სიხარულით აღსავსე ხართ, გიხარიათ ცხოვრება და ტკბებით მისით, ამიტომ ადრენალინი არ გჭირდებათ. აფასებთ გემოს, სუნს, ხმებს, ღირსშესანიშნაობებს– მოკლედ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. შეიგრძნობთ ცხოვრების ყოველ წუთს და ბედნიერი ხართ ამ წვრილმანებით. სიამოვნებით მირთმევდით ვაშლის ცხელ–ცხელ ღვეზელს პირდაპირ ქვაბიდან.




6. მახვილი და გამჭრიახი გონების მეშვეობით კითხვებზე სწრაფი და სწორი რეაგირება შეგიძლიათ. მაშინაც კი, როცა არ ხართ კომუნიკაბელური, საჭიროების შემთხვევაში იღიმით და საუბრობთ. ვინაიდან ხართ ჭკვიანი და მხიარული, ეს გაიძულებთ იყოთ კომპანიის სული. თქვენი სისუსტე ჭიქა ღვინოა ვაშლის ნაჭერთან ერთად.


0
2026
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0