კულტურა საიდუმლო ტომის არაჩვეულებრივი კულტურა, რომელიც მნახველს აოცებს! 2016, 31 ოქტომბერი, 11:45 დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ კიდევ ერთ ტომის კულტურას. პაპუა ახალ გვინეაში სახლობს მთის ტომი, რომელიც გამოირჩევა, საკმაოდ განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი ცხოვრების კულტურით!
მთიან რეგიონში, იზოლირებულ მდგომარეობაში მცხოვრებ ძირძველ ტომს, "დანის" ტომი ჰქვია. მათ აღარ აქვთ გარდაცვლილების საკმევლით მუმიფიცირების ტრადიცია, რომელსაც ადრეულ პერიოდში წარსულების საპატივსაცემოდ აკეთებდნენ.
"დანის" ტომის მცხოვრებები საკმაოდ პატივს სცემენ ცრურწმენებს. მათ ჰქონდათ ძალინ ბევრი არაჩვეულებრივი რიტუალიც, თუმცა წლებთან ერთად, ეს რიტუალებიც გაქრა. დღეს ისინი უფრო ცივილიზაციისკენ მიისწრაფვიან. წლების წინათ, ტომის წევრები დაღუპულ ოჯახის წევრებს მუმიფიცირებულ მდგომარეობაში, საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ. "დანი"-ის ტომის კიდევ ერთ უცნაურ რიტუალს წარმოადგენს თითის მოჭრის რიტუალი. როდესაც ტომის ლიდერი დაიღუპებოდა, მისი ყველა ნათესავი ქალი ერთ თითს იჭრიდა. ეს ტომის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და აუცილებლად შესასრულებელი კანონია. ტომი არსებობას ამჟამადაც ჩვეულებრივ რიტმში განაგრძობს. პაპუა ახალ გვინეაში მდებარე "დანი"-ის ტომი ცივილიზაციას დღითი-დღე უფრო უახლოვდება. მათ უწევთ ურთულესი ეტაპების გავლა, უწევთ ჟურნალისტებთან საერთო ენის გამონახვა. როგორც ცნობილია, "დანის" ტომიდან რამოდენიმე ბავშვი უკვე პაპუა ახალი გვინეის საჯარო სკოლაშიც გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის დაზუსტებული. შედარებით ცივილიზებურ ბავშვებთან როგორ მოეწყობიან არაცივილიზებული ბავშვები ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნების ქვეშ დგას, რადგან პაპუა ახალი გვინეის 10 წლის ბავშვი, "დანის" ტომის 10 წლის ბავშვისგან ძალიან ბევრი ნიშან-თვისებით გამოირჩევა, მათ შორის ფიზიკურობითაც.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 689 13-ს მოსწონს
|