x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ მოვიშოროთ ზედმეტი გვერდები სახლის პირობებში?
ზედმეტი გვერდები, ქალების მტკივნეული თემაა. განსაზღვრულ ასაკსა თუ მშობიარობის შემდეგ მსგავსი პრობლემის წინაშე თითქმის ყველა ქალი დგება, რომელთაგან ნაწილს მათ გასამკლავებლად შესწევთ ძალა სპეციალურ ვარჯიშებს თუ დიეტებს მიმართონ, ნაწილი კი ნებისყოფის არქონის გამო უძლურია და ფიქრობენ, რომ სახლის პირობებში ამ პრობლემის აღმოფხვრა უბრალოდ შეუძლებელია.


image


დღევანდელ სტატიაში სწორედ რომ მარტივი მეთოდი მინდა გაგანდოთ, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის თავიდან სამუდამო აცილებაში, თქვენი სხეული კი უწინდებურ მოხდენილ ფორმებს დაუბრუნდება.



გვერდების მოშორება მეტად რთული საკითხია, თუმცა მისი მოსაშორებელი გზა დიდი ძალისხმევის შედეგად ნამდვილად არსებობს. ამ ყველაფრის წინაპირობა კი სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა უნდა გავხადოთ. სწორი კვებისათვის აუცილებელია საუზმე, არ აქვს მნიშვნელობა აქამდე საუზმობდით თუ არა, ეხლა ეს მეტად მნიშვნელოვანია. ვახშამზე კი უნდა მიირთვათ საკვების მცირე ულუფა, ვიდრე აქამდე გქონდათ ხოლმე. პირველ დღეებში თუ შეატყობთ რომ შიმშილი გიტევთ, საღამოს შეგიძლიათ უცხიმო იოგურტი დალიოთ.



როგორ მოვიშოროთ ზედმეტი გვერდები სახლის პირობებში?



ამისათვის აუცილებელია დღის მანძილზე თავი დაიტვირთოთ ისეთი საქმიანობითა თუ აქტივობით, რომელიც მუცლის პრესსა და კუნთებზე ზეწოლას განაპირობებს. კიბეებზე იარეთ ფეხით და არა ლიფტით, ჩართეთ ასევე რელიეფური მოძრაობები. თავდაპირველად გაგიჭირდებათ, თუმცა შედეგად არაჩვეულებრივ სხეულს მიიღებთ.



1. კუნთების მოდუნება მის აქტივობამდე, ერთადერთი აუცილებელი წინაპირობაა, ამიტომ ამის ყველაზე კარგი საშუალებაა ლახტით ხტომა.



2. შემდეგი ვარჯიში კი მოხვევებს გულისხმობს, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე და ტანით შემორტიალდით ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ- სულ 10-10-ჯერ.



3. წამოწექით მარცხენა გვერდზე და მარცხენა ხელით გაიკეთეთ დოინჯი, ავწიოთ მარჯვენა ფეხი რაც შეიძლება ზევით და დავუბრუნოთ საწყის პოზიციას. ასე გააკეთეთ 20-ჯერ და შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარჯვენა გვერდზე.



4. დაწექით ზურგზე და ფეხებით გააკეთეთ ან ველოსიპედები, ან მაკრატელა ვარჯიშები.



5. ვდგებით ფეხზე ფეხებით მხრების სიგანეზე. ჯერ მარჯვენა ხელის გულს ვახებთ მარცხენა ფეხს ისე, რომ მუხლს არ ვხრით და შემდეგ პირიქით. ასე გააკეთეთ სულ ცოტა 3-ჯერ.


ასევე შეგიძლიათ ჩართოთ ვარჯიშში სხვა ელემენტები თქვენი სურვილისამებრ.


თავდაპირველად გაგიჭირდებათ ეს ყოველივე, იგრძნობთ კუნთების ტკივილსა და დაჭიმულობას, მაგრამ ნუ შეშინდებით, ეს ბუნებრივია, თუ მსგავს ტკივილს არ იგრძნობთ, ე.ი. ვარჯიში ეფექტს არ ახდენს, თუმცა მომდევნო დღეები უფრო უკეთესი გახდება- ტკვილის გარეშე. გარდა იმისა, რომ ზედმეტ გვერდებს მოიშორებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ იმუნურ სისტემასაც.


0
4893
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4893
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0