სხვა ყველაზე დიდი განძი მსოფლიოში, ჯერ კიდევ საპოვნელია 2021, 13 აპრილი, 16:20 ალბათ, ყველას უოცნებია განძის პოვნაზე. უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, მიდიხართ ტყეში და უეცრად, სამალავი აღმოაჩინეთ, რომელშიც ყაჩაღებმა, ოდესღაც, ნაძარცვი ძვირფასეულობა გადამალეს. ხოლო, ზღვის ფსკერზე, სახელგანთქმული მეკობრეების განძი ელოდება მპოვნელს. აქ წარმოდგენილია რეალურად არსებული განძების ხუთეულს, რომლის პოვნა ჯერ კიდევ შეიძლება: 5. ფორესტ ფენის (Forrest Fenn) განძიფორესტ ფენმა თავის ანდერძში ჩაწერა, რომ სიკვდილის შემდეგ, განძის პოვნა ნებისმიერს შეეძლება, ვინც მის მიერ შედგენილ რთულ რებუსს ამოხსნის. როდესაც ფენი მხოლოდ 9 წლის იყო, მან ტეხასში, საკუთარი სახლის ეზოში, ისრის წვერი იპოვა და ეს მოვლენა, მის ცხოვრებაში, საბედისწერო აღმოჩნდა – მან არტიფაქტები შეიყვარა. როდესაც გაიზარდა, სამხედრო–საჰაერო ძალების მფრინავი გახდა, ხოლო 1960 წელს პომპეის არტიფაქტების მოსაძებნად გაემგზავრა... და უნდა ითქვას, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ნივთი აღმოაჩინა. 20 წლის შემდეგ, მას თირკმელების სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და როდესაც ის სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდა, თავისი განძი დამალა და მის მოსაძებნად, მინიშნებები დატოვა. გაგრძელება >>> 4. ბედფორდის (Bedford County, ვირჯინიას შტატი) ოლქში დამალული 63 მლნ. დოლარი ტომას ბილი, ალბათ, ძალიან უცნაური ადამიანი უნდა ყოფილიყო... ლეგენდის მიხედვით, 1816 წელს, ის და კიდევ რამდენიმე მამაკაცი კლდოვან მთებში (კორდილიერები) მოგზაურობდნენ და თან უზარმაზარი თანხა ჰქონდათ (63 მლნ. დოლარი, ოქროს და ვერცხლის ზოდებით). ბილს და მის თანამოაზრეებს უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ სიკვდილის შემდეგ, მათ მიერ გამომუშავებულ ოქროს ნათესავები მიიღებდნენ. ამიტომ, 3 შიფრი შეადგინეს: პირველში – განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული, მეორეში – შემადგენლობა, ხოლო მესამეში – იმ ადამიანების სია, ვისაც ეს განძი უნდა მიეღო. ამის შემდეგ, ზარდახშა, რომელშიც შიფრები იყო, 10 წლით ლინჩბურგერ რობერტ მორისს (Robert Morriss) მიაბარეს, რომელიც ქალაქში ყველაზე ცნობილი ტავერნის მფლობელი იყო. თუმცა, ათი წლის შემდეგ, შიფრების წასაღებად, არავინ მისულა. ხოლო, მორისი შიფრების ამოხსნას, არაერთი წელი ცდილობდა, მაგრამ მხოლოდ საგანძურის შემადგენლობის გაგება შეძლო. ბანკების მძარცველის, ჯონ დილინჯერის სახელს, რომელსაც უამრავი ფული ჰქონდა, არაერთი ლეგენდა უკავშირდება. ერთ–ერთის მიხედვით, გარდაცვალებამდე, ცოტა ხნით ადრე, მან დაახლოებით, 200 000 დოლარი გადამალა. 1622 წ. ესპანური გალეონი «ნუესტრა სენორა დე ატოჩა» (Nuestra Senora de Atocha) მეტად ძვირფასი ტვირთით (სხვადასხვა შეფასებით, მასზე, დაახლოებით, 700 მილიონი დოლარის ძვირფასი ლითონები და თვლები იყო) ესპანეთში ბრუნდებოდა. მაგრამ, კი-უესტი სანაპიროსთან, ქარიშხალში მოხვდა და ჩაიძირა. 1. სან-მიგელის განძი 1715 წელს კუბის სანაპიროებთან ოქრო–ვერცხლით და ძვირფასი ქვებით პირამდე დატვირთული 11 გემი იდგა და ტვირთის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 915 5-ს მოსწონს
|