კინო რას წერს იუნა შაფათავა სერიალ "ხელოვნურ სუნთქვა"-ში განვითარებულ მოვლენებზე-"კაცები რომ ასე მშლიდნენ ნაკუწებად.... არ მინდა..." 2016, 29 ოქტომბერი, 13:21 ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ტელემაყურებელთა შორის. სერიალის მეორე სეზონის მე-14 სერიამ მაყურებელთა შორის დიდი განსჯა გამოიწვია. ცნობილი ქართველი სახე, იუნა შაფათავა სერიალის დიდი თაყვანისმცემელია, თუმცა ბოლო სერიაში გარდაცვლილი ნუცას ქმრის, შოთიკოს და შეყვარებულის ჩხუბის და შემდგომი შერიგების და საუბრის კადრებმა ძალიან აღაშფოთა. მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანს, შოთას როლის შემსრულებელს კი ოსკარი უწინასწარმეტყველა: აი, რას წერს ამ კადრებთან დაკავშირებით იუნა: "კინოც მომწონს, მსახიობებიც, ყველაფერიც აბსოლუტურად... მაგრამ... მე რომ მოვკვდე და მე რომ მიყვარდა, ის კაცები ასე მშლიდნენ ნაკუწებად, რომ ვუყვარდი, მეორედ მოვკვდები. არ მინდა, ასე ხდებოდეს. კაცები ასე არ იქცევიან. გამახსენდა ენტონი ქუინი და კევინ კოსტნერის revenge. ისიც კაცია და ესენიც...... ისე განვიცადე, გული მაქვს ცუდად. ის გოგო მეორედ მოკლეს, ასე გამოდის. p.s. მაგრები ხართ ძალიან. нет слов, იმდენად. p.p.s ამ ბიჭს ოსკარით ხელში აუცილებლად ვნახავთ, ვიცი. თორნიკე გოგრიჭიანი ❤️..." კომენტარებში იუნა შაფათავა ასე?თ პასუხებს სცემდა: " ბარეღამ სექსის დეტალებიც განეხილათ, არა?" " კიდევ კარგი ეგ ბოლო კადრი იყო, რომ ჩახუტებოდა ეგ ორი კაცი ერთმანეთს, გულიც მგლიჯავდა..." "ნუუ... არაკაცების მეტი რა დადის, შენ ნაღდი კაცი თქვი.... ასე ორი ბანძი ბოზი ქალი თუ გაწეწავს ერთმანეთს... კაცებისგან მაგრად ტეხავს..." " საყვარელი ქმარს ისეთი თვალებით უყურებდა, ვიფიქრე, რამეს შესთავაზებს ახლა... ფინალში ეს ტიპი თავს მოიკლავს, სუფთა გიჟისკენ მიყავთ... შიზოფრებიკად გადააქცევენ, ასე მგონია..." "საერთოდ ეს ქმრის და საყვარლის განხლვა რა უბედურებაა... შორს ვერ წავალ-ლევანმა არ სცემა ბუკა, ეგრევე გაამწესეს ხომ ხედავ-ჩემი ყოფილი ქმრის მაგალითი აქ არ მაქვს? კაცმა კაცი რომ კაცურად სცემოს, ტეხავს უკვე, ხომ ხედავ..." 176 3-ს მოსწონს 3-ს არა
|