მუსიკა გარდაიცვალა Dead or Alive -ს სოლისტი პიტერ ბერნსი,რომელმაც 300 პლასტიკური ოპერაციით გაითქვა სახელი 2016, 28 ოქტომბერი, 21:06 58 წლის მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი უკვე ცნობილია. ცნობილი მუსიკოსი, ჯგუფ Dead or Alive -ს სოლისტი პიტერ ბერნსი გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, როგორც ცნობილი გახდა მომღერალს გულმა უმტყუნა. "ის იყო ნამდვილი მეოცნებე, ნიჭიერი ადამიანი და დიდი სულის პატრონი, იგი ყველა იმათთაგანისთვის დანაკარგია, ვისაც ის უყვარდა და აფასებდა"-ნათქვამია ნეკროლოგში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. ფოტოზე:პიტერ ბერნსი პლასტიკურ ოპერაციამდე
ჯგუფ Dead or Alive-ს პოპულარობის პიკმა 80-იანი წლების შუახანებში მიაღწია, როდესაც მათ ჩაწერეს ჰიტი "You Spin Me Round", რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა და რამდენიმე ქვეყანაში #1 ადგილი დაიკავა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში და კანადაში.
თუმცა შემდგომ პიტერ ბერნსმა უფრო სხვა გზით გაითქვა სახელი, მან 300 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მუდმივად იცვლიდა იმიჯს.
სოცოცხლის ბოლო წლებში მან ქალის იმიჯი მოირგო.პიტერ ბერნსი აგრეთვე პოპულარული ამერიკული და ბრიტანული რეალიტი-შოუების მონაწილეც იყო. 278 7-ს მოსწონს 1-ს არა
|