მსოფლიო რვა წელი და რამდენიმე საუკეთესო ფოტო ბარაკ ობამას ორმილიონიანი ფოტოალბომიდან 2016, 28 ოქტომბერი, 9:14 2016 წლის 8 ნოემბერს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არის დანიშნული. ამ არჩევნებს არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტიურად ადევნებენ თვალს, რადგან მისი შედეგები მთელი მსოფლიოს პოლიტიკისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ბარაკ ობამა ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტია, თანაც მას ქვეყნის და არამარტო ქვეყნის ბედი ამერიკის მოსახლეობამ ორჯერ ანდო. 8 წელი მართლაც ღირსეულად განვლო და ახლა თეთრ სახლში ოჯახთან ერთად ბოლო დღეებს ატარებს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის უკან უამრავი ადამიანი დგას, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და მათი არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია. ისინი, როგორც წესი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილნი არიან. ერთ-ერთი მათგანია თეთრი სახლის ოფიციალური ფოტოგრაფი პიტ სოუზა, რომელიც ბოლო რვა წელი თეთრ სახლში ბარაკ ობამას აჩრდილად იქცა და აღნიშნავს, რომ ბევრი სამუშაოს დასახელება ბევრად უკეთესად გამოიყურება სავიზიტო ბარათზე, ვიდრე "თეთრი სახლის ოფიციალური ფოტოგრაფი". თითქოს მისი საქმიანობა მხოლოდ ფოტოების გადაღება და შეგროვებაა, მაგრამ ეს ხომ ასეთი მარტივი არ არის. 8 წლიანი მუშაობის შედეგად პიტ სოუზას პრეზიდენტის ორ მილიონზე მეტი ფოტო აქვს გადაღებული. სოუზა, რომელიც 1983-1989 წლებში რონალდ რეიგანის ოფიციალური ფოტოგრაფიც იყო, იხსენებს, რომ პირველად ობამა 2005 წელს გადაიღო. მაშინ, როდესაც ჯერ არავინ იცნობდა მას. 4 წლის შემდეგ კი მსოფლიოს ამერიკის 44-ე პრეზიდენტად მოევლინა. გთავაზობთ პიტ სოუზას მიერ გადაღებულ რამდენიმე ფოტოს, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია ბარაკ ობამას დიდი ფოტონაკრებიდან. 937 9-ს მოსწონს 2-ს არა
|