x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გამოიცანით განძის ადგილმდებარეობა და 3 მლნ. დოლარი თქვენი გახდება

image


1988 წელს ზღაპრულად მდიდარმა ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრემ, მწერალმა და პოეტმა ფორესტ ფენმა შეიტყო, რომ სიმსივნით იყო დაავადებული. ხოლო 2010 წელს მიხვდა, რომ ამხელა სიმდიდრე აღარაფერში სჭირდებოდა და თავისი ქონების ნაწილი მეტად უცნაურად განკარგა: სკივრი ძვირფასეულობით გაავსო, წაიღო კლდოვან მთებში (ინგლ.image Rocky Mountains — კორდილიერებში შემავალი მთათა სისტემა აშშ-სა და კანადის დასავლეთი. სისტემის სიგრძე 3200 კმ-ია; სიგანე - 700 კმ. კლდოვან მთებში სათავეებს იღებენ ასეთი მდინარები, როგორიცაა მისური, კოლორადო, რიო-გრანდე, სნეიქი, არკანზასი და სხვა მრავალი. კლდოვანი სისტემის უმაღლესი წერტილია მთა ელბერტი (4399 მ) – ვიკიპედია) და ჩამარხა.
გასაღები განძის ადგილმდებარეობის შესახებ, ფენმა ლექსის სტრიქონებში დაშიფრა და პრესაში გამოაქვეყნა, როგორც კი განძი დამალა.
ის ვინც, ლექსის გაშიფვრას შეძლებს და იპოვის ტექსტში მითითებულ ადგილს, დაახლოებით, 3 მილიონი დოლარით გამდიდრდება.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა მთებში განძის არსებობის შესახებ, ათასობით ადამიანმა შეისწავლა ფენის ლექსი-კოდი. ზოგიერთებმა ისიც თქვეს, რომ განძს მიაგნეს, თუმცა მტკიცებულების წარმოდგენა ვერ შეძლეს.
2013 წელს ფენმა განძის მაძიებლებს კიდევ ერთი მინიშნება მისცა: განძი სანტა-ფეს ჩრდილოეთით არის, ნიუ-მექსიკოს შტატში, ზღვის დონიდან 1, 5 ათას მ. სიმაღლეზე. მაგრამ, როგორც ჩანს, არც ამან გამოიღო შედეგი, რადგან 2014 წელს ფენმა სამალავი შეამოწმა და თქვა, რომ განძი ხელუხლებელია და თავის მომავალ პატრონს ელისო.
ვიდრე მილიონერი სკივრს დამალავდა, მასში ჩალაგებული ძვირფასი ნივთები, მისმა მეგობარმა პრესტონმა ნახა. ის ამტკიცებს, რომ სკივრში სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი ულამაზესი ოქროს სამკაულები, ოქროს მონეტები და ძვირფასი ქვები არის.
ქვემოთ გთავაზობთ ფინის ლექსს ორიგინალში. სცადეთ, იქნებ განძს მიაგნოთ:


As I have gone alone in there
And with my treasures bold,
I can keep my secret where,
And hint of riches new and old.
Begin it where warm waters halt
And take it in the canyon down,
Not far, but too far to walk,
Put in below the home of Brown.

From there it’s no place for the meek,
The end is ever drawing nigh;
There’ll be no paddle up your creek,
Just heavy loads and water high.

If you’ve been wise and found the blaze,
Look quickly down, your quest to cease,
But tarry scant with marvel gaze,
Just take the chest and go in peace.

So why is it that I must go
And leave my trove for all to seek?
The answers I already know,
I’ve done it tired, and now I’m weak.

So hear me all and listen good,
Your effort will be worth the cold.
If you are brave and in the wood
I give you title to the gold.


image

0
464
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0