x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
10 ყველაზე საშიში სექტა მსოფლიოში
„სექტა“ ტერმინი, რომელიც გამოიყენება რელიგიური ჯგუფების აღსანიშნავად. იგი გამოყოფილია მთავარი რელიგიური მიმართულებებიდან და აქვს ორგანიზებული ტრადიცია, ასევე საკუთარი განსაკუთრებული დოქტორინა.

image10. ნონო ჰანა - იაპონური ნეობუდისტური სექტა. თარგმნით ითარგმნება, როგორც „ყვავილის სწავლება“ დაარსდა 1987 წელს. სექტის მიმდევრებზე იყო ჭორები, რომ მათ მასწავლებელს ჰოგენ ფუკუნაგას ჰქონდა ჯადოსნური შესაძლებლობები, მას შეეძლო ფეხზე შეხებით წარსულის ან მომავლის განჭვრეტა. სექტას ჰყავდა 30 000 მხარდამჭერი, მაგრამ ფაქტია, რომ სექტაში წევრები ჩაერთვნენ თვითნებურად. ფუკუნაგა მათ უწინასწარმეტყველებდა კიბოს ან მძიმე დაავადებას, რაც აიძულებდა ადამიანს მონაწილეობა მიეღო სპეციალური წმენდის რიტუალებში, რომლის ერთი სეანსი 900$ ღირდა, მას შემდეგ რაც ფუკუნაგა გადადგა სექტის სათავიდან ის დაიჭირეს თაღლითობის ბრალდებით და დააჯარიმეს 1 მილიონი დოლარით. სექტამ ისევ განაგრძო არსებობა, მაგრამ სახელი შეიცვალა.

image9. რაელისმი - სექტა შეიქმნა საფრანგეთში, გასული საუკუნის 70-იან წლებში. კლოდ ვორიონი, უკეთ ცნობილი, როგორც „რაელი“, მან განაცხადა, რომ 13 დეკემბერს 1973 წელს ჩამქრალი ვულკანის კრატერის ცენტრში უცხო პლანეტელები მოვიდოდნენ ერთ-ერთი მათგანი საკუთარ თავს ღმერთს უწოდებდა, მათ ენაზე „ელოჰი“ - ღმერთს ნიშნავდა. ელოჰინმა უთხრა, რომ დედამიწაზე უცხო პლანეტელთა არსებობა შეიქმნა გენური ინჟინერიის და კლონირების გამო. რაელის სექტა ხალხს დაპირდა უსასრულო სიცოცხლეს და საიდუმლოს გამხელას, რომელსაც სექტა ფლობს, აგრეთვე კლონირების საიდუმლოს. სექტის მასწავლებელი ქადაგებს სექსუალური თავისუფლებას. ერთ-ერთმა მიმდევარმა ეკლესიის მედიაში გაავრცელა წინადადება: „ეს არის მსოფლიოში პირველი კლონირებული სექტა“, მაგრამ ეს სენსაცია მალევე უარყვეს მეცნიერებმა. სექტის სასიცოცხლო საქმიანობა აღწერილი იყო რომანში „კუნძულის შესაძლებლობა“ და ამ რომანის ავტორი გახლავთ მიშელ ველბეკი.

image8. კუ-კლუკს-კლანი - რამდენიმე რასისტული და ტერორისტული ორგანიზაციის სახელწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში ძირითადად ქვეყნის სამხრეთით. ამ სექტას უკავშირებენ ლინჩის წესის გაჩენას. ამერიკის სამხრეთში კუ-კლუკს-კლანის გამოჩენამდე არაერთი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებდა, რომლებიც ქვეყნის შავ კანიან მოსახლეობაზე, ფედერაციის ჯარებსა და ჯარისკაცებზე აწყობდნენ თავდასხმებს. სამხრეთში პლანტატორების მიერ შექმნილი ტერორისტული სისტემა, ორგანიზებულ დონეზე იდგა, სამოქალაქო ომიდან მოყოლებული ასეთ ორგანიზაციებს რამდენიმე დასახელება შემორჩა:სოციალური კავშირი, ცისფერი ლოჟები, სამხრეთის ვაჟები, ცეცხლოვანი ჯვრები და თეთრი ლიგები. ყველაზე პოპულარული იყო ოქროს წრის რაინდები, მათ რიგებში 115 000 ადამიანი მოიაზრებოდა. ორგანიზაციების უმეტესობა 1860-იანი წლების ბოლოს გაუქმდა, მეტწილად სასტიკი კანონებისა და პოლიტიკის შედეგად, რომელსაც სამოქალაქო ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება სამხრეთში ატარებდა.


image7. მოძრაობა ღმერთის ათი მცხნების აღსადგენად - უგანდის ისტორიაზე დაყრდნობით ამ სექტას სჯეროდა, რომ მსოფლიოს დასასრული გარდაუვალი იყო და ის მოხდებოდა 2000 წლის 1 იანვარს. ისინი მკაცრად იცავდნენ 10 მცნებას. ერთმანეთს იშვიათად ესაურბებოდნენ და ცდილობდნენ ჟესტიკულაციებით ესაუბრათ ერთმანეთში, როდესაც 2000 წლის 1 იანვარს ინცინდენტის გარეშე ჩაიარა ყველაფერმა, სექტამ დაკარგა ბევრი მიმდევარი, მაგრამ დარჩენილმა სექტის წარმომადგენლებმა ივარაუდეს ახალი თარიღი და შეიკრიბა 500 მიმდევარი ეკლესიასთან. ამ სეანსის დასრულებამდე აფეთქდა ეკლესია და დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი, ხოლო აფეთქებას ვინც გადაურჩა იმ ადგილზე დაახრჩვეს ან მოწამლეს.

image6. ღმერთის შვილები - ამ სექტაში რამდენიმე ბავშვია, სექტის შემქმნელი კი დევიდ ბერგია, ამ სექტის მიმდევრების პირვლი რწმენა იყო ის, რომ სექსი ბავშვებთან ერთად არ არის მხოლოდ კარგი, არამედ ის ძალიან კარგია, ეს სექტა არ იყო ცნობილი ისტორიაში თუ რა სექსუალური ძალადობა ხდებოდა მის გარშემო. ახალგაზრდა ქალბატონი გამოვიდოდა და პროსტიტუციას ეწეოდა, რითაც აცდენდა პატარა გოგონებს და ცდილობდა მისი საქმიანობისთვის პროპაგანდა გაეწია და ასევე სექტაში გაეწევრიანებინა ისინი.

image5. მეშვიდე დღის ადვენტისტები - სექტა შეიქმნა 1844 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროტესტანტიზმის ერთადერთი მიმართულება. მათი ძირითადი რწმენა იყო ქრისტეს მეორედ მოსვლა. ისინი სეანს ატარებდნენ ყოველ შაბათ დღეს და თაყვანს სცემდნენ ქრისტეს. ხალხიც აქტიურად მონაწილეობდა ამ სეანსებში და ისინიც იცავდნენ ამ ტრადიციას.

image4. მენსონის სექტა - ჩარლზ მენსონი ამ სექტის შემქმნელი ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლეობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება. ამ ყველაფერს აღწერდა იმით, რომ ადამიანის მკვლელობის შემდეგ მისი სული თავისუფლდებოდა და სიკვდილის შემდეგ წავიდოდა სამოთხეში.

image

3. სამოთხის კარიბჭე - სექტა შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მარშალ ეპლუატის და ბონი ნეტლზის მიერ 1975 წელს. 1997 წელს ჰეილბოტის კომეტის გამოჩენისას სექტის მთავარი დანიშნულება გაჩნდა მასიური თვითმკვლელობა, რომ დაეტოვებინათ მიწიური სხეული და გამგზავრებულიყვნენ კოსმოსური ხომალდით სამოგზაუროდ.

image

2. აუმ სინრიკე - ნეორელიგიური, ტოტალური, ტერორისტული და ექსტრემისტული სექტა, რომელიც იაპონიაში შეიქმნა 1987 წელს. ეს სექტა გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ამჟამად სექტის საქმიანობა აიკრძალა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოლდოვაში და რუსეთში. მთლიანობაში იაპონიაში სექტის საქმიანობით დაზარალდა 6600 ადამიანი, ხოლო რუსეთში 24 000 ადამიანი.

image

1. ხალხთა ტაძარი - მსოფლიოში ყველაზე სასტიკი სექტა დაარსდა 8 ნოემბერს 1978 წელს გაიანეს ჯუნგლებში დაახლოებით 1000 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ თავი მოიკლა. სექტა დაარსდა ჯიმ ჯონსის მიერ, ის მორჩილებას ქადაგებდა მუქარით, ფიზიკური და მორალური შეურაწყოფით, როგორც იხსენებენ თვითმხილველები მისი ქადაგება უფრო გავდა პოლიტიკურ მიტინგს, ჯონსი კოოპერატიულ სოციალიზმს ცალკე დასახლებაში აშენებდა, თავის დოკუმენტებში სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო კოოპერატივს „ხალხთა ტაძარი“ დაარქვეს. დასახლების ერთ-ერთი ქუჩა ლენინის სახელობის იყო, ხოლო დილით კი ჯონს თაუნზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჟღედა. დასახლებაში მცხოვრებთა სიკვდილზე დაზუსტებული ინფორმაცია დღესაც უცნობია, ზოგიერთი წყაროს მიხედვით დასახლების მცდელობისას ყველა მოსახლემ თავი მოიკლა. თუმცა 1998 წელს დამოუკიდებელი გაზეთი წერდა, რომ ეს იყო ამერიკის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული მასიური მკვლელობა.
image




წყარო: „ELL Channel“

ვიდეო:




4
3273
10-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
3273
  
2016, 24 დეკემბერი, 9:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 28 ოქტომბერი, 16:44
მადლობ,მადლობ))
2016, 28 ოქტომბერი, 15:50
საინტერესო სტატია იყო ნამდვილად (Y)
2016, 26 ოქტომბერი, 18:13
მენსონი იმენა სატანაა
0 1 4