კულტურა მსოფლიო ისტორიის ყველაზე ცნობილი 10 მოღალატე! (ნაწილი I) 2016, 25 ოქტომბერი, 14:55 მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ ძალიან ბევრ მოღალატეს აღმოვაჩენთ. როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც მოღალატეების რაოდენობა არანაკლებია. ღალატის 1. მორდექაი ვანუნუ
1980- იან წლებში, მორდექაი ვანუნუ მუშაობდა ისრაელის ბირთვული იარაღების ტექნიკოსად. 1986 წელს, მან მთელი ბირთვული მონაცემები, რომელიც სახიფათო ქვეყნის ხელში იმყოფებოდა, მსოფლიოს გადასცა. ისრაელის მთავრობამ, ვანუნუს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან 11 წელი საკანში გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მორდექაი ვანუნუ დაჯილდოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით. 2. გაიუს კასიუს ლონგინუსი რომში მიმდინარე შიდა ომების პერიოდში, სენატორი გაიუს კასიუს ლონგინუსი, პომპეისთან და ოპტიმეტისთან ერთად პარსალუსის წინააღმდეგ ბრძოლობდა. ომში დამარცხების შემდეგ, სენატორმა გაქცევით უშველა თავს. მან თავი ბოსფორის სრუტეს შეაფარა. თუმცა ცეზარმა შეიტყო რა, ამის შესახებ და მოახდინა მისი დაკავება. რომში ჩასვლისთანავე სენატაროს ყველა სრული უფლება ჩამოერთვა. მის სანაცვლოდ სენატორად დაინიშნა ბრუტუსი. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა ლონგინუსი ძალიან გააბრაზა. მან თავის მომხრეებთან ერთად(მათ შორის იყო ახალი სენატორი ბრუტუსი) ცეზარს შეუტია და 23-ჯერ დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ზუსტად ამ ისტორიას უკავშირდება ცეზარის ისტორიული სიტყვებიც :- "შენც?! ჩემო ბრუტუსს..." ამ ფაქტიდან 2 წლის შემდეგ, ლონგინუსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი შევიდა ისტორიაში, როგორც ანტიკური რომის იმპერიის ყველაზე ცნობილი მოღალატე. 3. მალისლი ეფიალტესი ქრისტეს შობამდე 480 წელს, ტერმოფილის ომში, სპარსეთის იმპერია თავს დაესხა საბერძეთს. მრავალრიცხოვანი ლაშქრით და იარაღით კარგად აღჭურვილი სპარსეთის იმპაერიის წინააღმდეგ, ლეონიდასის თაოსნობით ძალიან მცირე რაოდენობით მებრძოლი გამოვიდა. 2 დღის განმავლობაში ლეონიდასი მამაცად ბრძოლობდა სპარსელების წინააღმდეგ, თუმცა მესამე დღეს, ზურგიდან მიიღო დარტყმა(ეს გადატანითი მნიშვნელობით). მიზეზი ღალატი იყო. ეფიალტესმა სპარსეთის იმპერიის მეფეს, ქსერქსეს აჩვენა საიდუმლო გასასვლელი, რომლის საშუალებითაც ლეონიდასს და მის 300 სპარტანელს, სპარსელებმა ზურგიდან შეუტიეს და მოახერხეს მათი დამარცხება. ამ ღალატის შემდეგ, ეფიალტესი საბერძნეთის ისტორიის უდიდეს მოღალატედ დასახელდა. 4. გაი ფოუკისი 1593 წელს ინგლისელი კათოლიკე გაი ფოუკისი, ესპანელ კათოლიკებს შეუერთდა და მონაწილეობა მიიღო ჰოლანდიელ პროტესტანტების წინააღმდეგ. ომის შემდეგ, მან გაიცნო ტომას ვინტური და რობერტ გეთსბი. მათ შემომუშავებული ჰქონდათ გეგმა, რომლის თანახმადაც ესპანეთის პროტესტანთი მეფე - ლ. ჯეიმსი უნდა ლიკვიდირებულიყო. 1593 წლის 5 ნოემბერს ფოუკისი პარლამენტის შენობასთან დაკავებულ იქნა. იგი სიკვდილით დასაჯეს! ფოუკისი შევიდა ინგლისის ისტორიაში, როგორც ყველაზე დიდი მოღალატე. 5. ბენედიქტ არნოლდი ბენედიქტ არნოლდი დაიბადა 1741 წელს, ვაჭრების ოჯახში. არნოლდმა ამერიკის ომში ორჯერ მიიღო მონაწილეობა, სადაც რთული ჭრილობები მიიღო. როგორც ხედავთ თავდაპირველად ის გმირულ კვალს ტოვებდა, თავის ცხოვრების ისტორიაში, თუმცა აშშ-ს მთავრობა მისი კეთილსინდისიერება ვერ დააფასა, რამაც არნოლდის გაბოროტება გამოიწვია. იგი შეუერთდა ინგლისელ აგენტებს. ამის შემდეგ, მან ბრძოლა დაიწყო ინგლისელთა რიგებში, ამერიკის წინააღმდეგ. ბენედიქტ არნოლდი გარდაიცვალა 1801 წელს, 60 წლის ასაკში, არანაირი სამხედრო ჩინის გარეშე. როგორც ცნობილია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სამშობოლოსისადმი ღალატს ნანობდა. მის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წელში, ძალიან საინტერესო წიგნი დაიწერა, სადაც ბენედიქტ არნოლდის ცხოვრებაა აღწერილი. პ.ს - ძვირფასო მკითხველებო ეს იყო სტატიის პირველი ნაწილი, უახოეს მომავალში შემოგთავაზებთ მეორე ნაწილსაც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
2812 15-ს მოსწონს
|