სხვა ტოპ-5 ვარსკვლავი,რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო დამშვენდა 2016, 25 ოქტომბერი, 12:31 სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან განაცხადეს ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელიც ადამიანის დაბერების ზოგიერთ პროცესს ანელებს.
ამასობაში კი ზოგიერთი ვარსკვლავი გენეტიკის, ANTI-AGE-ტექნოლოგიის, სპორტდარბაზის და ჯანსაღი ცხოვრების წყალობით არა მარტო ინარჩუნებს მომხიბვლელ გარეგნობას, არამედ უფრო მეტიც, წლების მატებასთან ერთად უფრო მომხიბვლელად გამოიყურება. გთავაზობთ ტოპ-5 ვარსკვლავის რეიტინგს, რომლებიც ბოლო 10 წელიწადში არა თუ მოტყდნენ, არამედ უფრო დამშვენდნენ. (შენიშვნა: ფოტოები 10 წლიანი სხვაობითაა გადაღებული.მარჯვენა ფოტოები 2016 წლისაა) 1)სანდრა ბულოკი-2015 წელს 51 წლის სანდრა ჟურნალმა People-მა მსოფლიოს ულამაზეს ქალად დაასახელა.თავის სილამაზის "საიდუმლოს" ასე ხსნის ბულოკი:"კარგად გამოძინება და კარგი ვიზაჟისტი". 2)გვინეტ პელტროუ-44 წლის მსახიობი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ორი საათი ფიტნესითაა დაკავებული, აგრეთვე სწორედ იკვებება, პელტროუმ სპეციალური საიტიც შექმნა, სადაც იგი საკუთარი დიეტის პრინციპებზე საუბრობს. 3)კეიტ ბლანშეტი-48 წლის ავსტრალიელი მსახიობი ჰიდროკოლონოთერაპიაზე და პრობიოტიკების კურსზე საუბრობს, "მთავარია კანის ტენიანობა, ამისთვის კი რაც შეიძლება ბევრი წყალი უნდა დალიოთ"-აღნიშნა ვარსკვლავმა. 4)ჯენიფერ ენისტონი-47 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი უკვე მრავალი წელია მინიმუმ კვირაში 6 საათი უთმობს სპორტს.მსახიობმა აგრეთვე კვების რაციონიდან ამოიღო ფასფუდი და ის პროდეუქტები, რომელიც ნახშირწყლების მაღალ კონცეტრაციას შეიცავს. 5)რობერტ დაუნი-უმცროსი-51 წლის ვარსკვლავი ფიტნესის ნამდვილი ფანია, თუმცა კალორიების დათვლა არ უყვარს.მსახიობის დღიური ნორმა 3500 კილოკალორიაა, თუმცა საკვების მიღების დღიურ ნორმას ექვჯერ ან რვაჯერ ანაწილებს. 159 8-ს მოსწონს 1-ს არა
|