x
image
natia.a
ყველაზე დიდი ტრაგედია საბჭოთა სპორტის ისტორიაში - ის, რაზეც 7 წელი არ საუბრობდნენ
image


1982 წლის 20 ოქტომბერს, საფეხბურთო მატჩიდან გულშემატკივრების გამოსვლისას "ლუჟკინების" სტადიონზე ადგილი ჰქონდა სეტაკებას, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით 66 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა რეალურად, როგორც ამბობენ, 300-ზე მეტი მსხვერპლი იყო, ძირითადად მოზარდები. ამ ტრაგედიისა და მისი მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ საინფორმაციო საშუალებები შვიდი წლის მანძილზე დუმდა, როგორც ეს საბჭოთა ხელისუფლებას სჩვეოდა.


image



საბჭოთა ფეხბურთის ყველაზე დიდი ტრაგედია

image
ლენინის სახელობის ცენტრალური სტადიონის დიდ სპორტულ არენაზე მომხდარი მასიური შეხლა-შემოხლის მიზეზი რამდენიმე იყო, თუმცა საბოლოოდ ყველა მათგანი ერთ ტრაგიკულ ჯაჭვად გაერთიანდა. ჯერ ერთი, თავად მატჩის მნიშვნელობამ (უეფას თასის გათამაშების 1/16 საფეხბურთო კლუბებს - "მოსკოვის სპარტაკსა" (სსრკ) და "ჰაარლემს" (ჰოლანდია) შორის) საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დააინტერესა, პირველ რიგში, ცნობისმოყვარე მოზარდები. მეორეც - წელიწადის დროისთვის ზედმეტად ცივი ამინდი (-10 გრადუსი, თოვლი, მოყინული გზები, ადამიანებს კიბეზე ასვლისას ფეხი უცირდებოდათ). მესამე - მაშინდელი ფანატების კონფლიქტი მილიციასთან (პრობლემების თავიდან ასაცილებლად სტადიონის რამდენიმე გასასვლელი გადაკეტეს). მეოთხეც - სერგეი შვეცოვის მიერ ჰოლანდიელების კარში გატანილი გოლი - მატჩის უკანასკნელ წუთებზე, როცა მაყურებელი უკვე წასასვლელად ემზადებოდა.

ფაქტის შესახებ პრესაში ერთადერთი განცხადება გაკეთდა - გაზეთ "Вечерняя Москва" ბოლო გვერდზე მცირე ზომის ნიუსი სათაურით "შემთხვევა": "1982 წლის 20 ოქტომბერს, საფეხბურთო მატჩის შემდეგ, ვ.ი. ლენინის სახელობის ცენტრალური სტადონის დიდ სპორტულ არენაზე მაყურებელთა გამოსვლისას, ადამიანთა მოძრაობის წესრიგის დარღვევის შედეგად მოხდა უბედური შემთხვევა. არიან დაშავებულები. მიმდინარეობს გამოძიება მომხმადრის შესახებ". მხოლოდ 10 წლის მერე, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ლუჟნიკებზე დაღუპულების მემორიალი აღმართეს.



image


SV_MAKOVKINA: საბედისწერო გოლი

...1982 წლის მიწურულია. ბრეჟნევის ეპოქის უკანასკნელი დღეები. იმ დღეს მოსკოვში პირველი თოვლი წამოვიდა, დილიდან კი თერმომეტრი გულშემატკივრებისთვის არც თუ ისე დამაიმედებელ ნიშნულს - მინუს 10 გრადუსს აჩვენებდა.


image

V_MAKOVKINA-ს ბლოგიდან


ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ "ლუჟნიკების" ტრიბუნებზე — შეგროვდა ევროთასისთვის უჩვეულოდ მცირე აუდიტორია - დაახლოებით 17 ათასი მაყურებელი.

ელოდა რა მაყურებლის დაბალ აქტივობას, სტადიონის ადმინისტრაციამ ხელოვნურად მოახდინა გულშემატკივართა უმრავლესობის კონცენტრირება ერთ ადგილზე - ტრიბუნა С-ზე (იმ დროისთვის მისი ტევადობა იყო 23 ათასი ადგილი)... თოვდა, ძლიერი ქარი ქროდა, "ლუჟნიკებზე" კი ჯერ არ იყო მოწყობილი ქარსაცავი, რომელიც გულშემატკივრებს ცუდი ამინდისგან დაიცავდა...


image
SV_MAKOVKINAК-ს ბლოგიდან

თამაში თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, ანგარიში 1:0 იყო "სპარტაკის" სასარგებლდ და ფანატთა ნაწილი, დარწმუნებული იმაში, რომ უკვე აღარფერი საინტერესო აღარ მოხდებოდა, მატჩის შემდეგ საცობებში დგომის თავიდან ასაცილებლად, გასასვლელებისკენ საფინალო სასტვენამდე დაიძრა. თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ ქვედა საფეხურზე გოგონას ფეხი დაუცდა და წაიქცა. რადენიმე ადამიანმა სცადა მიხმარებოდა, მაგრამ ხალხის ნაკადში ისინიც მოყვნენ და დაეცნენ. ამ მომენტში, ტრიბუნებზე დარჩენილი გახარებული მაყურებლის აპლოდისმენტები გაისმა - თამაშის ბოლო წუთებზე"სპარტაკმა" კიდევ ერთი გოლი გაიტანა.


image
სერგეი შვეცოვი "ჰაარლემის" კარში გოლის გატანას ზეიმობს. სწორედ იმ წამებში სტადიონის კიბეებზე ადამიანები იღუპებიან, SV_MAKOVKINAВ-ის ბლოგიდან.

ტრიბუნების ქვეშ კი, დომინოს ეფექტით, ერთმანეტის მიყოლებით ადამიანები დაცემას განაგრძობდნენ და უზარმაზარ გროვას წარმოქმნიდნენ. ბოლოს ადამიანთა მასას მეტალის მოაჯირებმაც ვეღარ გაუძლო და გულშემატკივართა დიდი ნაწილი კიბიდან პირდაპირ ბეტონის იატაკზე გადაეშვა.

ოფიციალური ვერსიით, გულმკერდსა და მუცელზე დაწოლის შედეგად განვითარებული კომპრესიული ასფიქსიის გამო 66 ადამიანი დაიღუპა. მათგან 45 ჯერ კიდევ არ იყო 20 წლის, დაღუპულთა საშუალო ასაკი კი 20, 5 წელს შეადგენდა. სამოც ფანატზე მეტი კი დაშავდა...

იგივე ოფიციალური ვერსიის თანახმად, ჭყლეტა გამოიწვია იმან, რომ გულშემატკივრები, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გასასვლელი ღია იყო და ორი კიბე თავისუფალი, მხოლოდ ერთი მათგანისკენ - მეტროსთან ახლოს მყოფი გასასვლელისკენ გაემართნენ. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ ტრაგედია თამაშის ბოლოს გატანილმა გოლმა გამოიწვია, გამომძიებლები აცხადებენ, რომ უკანასკნელმა გოლმა, პირიქით, ხელი შეუწყო რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენას, რადგან სტადიონიდან გამსვლელთა ნაკადი შეჩერდა, რათა სიხარული გაეზიარებინა, და ცოტა ხნით შეწყდა კიბის ქვეშ მოყოლილებზე დაწოლა.

არაოფიციალური ვერსიით კი, მაყურებელი მხოლოდ ტრიბუნა С-ზე იყო განთავსებული, გასასვლელისთვის კი მხოლოდ ერთი კიბე იყო ღია - სწორედ ამ კიბეზე მოხდა ტრაგედია. ამბობენ იმასაც, რომ მილიციის თაამშრომლებმა კარიც კი არ გახსნეს ბოლომდე, რადგან მატჩის დროს გაბრაზებული გულშემატკივრები მათი მისამართით გუნდებს ისროდნენ და ცდილობდნენ ქუდები წაერთვათ.

image

SV_MAKOVKINAИ-ს ბლოგიდან


ცნობილმა რუსმა ტენისისტმა, ანდრეი ჩესნოკოვმა საუბრის დროს გაიხსენა "სპარტაკისა" და "ჰარლემის" შეხვედრის დროს მომხდარი მოვლენები, რომლის დროსაც თავად სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

"- ბილეთი ჩრდილოეთ ტრიბუნაზე ვიყიდე, ის ყოველთვის მოსკოვის "სპარტაკის" ტრიბუნა იყო. მაგრამ იმ დღეს ძალიან ციოდა - მინუს 8 გრადუსი იყო, ალბათ, მეტი არა, და მაყურებელს, რომელიც ძალიან ცოტა იყო, ერთ ტრიბუნაზე მოუყარეს თავი. მეტრო "Спортивная"-დან თუ გამოხვალთ და პირდაპირ წახვალთ, ზუსტად ამ ტრიბუნასთან მოხვდებით. მანამდე, მახსოვს, ძალიან მაგარი წვიმა იყო, შემდეგ კი საშინლად აცივდა.

შეიძლება ყინული იყო საფეხურებზე, არ ვიცი. წარმოიდგინეთ, იქ ჩემი კლასელი იყო და შემდეგ მომიყვა: იცი, მეც ვიყავი მატჩზე, მაგრამ თავისუფლად გამოვედი. ყველაფერი მხოლოდ ერთ გასასვლელთან მოხდა, მეორედან ხალხი თავისუფლად გადიოდა.

მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე მაყურებელმა თანდათან დაიწყო გასვლა. "სპარტაკი" 1:0-ს იგებდა და მეორე დამატებით წუთზე მეორე გოლი გაიტანეს. ბევრი მაყურებელი, რომლებიც უკვე გასასვლელისკენ მიდიოდნენ, უკან შემობრუნდა, რათა ენახა, რა მოხდა. ისეთი არეულობა დაიწყო. თან ბნელოდა. შეიძლება ვინმე საფეხურებზე დაეცა, მერე მას ზედ სხვა დაეცა და რაღაც ბლოკადასავით გაკეთდა - გასვლა შეუძლებელი იყო. ადამიანი აგდია, მასზე კიდევ ერთი ადამიანი, კიდევ ერთი და ა.შ... ისეთი ჭყლეტა იყო, წარმოუდგენელი...ყველაფერი ეს საკუთარი თვალით ვნახე.
— თქვენ ჭყლეტაში მოყევით?
— დიახ. გამოგიტყდებით, ყველაფერი მტკიოდა, ძვლები ტკაცუნებდა, მეგონა მოვვდებოდი. მაგრამ რაც არ უნდა იყოს ტენისისტი ვარ, გველივით გამოვძვერი. რაღაც მოძრაობები გავაკეთე, ათამდე ადამიანს გადავახტი და მოაჯირებს შორის მოქცეულ პატარა ადგილზე აღმოვჩნდი.

ვიდექი იქ ვიღაც ჯარისკაცთან - სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანთან ერთად. ქვემოდან ხალხი ფეხებზე გვექაჩებოდა, შველას გვთხოვდა: გვიშველეთ! გვიშველეთ! გადაგვარჩინეთ! ჩვენ კი არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო - შევეცდებოდით ერთის გამოყვანას, ყველა ჩაეჭიდებოდა, ხელს არ უშვებდნენ, ყველას უნდოდა გადარჩენა, სიცოცხლე. ვცდილობდით, მაგრამ...


PATALOGOSTILIST სოციალურ ქსელ RU_SPARTAK_MSK-ში პოსტში სახელწოდებით "მაშ ასე, "ლუჟნიკები", 20 ოქტომბერი, 1982 წელი", დეტალურად იხსენებს იმ დღეს მომხდარს და ბოლოს საკუთარ დასკვნებს აკეთებს:

დამნაშავეები:

— სტადონის ადმინისტრაცია: იმისათვის, რომ არ გაწმინდა თოვლისგან დასაჯდომები (თოვლი რომ არა, შეიძლება მილიციელებთან ასეთი ძლიერი კონფლიქტი არ მომხდარიყო) და, რაც მთავარია, - საფეხურებიდან: ადამიანებს ფეხი უცურდებოდათ, ძირს ვარდებოდნენ, შემდეგ ერთმანეთს აწვებოდნენ - ამის გამო იყო ამდენი მსხვერპლი.

— მილიციელები: სწორედ მათი ბრძანებით (ეს სემდეგ გავიგე) დაიკეტა გასასვლელთა უმრავლესობა. ეს იმისათვის გააკეთეს, რომ ყველაზე აქტიური და ფიცხი ფანატები დაეჭირათ და თავიანთი ჩვეული საქმე შეესრულებინათ.

და ასევე ცოტა რამ "სასწრაფოზე"... ერთი შეხედვით ბევრნი იყვნენ. მანამდე არასოდეს მენახა 30-მდე სასწრაფოს მანქანა როგორ მოდიოდა ერთმანეთის მიყოლებით, ჩართული სირენებით და ციმციმებით. მაგრამ რას გახდებოდა 30 ან თუნდაც 50 "სასწრაფო" ამდენი რაოდენობით დაშავებულისა და დაღუპულის წინაშე?! იქ მყოფთა შეფასებით, დაიღუპა დაახლოებით 100-დან 180 ადამიანამდე! ნათელში იყოს მათი სულები! არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ეს ერთადერთი ზუსტი რიცხვია, მაგრამ ეს არის ის, რაც მე ვიცი...

მას შემდეგ "სპარტაკის" მატჩები 15 წლის მანძილზე აღარ დანიშნულა 20 ოქტომბერს. ამ საშინელების მეორე დღეს მე 15 წლის გავხდი...


გაზეთებმა "Советский спорт" და "Футбол-Хоккей" ტრაგედიის შემდეგ 21 და 24 ოქტომბერს გამოაქვეყნეს დეტალური სტატიები თავად მატჩის შესახებ (სტატიების სახელწოდებები იყო "ცივი ამინდი - ცხელი თამაში" და "ანგარიში უკანასკნელ წუთებზე"), თუმცა სიტყვაც არ იყო ნახსენები იმ ტრაგედიაზე, რომელიც მაყურებელს დაატყდა თავს.

image
"სპარტაკის" ფეხბურთელებმა ტრაგედიის შესახებ გუნდის ხელმძღვანელისგან, ნიკოლაი სტაროსტინისგან შეიტყვეს, მატჩის მეორე დღეს. ზოგიერთი მოგონების მიხედვით, რადიოსადგურმა "ამერიკის ხმამ" 20 ოქტომბრის ღამით ამცნო მსმენელს საშინელი ფაქტის შესახებ. თუმცა "ჰაარლემის" ფეხბურთელები ამტკიცებენ, რომ მომხდარის შესახებ ტრაგედიიდან მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ შეიტყვეს...
image






0
4301
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0