
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამე გამოაქვეყნა სუპერმანქანის Bugatti Veyron-ის ფოტო კომენტარით "მხეცი მობრძანდება".
Bugatti Veyron შედის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და სწრაფი სუპერავტომობილების რიცხვში. მოდიფიკაცია Super Sport-მა 2010 წლის ზაფხულში სერიული ავტომობილებისთვის მაქსიმალური სიჩქარს რეკორდი დაამყარა - 431 კმ/სთ. ოთხი წლის შემდეგ ეს მიღწევა გააუმჯობესა სუპერავტომობილმა Hennessey Venom GT (435, 3 კმ/სთ.).

ახალი Bugatti-ს ფასი დამოკიდებულია კომპლექტაციასა და გამოშვების წელზე და იწყება 1, 2 მილიონი ევროდან. კონკრეტულად რონალდუს მიერ შეძენილი მანქანის ფასი უცნობია.

ვარსკვლავი ფეხბურთელი გატაცებულია ძვირფასი ავტომობილებით და უკვე საკუთარ კოლექციაში ფლობს ისეთ მანქანებს, როგორიცაა McLaren MP4-12 Spyder, Ferrari 599 GTO და Rolls-Royce Phantom.
რონალდუს მანქანების სრული კოლექცია კი ასე გამოიყურება:

შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ზე ფინალში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას, მატჩის დასაწყისში რონალდუმ მუხლზე ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. თუმცა პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მაინც გახდა.