x
image
მადამ ფისუნია
„დეფა“ 60-იან წლებში

image1961 წლის 13 აგვისტოს გდრ-ის პოლიციისა და არმიის ნაწილებმა ჩაკეტეს საზღვარი დასავლეთ ბერლინთან და დაიწყო გამყოფი კედლის მშენებლობა. ორი გერმანული სახელმწიფო კიდევ უფრო გაემიჯნა და დაშორდა ერთმანეთს. გერმანიის ისტორიაში გაჩნდა ახალი ტერმინი - „ბერლინის კედელი“, რამაც 28 წელი იარსება. ხელისუფლებამ „დეფას“ მოსთხოვა რეფორმის ჩატარება და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება. ამით ისარგებლეს კინემატოგრაფისტებმა და მცირეოდენი მხატვრული თვისუფლების ნება მისცეს თავს, აქაოდა გარდაქმნის პერიოდში ექპსრეიმენტებს გვაცლიანო. მართლაც, მათ შემოქმედებაში გამოჩნდა ახლებური სტილისტური მიგნებები, მეტაფორული აზროვნება, დასავლური კინოსათვის სახსიათო მონტაჟური სვლები. კინოსურათებში თანდათანობით იმატა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ხაზგასმამ. ოფიციალური ცენზურა ისეთი სიმკაცრით აღარ გამოირცეოდა, როგორც ადრე კულტურასა და ხელოვნებაში დადგა ერთგვარი „დათბობის“ ეპოქა.
კონრად ვოლფის მელოდრამამ „გახლეჩილი ცა“, რომელსაც გერმანული კინოექსპრესიონიზმისა და ფრანგული ახალი ტალღის სტილისტური თვისებები ჰქონდა და ასახავდა იმდროინდელ პრობლემებს- ინტერესი გაუღვივა ისეთ კინორეჟისორებსაც, ვინც მანადმე თავს არიდებდა პრობლემატური თემატიკის ასახვას კინოში. ისინიც შეუდგნენ ამგვარი პროდუქციის კეთებას, თუმცა 1965 წლის მიწურულისათვის ხელისუფლებამ დაადანაშაულა ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკები სოციალისტური სულისკვეთების ღალატში, სოციალურ უტოპიაში რომ თითქოს მათ თავიანთ ნამუშევრებში გდრ-ის სახელმწიფო ინსტიტუტები კორუმპირებულ ორგანიზაციებად წარმოაჩინეს. არადა, რეალურად არც ერთი არ აკრიტიკებდა მმართველობის სტილს ან პოლიტიკურ ლიდერებს. ლიბერალიზაცია დასრულდა. თორმეტი ფილმი აიკრძალა. მათგან კურტ მეტციგის „კურდღელი ვარ მე“. „დეფას“ იმ წლის კინოსურათების უმეტესობა გამოაცხადეს ე.წ. „კურდღლურ ფილმებად“, ქვეყნისათვის მავნე და შემარცხვენელ ნაწარმოებებად. „დეფას“ ხელმძღვანელობა დაითხოვეს, წამყვან კინორეჟისორთა დიდი ნაწილი საქმეს ჩამოაშორეს.
მეზობელ გფრ-ში წარმატებით გადიოდა კინოეკრანებზე ვესტერნები და ახალგაზრდების ცხოვრების ამსახველი კინოსურათები. „დეფამ“ გადმოიღო ეს გამოცდილება და კარგად ააწყო მათი წარმოება. განსაკუთრებით გაამართლა ვესტერნება, ანუ „ფილმებმა ინდილებზე“, სადაც გამოიხატა სოლიდარობა ჩრ. ამერიკის ძირძველი მოსახლეობისა და აშშ-ის ექპსანსიური პოლიტიკის წინააღმდეგ მისი ბრძოლის მიმართ. „დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვილები“ იყო პირველი ვესტერნი, რომელსაც იმხანად კომერციული მოგება ხვდა წილად, რომ კინოფილმების სერია შეექმნა მამაც ინდილებზე, რომელთა როლებს ასახიერებდა სერბი მსახიობი გიოკო მიტინი.
„დეფას“ ახალი პოლიტიკა ითვალისწინებდა თანამედროვე თემატიკის, რ აც შეიძლება მეტი კინოდეტექტივისა და მუსიკალური კომედიის გადაღებას. ასეთი აპოლიტიკური კინოსურათებით აპირებდნენ მისი მესვეურები გაშმაგებული მაღალი სახელისუფლებო ეშელონების დამსვიდებას. უცხოური კინოპროდუქციას იმისდა მიხედვით ირჩეოდა, რამდენად გასართობი და ნეიტრალური იყო იგი და რაოდენ შეესაბამებოდა კინოსადმი წაყენებულ ოფიციალურ მოთხოვნებს. გარდა ამისა, აღ. გერმანელი კინემატოგრაფისტები გულდასმით ეკიდებოდნენ ეკრანიზაციებს, თუმცა ამ კუთხითაც უპირატესობას ანიჭებდნენ ძველ ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელთა სიუჟეტები აღწერდნენ გარდასულ დრეთა ქრონიკებს. მათ შორის საუკეთესოებად მიიცნიეს ეგონ გიუნტერის „გამოთხოვება“, იოჰან ბეხერის რომანის ადაპტაცია და იოახიმ კუნერტის „მიცვალებულნი ახალგაზრდებად რჩებიან“, ანა ზეგერის რომანის ეკრანიზაცია.
60-იანი წლების მიწურულისათვის გდრ-ის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სისტემაში ცლვლილებები მოხდა. ადგილობრივმა კინოხელოვნებამ შეცვალა დამოკიდებულება სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებისადმი. კინემატოგრაფისტებს მიეცა საშუალება, ჩაეტარებინათ ფორმისა და გამოსახულების ახლებური ექსპერიმენტები, ემოღვაწევათ შედარებით თავისუფალ გარემოში. იმავე ხანებში „დეფაში“ მივიდა რეჟისორთა ახალი თაობა და მიიტანა განსხვავებული ხედვა, ნეორეალიზმით შტაგონებული თემა. მიმოქცევაში შევიდა კინორეჟისორ ლოთარ ვარნეკეს მიერ გაჟრრებული ტერმინი „მხატვრულ-დოკუმენტური კინო“. ეკრანებზე გამოჩნდა ფილმები, რომლებშიც აჩვენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას, ოღონდ გაცილებით ნაკლები პოლიტიკური დატვირთვით. ადრე დადგენილი კლიშეების საწინააღმდეგოდ, მათ გმირებს გარკვეული პირადი პრობლემები გააჩნდათ და ზოგ შემთხვევაში არც კი ისწრაფოდნენ მათ გადასაჭრელად. გდრ-ის კინოშიწ არმოცენილი ეს ახალი ტენდეციები გამყარდა ტრაქტატით - „სუბიექტური ფაქტორი და კინოხელოვნება“, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით დაწერა რუდოლფ იურშიკმა. მალე იგი გახდა „დეფას“ კინოსასცენარო განყოფილების უფროსი და აქტიურად ჩაერთო პრაქტიკულ საქმიანობაში.

0
34
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0