x
image
მადამ ფისუნია
რობერ ბრესონი

imageრობერ ბრესონის სრულმეტრაჟიანმა კინოსურათმა „ცოდვის ანგელოზები’’ დაამტკიცა, რომ განსხვავებული ხელწერის რეჟისორი შეიმატა ეროვნულმა (ფრანგულმა) კინომ. ბრესონი რეალისტური კინოს მომხრე იყო, ვიდრე მისი კოლეგები, ამიტომ ნახევრად დოკუმენტური სტილი აირჩია და სივრცეს ჩაუღრმავდა. მან ფილმის უმეტესი ნაწილი ღამით გადაიღო, რისთვისაც ოსტატურად გამოიყენა განათება.
„ცოდვის ანგელოზები“ რელიგიურ მოტივებზე აგებული ნაწარმოებია, მაქსიმალურად გრძელი კადრებით, თხრობის ჩინებული როტმითა და საუცხოო შიდაკადრული მონტაჟით, რომელშიც მუსიკა თამაშობდა განსაკუთრებულ როლს. ამასთანავე იგი თავისებურად რთული ფილმია, რადგან მასში გამოსახულებას უფრო მეტი ყურადღება მიექცა, ვიდრე სიტყვას.
ბრესონის ფილმი „ბულონის ტყის ქალები“ შეიქმნა ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, დენი დიდროს ნაწარმოების მოტივებზე. ბრესონმა უჩვეულო მონტაჟური სტილისტიკითა და ალეგორიული სტრუქტურით წარმოაჩინა ტრადიციული მელოდრამა, სიყვარულისა და შურისძიების ამაღელვებელი ამბავი. ბრესონი უღრმავდებოდა დეტალებს. სურათის ემოციური ტონი, ავტორისეული ჰუმანური ხედვა, უდავოდ მიანიშნებდა ბრესონის, როგორც მოაზროვნე კინორეჟისორის უნიკალურ თვისებებზე. მთლიანობაში „ბულონის ტყის ქალებს“ ცივად შეხვდა აუდიტორიაც და კრიტიკაც, გავიდა ხანი და ეს ფილმი საკულტო კინოსურათად აღიარეს.
ბრესონი 6 წელი ცდილობდა დაფინანსების მოპოვებას მორიგი პროექტისათვის. ბოლოს კი გადაიღო დრამა „სოფლის მღვდლის დღიური“, სადაც გამოიყვანა არაპროფესიონალი მსახიობები და უარი თქვა პირობით მიზანსცენებზე. ეს ფილმი აღიარეს მისეული საავტორო კინოს ტრიუმფად.
ფილმმა „სიკვდილმისჯილი გაიქცა“ შორს გაუთქვა ბრესონს სახელი, ხოლო კანის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მოაპოვებინა. ჟურნალისტები წერდნენ რომ ბრესონის ფილმები მისთვის უფრო გასაგები იყო ვიდრე მაყურებლისთვისო.
ასევე ბრესონის ფილმებია „მუშეტი“, „ჯიბგირი“.

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0