x
image
პერსეპოლისი
ფოტოგრაფმა ქორწილის გადასაღებად მხოლოდ "IPhone 6S Plus" გამოიყენა! ნახეთ, როგორია შედეგი
image

ფოტოგრაფი სეფი ბერგერსონი ინდოელი ფოტოგრაფია, რომლის საქმიანობაც ძირითადად ქორწილების გადაღებაა და მართლაც ულამაზესია მის მიერ ფირზე აღბეჭდილი ყველა ქორწილი. სეფის ერთი აუხდენელი ოცნება ქონდა: მას ყოველთვის უნდოდა, რომ ქორწილი გადაეღო უბრალოდ თავისი „IPhone“-ით, მაგრამ მან საკმარისად მამაცი წყვილი ვერ მოძებნა, ვინც ამას გარისკავდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს არის დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდები... როცა გინდა რომ ყველაფერი გამორჩეული, განსხვავებული და კარგი იყოს... როცა უშრეტ ფანტაზიას მიმართავ, რათა ეს დღე დასამახსოვრებელი გახდეს, სადაც ფოტოგრაფს დიდი როლი აქვს და შესაბამისად, რთულია შენი დღე უბრალოდ ტელეფონით გადაიღო. თუმცა, ბერგერსონის ოცნება ახდა და დაითანხმა წყვილი, თავისი „IPhone 6S Plus“-ით გადაეღო 3-დღიანი ინდური ქორწილი უდაიპურში, რაჯასტანში.

„რაც მე „IPhone“-ში მომწონს, არის ის რომ მეხმარება, უფრო მეტად ახლო კონტაქტი მქონდეს საგნებთან“ - ამბობს ბერგერსონი, რომლის ფოტოსესიაც ერთგვარი რეკლამაა
„IPhone“-სთვის.

მართალია, ფოტოგრაფისთვის რთული აღმოჩნდა ემუშავა განათების გარეშე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ შედეგი მართლაც გაგაოცებთ. 7 წლის გამოცდილების მქონე პროფესიონალი ბერგერსონისთვის მიუღწეველი როგორც ჩანს არაფერია!


image


image

image


image



image


image


image


image


image


image



ფოტოგრაფი სეფი ბერგერსონი
image



0
142
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0