x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ყურადღება! - გავუფრთხილდეთ დედამიწას
image ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია, ის გვაძლევს ჰაერს, რითიც ვსუნთქავთ, წყალს რასაც ვსვავთ, მიწა რომელზეც ჩვენ დავდივართ გვაძლევს საკვებს, ეს ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა იდეალურადაა შერწყმული. ქვის ხანიდან მოყოლებული ადამიანებმა დაიწყეს ამ ჰარმონიის შეცვლა, მაგრამ მას შემდეგ რაც ადამიანებმა გამოიგონეს ელექტრო ენერგია და საწვავი ინტენსიურად მოიპოვებდნენ ნავთობს, მეოცე საუკუნეში ნამდვილი ბუმი იყო, რადგან მოსახლეობა იზრდებოდა და შესაბამისად მოთხოვნაც მეტი იყო, ამ ყველაფერმა მსოფლიო მოიცვა ადამიანებმა დაიწყეს ბუნებით ვაჭრობა ისე, რომ არ ფიქრობენ მის შედეგებზე.

imageimage ჩვენმა გლობალურმა განვითარებამ კატასტროფული შედეგი გამოიღო, ყოველ წლიურად ადამიანები 10 მილიარდ ტონაზე მეტ საწვავს მოიხმარენ, ამასთანავე საწვავის გადამუშავებისას გამოიყოფა დიდი რაოდენობით მომწამლავი კვამლი, რომელიც აზიანებს ატმოსფეროს, ასევე ავრცელებს კანცერაგენურ და მუტაგენურ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის საშინელ დაავადებებს. ადამიანების 80% სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს, დღესდღეისობით ქალაქებში ჰაერის დაბინძურება 15-ჯერ მეტია ვიდრე სოფლებში და 150-ჯერ მეტია ვიდრე ოკეანეში. სხვადასხვა ქიმიური შენაერთებისგან ზიანდება ოზონის შრე, რომელიც იცავს დედამიწას არამარტო ჟანგბადის დაკარგვისგან, არამედ ულტრაიისფერი სხივებისგანაც, რომელსაც შეუძლია მთელი დედამიწის განადგურება, ასევე ზედაპირულად დაბინძურებული წყლით ირწყვება 80% სასოფლო სამეურენეო მიწები, დაბინძურებულ მდინარეებს ოკეანეებში ჩააქვთ სხვადასხვა მავნე ნივთიერებები, თანამედროვე შეწამვლის მეთოდები კი ნამდვილი ბუნების გამანადგურებელია. ერთი შეხედვით ვითომ არაფერი, მაგრამ სინამდვილეში ბუნებას დიდი ზიანი ადგება. ყოველ წლიურად ოკეანეში ჩაედინება 30 000 სახეობის მომწამლავი ქიმიური ნივთიერება, ყველაფერი ეს აღწევს მილიარდობით ტონას, მათ შორის 10 მილიონს წარმოადგენს ნავთობი, ისინი ჟონავენ გემებიდან და ტანკერებიდან. ოკეანის სანაპირობის 80% დაბინძურებულია ნავთობით. ყოველ წლიურად ოკეანეში ხვდება 260 მილიონი ტონა პლასმასის ნივთები, მეტიც უკვე არსებობს პლასმასის ნივთების კუნძული, უმრავლესობა ასეთი კუნძულებისა არის წყნარ ოკეანეში. ყოველწლიურად 2 მილიარდი კანალიზაციის მილი აბინძურებს ოკეანეს. ყოველწლიურად ნადგურდება 13 მილიონი გექტარი ტყე (ეს ზომა უტოლდება საბერძნეთის ტერიტორიის ფართობს). აფრიკის ტყეები 70% არის განადგურებული. ამაზონის ჯუნგლები 60%. სამხრეთ აზიის 88%. 50 წლის წინ დედამიწის 15% იყო უდაბნო. ამ დროისთვის 60%-ია უდაბნო და თუ ასეთი ტემპით განვაგრძეთ ბუნების განადგურება შესაძლოა ტროპიკული ტყე საერთოდ აღარ გვქონდეს. საინტერესოა კიდევ რამდენი წელი უნდა გამოიყენონ ადამიანებმა დედამიწის რესურსები. ადამიანები დედამიწას ანადგურებენ ისე, რომ საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მათი ერთადერთი სახლია. ადამიანების მოქმედება ყოველდღიურად ანადგურებს დედამიწას. ყოვეკდღუყრად ემატება ახალი ნაგავი, მომწამლავი ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ ზედაპირზეა, ყოველივე ეს რასაც ადამიანები ჩადიან სპობს დედამიწას, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმაზე თუ, როგორ გაუძლებს ყოველივე ამას დედამიწა, მაგრამ ფაქტი დარჩება ფაქტად. ნახევარი საუკუნის წინ დედამიწის 1% იტანჯებოდა ამ პრობლემით, ახლა კი ამ ზღვარმა 10%-მდე მიაღწია და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

image



წყარო: „GeFacts TV“


ვიდეო:






0
1800
8-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0