x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორი მაგნიტები არ უნდა მივაკრათ მაცივარზე - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

მაგნიტური ველის გავლენა ადამიანზე დღემდე არ არის საკმარისად შესწავლილი. არიან ე.წ. მაგნიტოთერაპიის - მაგნიტით მკურნალობის მომხრეები, თუმცა ბევრი პროფესიონალი დარწმუნებულია, რომ ადამიანთან ახლოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისეთი სახიფათო მასალა, როგორიც მაგნიტია.

თუ თქვენ, ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, სახლში მაცივარზე მიკრული გაქვთ მაგნიტური სტიკერები, აუცილებლად გაეცანით ამ მასალას. ეს განსაკუთრებით ეხება ადამიანებს, რომლებსაც გულზე პრობლემები აქვთ...

ზიანი, რომელიც მაგნიტმა შეიძლება მოგვიტანოს

ბევრს მიაჩნია, რომ მაცივრის კარზე მიმაგრებული მაგნიტები სამზარეულო დეკორის შესანიშნავი ელემენტია. განსაკუთრებით მოდაშია მოგზაურობიდან სამახსოვროდ ჩამოტანილი სამშვენისები, სუვენირები, რომელთა გაჩუქებაც შეიძლება, სახლის სამშვენისებად გამოყენებაც და მაცივარზე წარწერებიანი ფურცლების სამაგრებადაც გამოგადგებათ.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი სამშვენისები საკმაოდ სახიფათოა. თუ რატომ ან ვისთვის ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

არსებობს ორი სახის მაგნიტი. მაცივრის მორთვის მოყვარულთა სასიხარულოდ ვიტყვით, რომ მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი მაგნიტები ადამიანისთვის არ არის სახიფათო. ჯანმრთელობისთვის საზიანოა ღია ნაცრისფერი, მოვერცხლისფრო მაგნიტი, რომელიც წარმოებულია ნეოდიმისგან.

ნეოდიმისგან დამზადებული მაგნიტები განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანებისთვის, რომლებსაც კარდიოსტიმულატორი აქვთ ჩადგმული: მაგნიტთან ურთიერთქმედების შედეგად მოწყობილობამ შეიძლება მუშაობა შეწყვიტოს. საკმარისია კარდიოსტიმულატორის მატარებელი ადამიანი აღმოჩნდეს აღნიშნული ტიპის მაგნიტიდან 3-4 სმ-ში, რომ დიდი რისკია მოწყობილობა გაჩერდეს და ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს.
image

როგორც ფენ-შუის სპეციალისტები მტკიცებენ, ადამიანის მაგნიტური ველი ძალიან მყიფე სუბსტანციაა. ფენ-შუი არ კრძალავს მაგნიტების მიკვრას მაცივარზე ან მათ ინტერიერის დეკორში გამოყენებას, მაგრამ მოგვიწოდებს სიფრთხილისკენ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პროდუქტებით სავსე მაცივარზე მიკრული იყოს ადამიანებისა და ცხოვრელების გამოსახულებები! ეს საკვებ პროდუქტებზე ნეგატიურ ენერგიას გადაიტანს. ხოლო ამგვარი ენერგიით დამუხტული საკვების მიღება ადამიანს ტკივილსა და სიღარიბეს მოუტანს.

მნიშვნელოვანია სიფრთხილით მოვეკიდოთ მაგნიტების გამოყენებას თუ სახლში ბავშვები გვყავს. მცირე ზომის მაგნიტები შეიძლება უბრალოდ გადაყლაპონ პატარებმა, დიდი ზომის მაგნიტის სამშვენისები კი შესაძლაბელია ჩამოვარდეს მაცივრის კარიდან და ბავშვს თავზე დაეცეს.

დღეს ასევე საკმაოდ პოპულარულია სპეციალური მაგნიტური სათამაშოები, რომლებიც ძალიან კარგი გასართობია ბავშვებისთვის. მთავარია შევიძინოთ მაღალხარისხიანი, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული მაგნიტები.
image





2
3454
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3454
  
2016, 22 ოქტომბერი, 14:35
გმადლობ, გენაცვალე ;)
2016, 22 ოქტომბერი, 14:20
კარგი რჩევებია ნათული, როგორც ყოველთვუის
0 1 2