მაკიაჟი და ვარცხნილობა მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის – მაკიაჟი კანის ფერის მიხედვით და ტუჩების გადიდების 5 უმარტივესი ხრიკი (ილუსტრაციებით) 2016, 4 ნოემბერი, 10:13 საბედისწერო ლამაზმანი, პრიალა ჟურნალების გვერდებიდან, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. ყველა გოგონა ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს პროფესიონალი ვიზაჟისტების ჩანაფიქრი და როდესაც ყველა დეტალი უკვე გათვლილია, ჟურნალი თითქოს ჩურჩულს იწყებს: «შენ ვერ შეძლებ ჩემი make-up-ის გამეორებას». თუმცა, ყველაფერი შესაძლებელია, თუ კოსმეტიკურ საშუალებებს ჭკვიანურად მიუდგებით და ვიაჟის წესებს დაიცავთ. კანის ფერი პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის პროფესიონალმა ვიზაჟისტებმა მეიკ-აპის გასაკეთებლად, სახის კანის სამი ძირითადი ტონალობა გამოყვეს: I. ცივი (cool) — თეთრი კანი; II. ნეიტრალური (neutral) — ბეჟი; III. თბილი (warm) — მუქი კანი; ტუჩსაცხის ფერის განსაზღვრა კანის ფერის მიხედვით საერთო ტენდენცია ასეთია: რაც უფრო მუქი არის კანი, მით უფრო მუქი უნდა იყოს ტუჩსაცხი: თეთრ კანს, რომელსაც ხალხი «არისტოკრატულ სიფერმკრთალეს» ეძახის, ვარდისფერი ტუჩსაცხი უხდება. გარდა აღნიშნული ფერისა, რეკომენდირებულია ყველა ფერის ცივი ტონალობა – დაწყებული ღია ვარდისფერიდან – ღია იისფერით დამთავრებული. კანის ნეიტრალური ფერი — ბეჟი, პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ტონალობაა. ეს შუალედური ფერია ცივსა და ცხელ ფერებს შორის და ასეთი კანის შესაფერისი წითელი და ოქროსფერი ტონალობის ტუჩსაცხები არის. მუქი ფერის სახის კანს ყველაზე მეტად ყავისფერი პალიტრის ტუჩსაცხები უხდება. რომლებიც სახეზე ერთგვაროვან კონტრასტს ქმნიან. გარდა ამისა, ამ ტიპის კანისთვის ყველა თბილი და მკვეთრი ფერი არის რეკომენდირებული. დრო მნიშვნელოვანია... მუქი წითელი, მუქი იისფერი, მუქი ყავისფერი ტუჩსაცხები საღამოს მაკიაჟისთვის უფრო არის რეკომენდირებული, ვიდრე დღისთვის. მაგრამ, თუ თქვენი დღე საფუძვლიანი მაკიაჟის გაკეთებით იწყება, ბორდოსფერი ტუჩსაცხი ყველაზე კარგი გამოსავალი არის. ვირჩევთ მაკიაჟის ვარიანტს საზოგადოებაში გასასვლელად, მუქი ფერის ტუჩსაცხი არის რეკომენდირებული. ტუჩსაცხის ფერი აუცილებლად კაბის ფერს უნდა შეესაბამებოდეს. მაგრამ, თუ საღამოს კაბა თეთრი, კანისფერი ან პომადისთვის შეუფერებელი ფერის არის, მაშინ მუქი წითელი ან ალუბლისფერი ტუჩსაცხი ყველაზე კარგი გამოსავალია. ტუჩსაცხი და ფანქარი ერთი ტონალობის უნდა იყოს იმისთვის რომ ტუჩსაცხი და ფანქარი ერთი ფერის იყოს, ორივე ერთ კოსმეტიკურ ბრენდში უნდა შეარჩიოთ. ყველა ბრენდს თავისი საკუთარი პალიტრა აქვს და კოსმეტიკის ყველა საშუალება, სწორედ ამ პალიტრის მიხედვით იქმნება.
ამრიგად, მაკიაჟის გაკეთებისას პრიორიტეტული ტუჩები არის. ტუჩსაცხის ფერის არჩევა კანის ფერის მიხედვით ხდება. ტუჩსაცხის ფერის უნდა იყოს ტუჩების ფანქარი და ფერუმარილი. რაც შეეხება თვალებს, ეს მაკიაჟისთვის მეორადი ელემენტებია და რაც უფრო ნაკლებად იქნება ის გამოკვეთილი, მით უფრო დახვეწილი იქნება თქვენი ნამუშევარი. 5 უმარტივესი ხერხი, რომელიც ტუჩებს უფრო მოცულობითს ხდის სრული და გამომხატველი ტუჩები, ისეთი როგორიც ანჯელინა ჯოლის აქვს — ნებისმიერი გოგონას ოცნება არის. ინტერნეტში უამრავი რჩევაა, რომელიც ტუჩების მოცულობის ვიზუალურ გაზრდაში დაგეხმარებათ და აქ ამ რეკომენდაციებიდან საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ: 632 13-ს მოსწონს
|