x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რუკებზე დახატული პორტრეტები (20 ფოტო)

ედ ფეირბერნი (Ed Fairburn) — მხატვარია საუთჰემპტონიდან (დიდი ბრიტანეთი), რომელიც ადამიანის სახის კონტურებს გეოგრაფიული რუკების რთულ დეტალებთან აერთიანებს.


imageimageimageimage


მისი უნარი მხოლოდ შემთხვევითი შაბლონების დანახვის უნარში კი არ, ჩვეულებრივ რუკებს მეტყველ პორტრეტებად გადაქცევაში მდგომარეობს.


imageimageimage


ხელოვნების და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ქაღალდის რუკებს სხვა ფორმების შესაქმნელად იყენებს და ამ პროცესს – ტოპოპუანტილიზმს უწოდებს, რაც ორი ტერმინის – ტოპოგრაფიის და პუანტილისტიზმის (ნეოიმპრესიონიზმი მხატვრობაში) პირდაპირი შერწყმაა.


imageimage


ისეთი ტრადიციული მასალების გამოყენებით, როგორიცაა მელანი, საღებავი და ფანქარი, მხატვარს შესწორებები შეაქვს რუკის კონტურებში და მის ფონზე, სრულიად ახალ გამოსახულებას ქმნის.


imageimageimage


ეს ცვლილებები მას, ადამიანის სახის ფორმის დანახვის საშუალებას აძლევს, რაც საბოლოო ჯამში, ფიგურების შექმნით სრულდება, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის რუკაზე ასახულ რელიეფის ფორმებს.



imageimageimage


მართალია, მხატვრის ინტერესში, უპირველეს ყოვლისა, მისი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია. მაგრამ, ედ ფეირბერნი, თითოეულ რუკისთვის თავისი ფუნქციის შენარჩუნებას, ყველანაირად ცდილობს — ხშირად, რაიმე სახის ფიზიკური პროცესის დაწყებამდე, ის რუკაზე ასახულ ტერიტორიას, საათობით სწავლობს.


imageimage


მას სინქრონიზაციის ხარისხი აინტერესებს და როგორც თავად ამბობს, რუკაზე პორტრეტის დანახვა, მასზე მხოლოდ შორიდან ყურებით შეიძლება, ხოლო ახლოდან, პორტრეტი დეტალებს კარგავს.


imageimageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფაქტები სტალინის ცხოვრებიდან, რომლის აფიშირება მას არასოდეს მოუხდენია

* 10 გამოგონება, რომელიც წარსულში პროგრესად ითვლებოდა, დღეს კი მეტად უცნაურად გამოიყურება

* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0