მხატვრობა რუკებზე დახატული პორტრეტები (20 ფოტო) 2023, 5 ოქტომბერი, 8:54 ედ ფეირბერნი (Ed Fairburn) — მხატვარია საუთჰემპტონიდან (დიდი ბრიტანეთი), რომელიც ადამიანის სახის კონტურებს გეოგრაფიული რუკების რთულ დეტალებთან აერთიანებს. ![]() ![]() ![]() ![]() მისი უნარი მხოლოდ შემთხვევითი შაბლონების დანახვის უნარში კი არ, ჩვეულებრივ რუკებს მეტყველ პორტრეტებად გადაქცევაში მდგომარეობს. ![]() ![]() ![]() ხელოვნების და დიზაინის სკოლის კურსდამთავრებული ქაღალდის რუკებს სხვა ფორმების შესაქმნელად იყენებს და ამ პროცესს – ტოპოპუანტილიზმს უწოდებს, რაც ორი ტერმინის – ტოპოგრაფიის და პუანტილისტიზმის (ნეოიმპრესიონიზმი მხატვრობაში) პირდაპირი შერწყმაა. ![]() ![]() ისეთი ტრადიციული მასალების გამოყენებით, როგორიცაა მელანი, საღებავი და ფანქარი, მხატვარს შესწორებები შეაქვს რუკის კონტურებში და მის ფონზე, სრულიად ახალ გამოსახულებას ქმნის. ![]() ![]() ![]() ეს ცვლილებები მას, ადამიანის სახის ფორმის დანახვის საშუალებას აძლევს, რაც საბოლოო ჯამში, ფიგურების შექმნით სრულდება, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის რუკაზე ასახულ რელიეფის ფორმებს. ![]() ![]() ![]() მართალია, მხატვრის ინტერესში, უპირველეს ყოვლისა, მისი შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია. მაგრამ, ედ ფეირბერნი, თითოეულ რუკისთვის თავისი ფუნქციის შენარჩუნებას, ყველანაირად ცდილობს — ხშირად, რაიმე სახის ფიზიკური პროცესის დაწყებამდე, ის რუკაზე ასახულ ტერიტორიას, საათობით სწავლობს. ![]() ![]() მას სინქრონიზაციის ხარისხი აინტერესებს და როგორც თავად ამბობს, რუკაზე პორტრეტის დანახვა, მასზე მხოლოდ შორიდან ყურებით შეიძლება, ხოლო ახლოდან, პორტრეტი დეტალებს კარგავს. ![]() ![]() ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:* ფაქტები სტალინის ცხოვრებიდან, რომლის აფიშირება მას არასოდეს მოუხდენია* 10 გამოგონება, რომელიც წარსულში პროგრესად ითვლებოდა, დღეს კი მეტად უცნაურად გამოიყურება* ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ – უცნაური ფოტოები, რომელსაც კარგად უნდა დააკვირდეთ* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი53 შეფასება არ არის
|