სხვა საცავი, რომელშიც ჰიტლერი უძვირფასეს ღვინოებს მალავდა 2016, 21 ოქტომბერი, 16:42 საქსონიაში აღმოაჩინეს საიდუმლო საცავი, სადაც ფაშისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელს მალავდა. საცავი 1944 წელს შეიქმნა, მაგრამ ის ახლა ხანს აღმოაჩინეს. გერმანელმა რესტორატორმა სილვიო შტელცერმა (Silvio Stelzer) 2007 წელს ბერლინიდან 160 კმ-ის და დრეზდენიდან 14 კმ-ის დაშორებით, მორიცბურგში ვილა იყიდა. ამ ქალაქის და საერთოდ საქსონიის ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა მორიცბურგის სასახლე არის. რომელიც 1542-1546 წლებში ააშენეს და დიდი ხნის მანძილზე ის სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო, ხოლო 1946 წელს სასახლეში ბაროკოს მუზეუმის გახსნა გადაწყდა, რომელიც 1949 წელს გაიხსან კიდეც. სწორედ ამ სასახლის მიდამოებში იყიდა სილვიო შტელცერმა ვილა. ღვინის სარდაფი, შამპანურით და კონიაკის ბოთლებით მაშინ იპოვა, როდესაც ვილას რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, მისი რესტორნად გადაკეთების მიზნით. რემონტის დროს, ვილის გვერდით 6 სარდაფი აღმოაჩინეს, რომელიც ზემოდან მიწაყრილით იყო შენიღბული. სარდაფებში კონიაკის და შამპანურის ყუთები იყო, რომლებიც ამ ადგილზე II მსოფლიო ომის ბოლოს გადამალეს. სარდაფებში, სასმელით სავსე ყუთების გარდა, აღმოაჩინეს სასახლის ძველი მფლობელის აღრიცხვის ჟურნალი. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ «ომის ბოლოს, 1944 წელს ჰიტლერის ბრძანებით, იმის გამო, რომ ბერლინი უსაფრთხო ქალაქი აღარ იყო, პროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები სასახლის მიწისქვეშა ლაბირინთებში გადაიტანეს» – სილვიო შტელცერის ციტირებას ახდენს გამომცემლობა The Local. ჟურნალში ასევე აღნიშნული იყო, რომ სასახლის ტერიტორიაზე პროდუქტების შენახვის სანაცვლოდ, ჰიტლერი მის იმ დროინდელ მფლობელს, პრინც ერნსტ გენრიხ საქსონელს სურსათ-სანოვაგის ნაწილს აძლევდა, რომელსაც მას სპეციალური შეფუთვით უგზავნიდნენ. ასობით ალკოჰოლური სასმელის ყუთების გარდა, მიწისქვეშ დამალული იყო შოკოლადი, შებოლილი ძეხვი, სიგარეტი, ყველი და ორცხობილა. პროდუქტები გვიან ღამით, რამდენიმე სატვირთო მანქანით მიიტანეს. მანქანიდან გადმოტვირთვის შემდეგ, პროდუქტის ერთი ნაწილი სასახლის სარდაფში ჩაიტანეს, ხოლო მეორე – სასახლის ეზოში მდებარე სამალავებში. სასახლის სარდაფში რაც იყო, საბჭოთ მეომრებმა წაიღეს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ, ხოლო მოშორებით მდებარე სარდაფები – ხელუხლებელი დარჩა. ერთი შეხედვით, ეს აღმოჩენა ძალიან უცნაურად შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰიტლერი დიეტებზე გიჟდებოდა და ყოველთვის შეზღუდული რაციონით იკვებებოდა. ამასთან, ის ვეგეტარიანელი იყო, არც ეწეოდა და არც სვამდა. მაგრამ, თავის გარემოცვაზე ყოველთვის ზრუნავდა და დაპყრობილი ქვეყნებიდან წამოღებული საუკეთესო ალკოჰოლიური სასმელით და დელიკატესებით ამარაგებდა. 695 17-ს მოსწონს
|