x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138962
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
«აქილევსის ქუსლის» რეალური (არამითიური) მიზეზი

image


აქილევსი, ტროას ომის (ძვ. წ. აღრ. XIII-XII სს) ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გმირი, მითოლოგიურ გმირთა შორის, ალბათ, ყველაზე ცნობილი და რეალისტური პერსონაჟია. უძველესი წერილობითი წყარო, რომელშიც ის არის ნახსენები და ჩვენამდე მოაღწია, ჰომეროსის «ილიადაა» (ძვ. წ. აღრ. VII ს). თუმცა, როგორც თავად ავტორმა აღნიშნა, აქილევსის შესახებ ინფორმაცია, მან ძველი წყაროებიდან მიიღო. აქილევსი ბერძნული მითოლოგის ყველაზე კაშკაშა და ამავდროულად, ყველაზე მიმზიდველი ფიგურაა. მას და მის გმირობას საუკუნეთა მანძილზე განადიდებდნენ. თუმცა, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მისი ხსენების მიზეზი ხდება და ეს აქილევსის გმირობას კი არა, – მის სისუსტეს უკავშირდება.

imageლეგენდის მიხედვით, აქილევსი მიწიერი პელევსის და ზღვის ქალღმერთის თეტიდას შვილი იყო. ამიტომ ის, ისევე როგორც მამა, მოკვდავი იყო. შვილის დასაცავად და მისთვის უკვდავების მისანიჭებლად, დედამ ბავშვი მდ. სტიქსის წყალში დაბანა. თუმცა, სხეულის ნაწილი, რომლითაც აქილევსი ეჭირა და არ დასველებულა, დაუცველი დარჩა. შედეგად, ქუსლი მისთვის სისუსტედ იქცა.

სწორედ აქედან მოდის, გამოთქმა – «აქილევსის ქუსლი», რომელიც ადამიანის სუსტი ადგილის აღსანიშნავად გამოიყენება.

რატომ იქცა სუსტ ადგილად სხეულის ნაწილი, რომელშიც ადამიანის სიცოცხლისსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანო არ არის? იქნებ, ამის მიზეზი არც სტიქსია და არც აქილევსი და მთავარი მეტალურგიაა. უფრო სწორედ, ძველ საბერძნეთში ქანდაკების ჩამოსხმის ტექნოლოგია.

საქმე იმაშია, რომ აქილევსს წინამორბედი ჰყავდა – ბრინჯაოს რაინდი ტალოსი, რომელიც ზევსმა ევროპაში კ. კრეტას დასაცავად გამოგზავნა. ფაქტიურად, ეს უზარმაზარი საბრძოლო რობოტი იყო, რომელიც დღეში სამჯერ შემოურბენდა ხოლმე კუნძულს და იმ შემთხვევაში, თუ კუნძულზე მტრებს შენიშნავდა, ქვებს უშენდა და თავისი ცეცხლოვანი სუნთქვით წვავდა. ერთადერთი ადგილი, სადაც მისი დაჭრა შეიძლებოდა, ქუსლი იყო. გადმოცემის თანახმად, სწორედ იქ ჰქონდა კუნძულის მცველს იქორით (ღმერთების სისხლი) სავსე ძარღვი. ტალოსი ჰერაკლეს მიერ ქუსლში ნასროლი ისრის მსხვერპლი გახდა: სითხე დაიღვარა და რაინდი გარდაიცვალა.

როგორც ვნახეთ, ორივე შემთხვევაში, ბერძნული მითოლოგიის გმირების სუსტი ადგილი ქუსლია და თუ იმ პერიოდის ქანდაკების შექმნის ტექნოლოგიას გავეცნობით, ყველაფერი გასაგები გახდება.

სპილენძის ან ნებისმიერი სხვა ლითონის ქანდაკების ჩამოსასხმელად, ჯერ ქანდაკება ცვილისგან იქმნებოდა, შემდეგ მას თიხით ფარავდნენ და გამოწვის წინ, თიხიდან ცვილი რომ გამოსულიყო, ქუსლთან ნახვრეტს უკეთებდნენ. ასე მიიღებოდა ქანდაკების ყალიბი, რომელშიც შემდგ გამდნარ ლითონს ასხავდნენ.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვის რეალური მიზეზი
თამაში სიკვდილთან: გლადიატორები

25 წარმოუდგენელი და ძნელად დასაჯერებელი ფაქტი

1
2678
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2678
  
2018, 25 დეკემბერი, 22:00
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1