სასწავლო წლის დასაწყისი ამერიკულ სკოლაში. მასწავლებელი წარუდგენს კლასს ახალ მოსწავლეს:
– ბავშვებო, ჩვენ ახალი მოსწავლე გვყავს _ გაიცანით, შაკირო სუზუკი იაპონიიდან. ახლა კი ვიწყებთ გაკვეთილს და ვნახოთ, კარგად იცით თუ არა ამერიკის ისტორია.
ვინ თქვა „ თავისუფლება ან სიკვდილი“?
კლასში სამარისებული სიჩუმა. სუზუკი ხელს იწევს:
– პატრიკ ჰენრი, 1775 წელი, ფილადელფია.
– ძალიან კარგი. აბა, ვისი სიტყვებია: „სახელმწიფო- ეს ხალხია, და როგორც ასეთი არასოდეს არ უნდა მოკვდეს“?
ისევ სუზუკის ხელი:
– აბრაჰამ ლინკოლნი, 1863 წელი, ვაშინგტონი.
მასწავლებელი მკაცრად უმზერს კლასს:
– სირცხვილი, ბავშვებო! სუზუკი -იაპონელია და ყველაზე კარგად იცის ამერიკის ისტორია!
ამ დროს უკანა მერხიდან წყნარად ისმის:
– ხო „შეჭამეს“ ტვინი ამ დამპალმა იაპოშკებმა!
მასწავლებელი მყისიერად ტრიალდება:
– ვინ თქვა???!!!
სუზუკი წამოხტა და ჩამოარაკრაკა:
– გენერალი მაკ არტური, კუნძული გვადალკანალი, 1942 წელი.
კლასის სრული დამუნჯების ფონზე, ამოძახილი:
– მომწ..ვე!
მასწავლებელი...
-ვიიიიინ???!!!
სუზუკი წამში წამოხტა:
– ბილ კლინტონი მონიკა ლევინსკი ოვალურ კაბინეტში, ვაშინგტონი, 1997 წელი.
აღშფოთებული ყვირილი:
– სუზუკი_ განა...ი!!!
და არცერთი წამი შეფერხება:
– ვალენტინო როსი გრან პრის მოტო-რბოლაზე _ბრაზილია რიო დე ჟანეიროში, 2002 წელი!
კლასი ისტერიკაშია, მაწავლებელი გონდაკაგული, იღება კარები და შემოდის სკოლის განრისხებული დირექტორი:
– თქვენი დე..! აქ რა ბარდაგია???!!!
ვერ მოასწრო რა დაჯდომა, სუზუკი პასუხობს:
– პრეზიდენტი ელცინი, რუსეთის პარლამენტის სხდომა, 1993 წელი!