x
image
მადამ ფისუნია
ომის შემდგომი გერმანული კინო 1946-49წწ

image1946 წლის გაზაფხულზე აღმოსავლეთ ზონაში, საბჭოთა ადმინისტრაციამ ნება დართო ადგილობრივ კინემატოგრაისტებს დაეფუძნებინათ ახალი კინო კომპანია „დეფა“, რომელსაც შვიდი წელიწადი საბჭოთა ჩინოვნიკები მართავდნენ.მათ გამოუშვეს პირველი ფილმი „მკვლელები ჩვენს შორის“. ეს ანტინაცისტური კინოსურატი გამოხატავდა გერმანიის საშინელ ფსიქოლოგიურსა და ემოციურ სურათს. ჰიტლერის რეჟიმის კოლაფსის შედეგად და ამისგან გამოწვეულ მძიმე კრიმინალურ მდგომარეობას. სათანადო განწყობის შესაქმნელად რეჟისორმა უმეტესი ეპიზოდები ბერლინი ნანგრევებში გადაიღო. იგივე ადგილები გამოიყენა ლამპრეხტმა ფილმში „სადღაც ბერლინში“, რომელიც უფრო ოპტიმისტური ნამუშევარი გამოდგა და თანამემამულეებს მოუწოდებდა აღედგინათ ქალაქები და დაეწყოთ ახლებური ცხოვრება.
1946 წელსვე სოციოლოგმა როლფ თილემ და მისმა მეგობარმა გამოსცეს „ახალი გერმანული კინოსადმი მიმართული მემორანდუმი“ და ააარსეს კინოკომპანია „ფილმაუთებაუ“
არტურ ბრაუნერმა შექმნა კომპანია „ცენტრალ სინემა ქომფანი ილმი“, რომელშიც გაკეთდა კომედია „გულის მეფე. ადმინისტრაციები განგებ აფერხებდნენ კინოწარმოების აღდგენას, რადგან მიაჩნდათ, რომ აგილობრივევს უნდა გადაეღოთ ფილმები ომის საშინელებაზე.
„დეფაში“ გადაიღეს „ქორწილი ჩრდილში“, რომელიც მიეძღვნა ნაცისტების ხანაში მომხდარ ამბავს: ცნობილმა კინომსახიობმა იმის გამო, რომ მისი 9 წლის ვაჟი და ებრაელი ცოლი არ გაეგზავნათ საკონცენტრაციო ბანაკში, სახლში მათთან ერთად ბუნებრივი აირით თავიი მოიწამლა.
ჰამბურგში გაკეთდა ფილმი „იმ დღეებში“, რომლის მთავარი გმირი იყო ავტომობილი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა და უნებლიე მოწმე ხდებოდა იმ მოვლენებისა, რაც ხდებოდა ჰიტლერის დროს.
„დეფას“ უფრო უმართლებდა ისეთ ილმებში, რომლებიც ეყრდნობოდა ან პოპულარულ ლიტერატურულ ან დრამატულ ნაწარმოებებს. მართალია მისი ყოველწლიუეი პროდუქცია მცირეოდენი იყო, მაგრამ თითქმის ყველა ტარდებოდა პოლიტიკურ - იდეოლოგიურ წნეხში, რათა ხაზი გაესვა თანამედროვე ცხოვრების სიკეთეებისათვის ძველ დროებასტან მიმართებაში, ემხილებინა ნაცისტური წარსული და მომავლის რწმენა შთაეგონა მოსახლეობისთვის.
კინოსურათი „სიყვარულიი47“ 1949 წელს იდეოლოგიური განსხვავებების გამ დასავლეთ ზონებში შეიქმნა ახალი სახელმწიო გფრ, რასაც მოჰყვა აღმოსავლეთის ზონაში მეორე სახელმფიოს გდრ-ს დაარსება. ქვეყანა რ ნაწილად გაიყო. დასავლეთში ადგილობრივი კინოწარმოების გასაჯონტროლებლად ჩამოყალიბდა „კინოს ნებაყოფლობითი კონტროლი“. ეს ორგანიზაცია ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა მაშინდელი კანცლერის კურსში, რაც მიზნად ისახავდა ეკონომიკურ აყვავებასა და შესაბამის პოლიტიკურ სტაბილურობას.

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0